მთავარი » სხვა
ცხოვრება ??? რა არის ცხოვრება???
ცხოვრება ტანჯვა და წამებაა... ბედნიერება კარზე მოგიკაკუნებს , შენ ცდილობ კარის გაღებას, წვალობ... უცბად გააღებ და იქ აღარ დაგხვდება. კარებთან ჩაიკუზები და იტირებ იტირებ იმიტომ რომ დაგტოვა ... შენ კი იმედი გქონდა რომ ბედნიერი იქნებოდი!!!... ღამ-ღამობით დაწოლა იმიტო გიხარია რომ სანამ დაიძინებ იოცნებებ, იოცნებებ უსაშველოდ იმაზე რაც გაკლია და რაც გინდა რო გქონდეს...Share
სრულად ნახვა
რა პატარაა ეს ოთახი ჩემთვის. ვეკვრი კედელს, რომ წინ დიდი სივრცე შევიგრძნო. "წავიდეთ ტყეში სახეტიალოდ" - საოცრად მიმზიდველი მეჩვენა ეს ფრაზა, მწვანე წიგნში ამოკითხული. მიყვარს ტყე. წასვლაც აუცილებელია. უნდა წახვიდე, მოშორდე შენს თავდაპირველ სამყოფელს. უნდა ეძებო თავი შენი სხვაგან.

წამოდით, წამომყევით ტყეში. იქ ყოველი ხე შენი მეგობარია. შეგიძლია აეკრა, ჩაეხუტო მათ. შეგიძლია გაიქცე, დალეწო ხმელი ტოტები, გაქექო ფოთლები, აკოცო მიწას, მერე გულაღმა დაწვე მასზე, უყურო ცისკენ ამართულ ხეებს, მზერა ააყოლო მათ, აჰყვე ზევით და არავინ გეტყვის "გაჩერდი".

წევხარ ფანჯრის რაფაზე, უყურებ მთვარეს, ვარსკვლავებს შორის ჩაჭეჭყილს. უსმენ ქარს და ნატრობ, რა იქნება ეს ადგილი ცოტა უფრო ფართო იყოს, უკეთ მოვეწყობოდიო. აქა-იქ კი ღამისეული გამვლელები მიყვებიან ფეხებს...

უცებ კარს აღებენ და შემოდიან.
იძულებული ხდები ჩამოხვიდე.
სინათლეს გჩრიან თვალებში, რომელიც გაწვება სისხლივით, სიბნელეს ნაჩვევს.
რაღაცას გეუბნებიან. მგონი: დაიძინეო.
ფანჯარა ღიაა. შენ დგახარ მასთან.
ფანჯარა დახურეს. შენ დაწექი.
სული გეხუთება. შუქს გიქრობენ და მიდიან.
უნდა დაიძინო. რატომ დაღამდა?
ხმამაღლა ლაპარაკობ, ბოდავ.
ნეტავ, მალე მაინც ჩაგეძინოს...

Share
სრულად ნახვა
ნეტა რა არის პირველი სიყვარული? გრძნობა, რომელიც გვართობს და გვხიბლავს?! ნუთუ ორივე? ოჰ, ღმერთო ჩემო, ხვალ გამოცდა მაქვს უსაშინლესი და მეცადინეობის მაგივრად ვზივარ და იმ პირველ სიყვარულზე ვფიქრობ! გული დამიჭრა საზიზღარმა, შხამიანი ისრით. . . საშინლად მტკივა. ვგრძნობ ტკივილს უიმედო ნოსტალგიისას!. . .
ბუზღუნებს ჩემი მეორე მე. . .
- ხვალ გამოცდა გაქვს, იმეცადინე!
- ვიცი!
- რომ იცოდე სულელივით არ იჯდებოდი და სხვაზე არ იფიქრებდი!
- ვინ სხვაზე? მე ხომ ვმეცადინეობ?
- გეთანხმები, კითხულობ, წერ, მაგრამ თვალწინ ასოების Nნაცვლად ვის ხედავ? ფიქრში ვინ გიზის? გამოცდა თუ სიყვარული?
- თავი დამანებე! ვმეცადინეობ!
- მეცადინეობ? ნუ მაცინებ?არ გრცხვენია? იწვი, იფერფლები. . .
- თავი დამანებე! ჩემიც მეყოფა!
ბუზღუნი მორჩა, გული დამშვიდდა. . . ვაგრძელებ მეცადინეობას. . . .
- რას აკეთებ?
- ვფიქრობ!
- გამოტყდი!
- ჰო!
- რაზე ფიქრობ?
- პირველ სიყვარულზე!
- კიდევ მასზე ფიქრობ?!
- ჰო. . .
- რატომ?
- არ ვიცი. . .
- ჰო დაივიწყე?
- არ ვიცი. . . .
- კიდევ გიყვარს?
- არ ვიცი. . .
- აბა რაზე ფიქრობ?
- არ ვიცი. . .
- აბა, რა იცი?
- არაფერი ვიცი!
- კარგი რა! არ შეიძლება ასე! თავს ნუ იტანჯავ! დაივიწყე, როგორც მან დაგივიწყა, შეძელი ეს, როგორც მან შეძლო, გადაიყვარე, როგორც მან გადაგიყვარა, აღარ გაიხსენო, როგორც ის არ გიხსენებს, აღარ იფიქრო, როგორც ის არ ფიქრობს. . . .
- არ შემიძლია! ვერ ვივიწყებ! ვერ შევძელი! ვერ გადავიყვარე! არ გახსენებაც ვერ შევძელი! მასზე ფიქრიც ვერ შევწყვიტე!. . . უძლური ვარ. . .
- არა, შენ ძალიან ძლიერი ხარ! შენ ბევრი რამე შეგიძლია! შეგიძლია, ოღონდ მოინდომე! შენ ყველაფერი შეგიძლია!
- არ შემიძლია, არ შემიძლია! მინდა, მაგრამ არ გამომდის! ყოველთვის, როცა დავიწყება მინდა, მაშინ უნდა მოხდეს ყველაფერი, მაშინ უნდა გამახსენოს ვიღაცამ ან რაღაცამ! რატომ? რატომ, ღმერთო ჩემო, რა დავაშავე?
- ნუ ნერვიულობ, ნუ ბორგავ, ნუ ბობოქრობ! შენ არაფერი დაგიშავებია. უბრალოდ შეგიყვარდა ის ვინც ვერ დაგაფასა, ვერ მოგიარა, ვერ გაგიფრთხილდა. . .
- იქნებ ისევ ვუყვარვარ და . . .
- არ გიფიქრია, იქნებ არასოდეს ყვარებიხარ?
- არა, არა, ის დღეები, ის დაუვიწყარი, ლამაზი სიტყვები, თბილი საუბარი, ყველაფერი ტყუილი იყო?Share
სრულად ნახვა
ერთხელ წვიმდა, წვიმდა გადაუღებლივ,თითქოს არავის უნდოდა გაჰკვირვებოდა მაგრამ კარგად თუ დაუკვირდებოდით შევამჩნევდით, რომ ცა ტიროდა,თითქოს რაღაცას დასტიროდა დედამიწა. ქუჩაში არავინ იყო,თითქოს ყველა თანაუგრძნობდა და ცდილობდა გარეთ ყოფნით არ შეეწუხებინათ. წვიმის წვეთები ცის ცრემლები იყო ,რომლებიც ულევად მოდიოდა,ზოგი მაშინვე მიწაზე ეცემოდა, ზოგი ხის ტოტზე და ასე დაუსრულებლივ......
გოგონას ცრემლები ულევი იყო როგორც ცის, აი ვის თანაუგრძნობდა ის. მისი ცრემლები ფანჯრის მინაზე ეცემოდა და მალევე ქრებოდა.გოგონას ნია ერქვა ის მხოლოდ 15 წლის იყო. ალბათ გაგიკვირდებოდათ რა ჰქონდა სატირალი ასე პატარას, მაგრამ მასაც მიაყენეს ტკივილი და ეს თვით განგება იყო, თვით ბუნება. ის ყველასაგან გამოირჩეოდა სილამაზით.დიდი უძირო ზღვასავით ფართო თვალები, აი რა იყო მისი ყველაზე დიდი სილამაზე. ის ანგელოზს ჰგავდა ღვთისგან მოვლინებულს ამ ქვეყანაზე და ეს ანგელოზი მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა ეს იყო გიო. ის იყო ნიას ყველაზე დიდი სიხარული და ყველაზე დიდი ტკივილი. გიო ახლა აღარ იყო ამ ქვეყანაზე. ის ღმერთმა წაიყვანა თავისთან და იქიდან ალბათ გიოც ტიროდა. რადგან ხედავდა ნიას ცრემლებს. რატომ წაართვა ღმერთმა მისი თავი?! მათი სიყვარული ხო მ ცოტა ხნის წინ დაიწყო...

გაზაფხულის მზიანი დღე იყო, თითქოს ბუნება რაღაც ახალს ელოდა და უხაროდა. გოგონა მიდიოდა ნელა თავის ფიქრებთან ერთად. უცებ იგრძნო რომ ვიღაც შეეჯახა, გამოერკვა ფიქრებიდან, ბიჭი კი შეკრთა, ერთ ადგილას გაჩერდა, მას არასოდეს ენახა ასეთი თვალები. გავიდა ორი კვირა ნიას არც კი ახსოვდა ის ბიჭი, მან ხომ მისი სახელიც არ იცოდა. ერთხელ დეიდაშვილი დაპირდა რომ კინოში ერთად წავიდოდნენ. ნიამ დაინახა ეზოში მჯდომი იკა, რომელიც მას ელოდა, ახლოს რომ მივიდა იცნო ის უცნობი რომელსაც იმ დღეს შემთხვევით შეეჯახა, არა არ ეჩვენებოდა ნამდვილად ის იყო....

Share
სრულად ნახვა
ეს ხო მონატრებაა, რომელიც სულს აფორიაქებს...

გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა:

- დილა მშვიდობისა, ქალიშვილო! იები აყვავებულა, ატმები აფეთქებულა, ნუშის სურნელმა გააბრუა სამყარო, გილოცავ გაზაფხულის მოსვლასო!

ერთ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს კარებთან უარმაზარი თაიგული დამხვდა:

- სიყვარულის დღეს გილოცავ, მუდამ შეყვარებული იყავიო!

ვარდობისთვეს ჩემი დაბადების დღეს ჩემი წითელი ვარდების ზღვაში ჩაძირვა გადაწყვიტე.
ზაფხულში მინდვრის თაიგულები მოგქონდა ჩემთან . . .

Share
სრულად ნახვა
"...მიყვარს წარსულის ლანდებთან ერთად ხეტიალი განვლილ გზაზე... მივყვები უკაცრიელ ქუჩას და ღიმილით ვეგებები ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს... ასე, დაუსრულებლად!... თურმე რამდენი ადამიანის გზაწვრილი გადის ჩემი ცხოვრების ახლოს... რამდენი ადამიანი მილამაზებს ხანმოკლე დაბადებას... უფრო მეტნი კი ამაყი ბუნებით და შავად მომზირალი სულით ამახინჯებენ მათ... აქა-იქ შავ ზილად გასდევს ბილიკი უსასრულობისაკენ... მაგრამ ერთი რამ... ზოგნი მიღიმიან, ზოგნი კი ისე მიყურებენ თითქოს უპატიებელი შეცდომა ჩამედინოს მათ წინაშე... მათთვის დამენგრიოს ოცნების კოშკი.... არა, ჩემიც მეყოფა!!!... რამდენი მივლია... ბოლო კი არ ჩანს... მხოლოდ ფოთლები გაყვითლდა... უფრო და უფრო ხანგამოშვებით ისმის გალობა იადონისა(?!)... ახლა ოქროსფერ ხალიჩაზე მივაბიჯებ... კიდევ ერთი ლანდი ამესვეტა წინ. დიდხანს, დაჟინებით ვუცქერდით ერთმანეთს...Share
სრულად ნახვა
გავბედე და გწერ, ისევ წვიმს. ფანჯარაში ვიხედები და შენ გხედავ, შენი ხატება არასდროს არ მცილდება წვიმის დროს , თავს მარტოსულად არ ვგრძნობ რადგან შენზე ფიქრი არ მანებებს თავს. სარკმელს ვაღებ და წვიმის წვეთებს ვეთამაშები, სახეს ვუშვერ და ისინიც თამამად მეფერებიან, ალბად სურთ შენზე მიამბონ რამე..... მეც თვალდახუჭული ვუყურადებ და ..... აი მომესმა შენზე ნათქვამიც, გულს ძგერა მემატება და მხოლოდ იმაზე ვოცნებობ არასდროს დამთავრდეს თხრობა, სუნთქვა მიხშირდება....... სახეზე ჩამოვარდნილ თმებს ვისწორებ, ვეღარ ვხვდები წვიმის წვეთებია თუ ცრემლებია, ფანჯარას ვხურავ და ოთახის გულში ვჯდები,გაიჩექა, შენზე ფიქრი ამერიაShare
სრულად ნახვა
oridan erti koveltvis tovebs meores, mtavari isaa romeli romels daascrebs. bedniereba icyeba shenit da shenitve mtavrdeba.Tu raimes gaketeba gsurs arasodes ar ikitxoamas ra moyvebao tore verafers gaaketeb. mxolod ocneba gvaidzulebs sinamdviles sheveguot... adaminma unda gaiaros siyvarulis sasmili, gaqcevit tavs ver ushushvelis... rasac daivicyeb is mere mtel sicocxleshi gaklia...siyvaruli maradiuli sascaulia, rogorc ki raimes adamianis sitbo moakldeba sagani mashinve kvdeba.. adamiani usiyvarulod igivea rac micvalebuli shvebulebashi. ushenod dro gacherebulia, mxolod saati midis...Share
სრულად ნახვა
რაც თავი მახსოვს სულ ვეძებდი ღვთიურისა და ბუნების გენიალურ ნაზავს, რომელიც მთელი არსებით მეყვარებოდა. ვქმნიდი, ვაქანდაკებდი, ფიქრსა და ოცნებაში, სულს და სხეულს ვუხვეწდი სასურველს. მერე რეალურ ქაოსში ვეძებდი ჩემივე ოცნებით შექმნილ ქმნილებას.
გეძებდი, გნატრობდი, გელტვოდი ყოველ წამს. წამი წამში გადადიოდა, და ქმნიდა წუთს, წუთი საათს ავსებდა და საათი დღეს! დათვილი დროით მოვდიოდი მახსოვრობიდან დღემდე.Share
სრულად ნახვა
« 1 2 3 4