მთავარი » 2010 დეკემბერი 16 » გელოდები...
10:10 PM გელოდები... | |
– მიდიხარ? – მომიწევს. – დაბრუნდები? – კი, თუ მოგენატრები. – მჭირდები. – გასაგებია. – მიყვარხარ. – ვიცი... – შენ არ გიყვარვარ? – რატომ მეკითხები? – ცივად მელაპარაკები. – საიდან მოიტანე? – მცივა... – თბილად ჩაიცვი. – შენი სიტყვები მაციებს. – გეყოფა! – გული მტკივა. – გაგივლის... – ჩემი ტკივილი არ გადარდებს? – უაზროდ ნუ ღვრი ცრემლებს. – ნუ ლაპარაკობ ცრემლების გამომწვევ სიტყვებს... – მიყვარხარ, დაწყნარდი. – ეტყობა, ეს სიტყვები არ არის გულით ნათქვამი. – მაბრაზებ! – შენ კი გულს მტკენ. – მივდივარ. – დაბრუნდები? – კი... – მატყუებ! – წავედი... – იმედია დაბრუნდები... მე გელოდები.! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |