მთავარი » 2010 აგვისტო 30 » დასრულდა ცრემლებით ბანალურად
3:45 PM დასრულდა ცრემლებით ბანალურად | |
დასრულდა ცრემლებით ბანალურად ერთი სიყვარულის პრემიერა, პირქუში სიზმრებისთვის გამიმეტე ასე თავნება და ნებიერა. არადა, ღმერთმანი, თავი მომწონს, მართლა კარგი ვარ და სასურველი, მიკვირს – ადექი და შემელიე, მიკვირს – უჩემობას გაუძელი… ვაი – შენ თორემ მე რა მიჭირს, მე ჩემს ტყე-უღრანებს გადავლახავ… შენებრ გონიერი იმდენია, ჩემებრ თავქარიანს სადღა ნახავ | |
|
სულ კომენტარები: 0 | |