მთავარი » 2010 მაისი 29 » არ მითხოვია
7:12 PM არ მითხოვია | |
არ მითხოვია - ჩემთან მოდი... თავად მოხვედი... თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება. არ მითხოვია - მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი... შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება. არ მითხოვია - ვიყინები. ხელებს გამითბობ?.. შენ მოინდომე გეგრძნო ჩემი ხელების სითბო. არ მითხოვია - ჩამეხუტე და არ გამიშვა... არ მითხოვია და მე დღემდე არაფერს ვითხოვ... არ მითხოვია - გამიღიმე... თავად მიღიმი. ჯიუტი ბავშვის ფრთხილი კოცნა საჩუქრად მიგაქვს... არ მითხოვია - ჩემი გულის კუნჭულში დარჩი... შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |