მთავარი » ჩანახატები
სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ, სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი.
მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი.
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.Share
სრულად ნახვა
"უცნაური ღამეა,არ მეძინება,ვფიქრობ ღამეზე და შენზე.არ ვიცი ახლა საიდან მოვიდა ის იდუმალი,შენი დანახვისას რომ მიიღო ჩემმა სულმა,ან რითი ჰგავდი იმ ოცნების ადამიანს სიზმარში,რომ მელანდებოდა ხოლმე...
არ ვიცი რა მოხდა...მხოლოდ ის მახსოვს მზიანი დღე იყო,მზე ცაზე ვერ დაეტია და ჩამოვარდა,ჩემში ჩასახლდა.ვინ ხარ?რა გინდა?ან რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო?იქნებ ეს ის გრძნობაა ბავშვობაში რომ უნდა სწვეოდა გულს,ან მერე,ცოტა მოგვიანებით.რაღა ეხლა მოადგა კარს და დაბნეული,გაოცებული შემატოვა სისხლისფერი ფიქრები,არ ვიცი არაფერი,მხოლოდ ის ვიცი,რომ მიყვარდი მთელი ამ ხნის მანძილზე წმინდა სიყვარულით...მიყვარხარ და მეყვარები.ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გახსნა-"მონატრება" ამოფრქვევს.ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული?მიყვარს ისეთი წამები,როცა ფიქრები და სიტყვები შესევიან სულს და გამჭვირვალე სანთლით ხარ პირამდე სავსე.
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი და გეხები,ფიქრებში ფრთხილად გეფერები ამ მზისფერ მოფერებით-გელოდები!Share
სრულად ნახვა
დამსხვრეული ოცნება. მკრთალი ფიქრი. გახუნებული აზრი. ჩავლილი ბედნიერება. როდის ჩაიარა? ვერ შევამჩნიე... არ მოინდომა ჩემი ცხოვრების ბაქანზე შეჩერება!... ამაო იქნებოდა. არავინ ჩამოდიოდა. ყველა სხვასთან მიიჩქაროდა. გამახსენდა... ცხოვრებაში ბედნიერება მხოლოდ ერთხალ მოდისო... გამეცინა... გამახსენდა....
ერთხელ... ადრე... წარსულში... მოულოდნელად ცხოვრების მატარებელი შედგა და გაირინდა... სიხარული... მოლოდინი... ორი გრძნობა სწრაფად ენაცვლებოდა ერთმანეთს და ძნელი მეჩვენა გამერკვია რა მინდოდა... არც გავარკვიე... სიხარული... არ ვიცოდი ვინ ჩამოდიოდა. ვინ რჩებოდა ჩემთან... სუნთქვაშეკრული მივჩერებოდი კარებს.... ის... ის დავინახე... ღიმი არ შორდებოდა მის ბაგეს... ის იყო.... ჩემი ბედნიერება... რამხელა ბედნიერება გაუმეტებია ღმერთს ჩემთვის?!...Share
სრულად ნახვა
შენთვის ვილოცებ
მინდა, რომ შენ დამესიზმრო....
რომ იცოდე, რამდენს ვფიქრობ შენზე, მართლა მოვყვებოდი ამაღამდელ სიზმარს. თუ ამაღამ დამესიზმრები, აღარ გადავრლიდი ფიქრებით ღამეს და მცირე ხნით მაინც დავუთმობდი ძილს ჩემს გატანჯულ სულსა და გულს...
თუ შენ დამესიზმრები, სიხარულისაგან გალამაზებული სახით ვივლი ხვალ ქუჩაში...
თუ დამესიზმრები, მარტო შენ გაგიმხელ, რატომ ბორგავენ და ვერ ჩერდებიან ერტ ადგილზე ტალრები ზღვისა....
მარტო შენ გამოგიტყდები, მზე და მთვარე რამ დააშორა, ან მოკიაფე ვარსკვლავები რატომქრებიან ცისკრის ჟამს...Share
სრულად ნახვა
მე შენ მჭირდები.... ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა... მჭირდები იმისთვიის რომ ვიცხოვრო, ვიარსებო... მჭირდები რათა ყოველი დღე შენზე ფიქრით დაიწყოს და დამთავრდეს.... დღე ცხადში გნახო, ღამით სიზმრად.... მაშინ როდესაც აღარაფერს ექნება მნიშვნელობა შენ დამჭირდები...Share
სრულად ნახვა
მენატრები, ღმერთო როგორ მენატრები! გულის ტკივილამდე, სულის კივილამდე...ტირილამდე...კივილამდე...ვგიჟდები გესმის? როცა ჩემთან არ ხარ ვგრძნობ და ვაცნობიერებ, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანი, ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ, ბოლომდე ვაცნობიერებ იმას, რომ უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია, შენით ვსულდგმულობ, შენით ვსუნთქავ, შენით და შენთვის ვარსებობ! ოჰ, როგორ მტკივა ეს მონატრება რომ იცოდე, როგორ მღლის, სულიერად მფიტავს. ყოველი წუთი საუკუნეა უშენოდ!!! თითქოს დრო იყინება, თითქოს არც თენდება და არც ღამდება...ძლივს ვსუნთქავ უშენოდ, რადგან შენ ხარ ჩემი ჰაერი...გთხოვ მალე დამიბრუნდი, დამამშვიდე და ისევ და ისევ მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებით, რომ გიყვარვარ სიგიჟემდე და შენი ერთადერთი სიყვარული ვარ! მენატრება შენი თბილის სიტყვები, შენი სევდიანი და სიყვარულით სავსე ხმა! არ შემიძლია უშენობა! შენ ხარ ჩემი სიცოცხლე..Share
სრულად ნახვა
ერთი ნახვით შეყვარება ვინ იცის რა არი?
ხოო მეცსმის სიტყვით გადმოცემა ძნელია... ცხოვრობ ჩვეულებრივი ცხოვრებით და უცებ, სულ მოულოდნელად შემოდის შენს ცხოვრებაში ის რაც ვერ წარმოგედგინა... გინდა სხივი დაარქვით, გინდაც აზრი, რა მნიშვნელობა აქვს... ეს ცვლის ყველაფერს, შენს სამყაროს სულ თავდაყირა აყენებს... უცებ გიყვარს! შეიძლება ვერც მიხვდე ამას თავიდან... გრძნობ რაღაც ძალიან ძლიერს მაგრამ არ იცი რა არის... შენ ხომ აქამდე არ გყვარებია... მერე ნელ-ნელა ყალიბდები, თითქოს იზრდები... და შენი ეიფორია სიყვარულის სახელსირქმევს... ხვდები რომ გიყვარს ყველაზე მეტად, ალბატ სიცოცხლეზე მეტადაც...Share
სრულად ნახვა
მე პეპელა ვარ, კენ!
ორ დღეში რომ მოკლეს და გაცოცხლდა ისევ.
პეპელა ვარ, კენ!
და ყვავილები მიყვარს-მთის ფერადი გვირილები...
ხომ გჯერა, კენ?
ხომ გჯერა შენი მეგობრის, რომელიც უაზრო ბოდიალში ცვეთს დროს, რათა გაექცეს სამყაროს არარაობას...
იცი, კენ, დღეს კაქტუსებს დავუსხი წყალი.
იმ კაქტუსებს, მამა რომ უვლიდა, სანამ წავიდოდა.
მამა წავიდა.Share
სრულად ნახვა
თუ მიმატოვებ, ახლა წადი... ახლა დამტოვე,
როს ბედისწერის მრისხანება გასცდა ნაპირებს,
შენც, ვით განგებამ, დავრდომილი დამიმარტოვე
და ახლა წადი... წასვლას სულიც სანამ აპირებს.

სმენა მიაპყარ ჩემს გულისთქმას - რას გეუბნება,
ჯერ მახვილს ზურგში ნუ ჩამასობ თავგამეტებით,
ღამეულ ქარებს ნუ მომიქცევ ცისკრის ღრუბლებად...
ჯერ მე და სევდა ქვეყნად ერთად დავეხეტებით.Share
სრულად ნახვა
დიდხანს.. დიდხანს უცქირა საკუთარ გამომეტყველებას სარკეში. უშნოა, ულაზათო და ჩვეულებრივი. იმდენად ჩვეულებრივი, რომ ის ვერც კი შეიმჩნევს, ვერც აღმოაჩენს...
ცხვირზე უფრო უმუქდება ჭორფლი, თმაც ჯიუტი და არ დამყოლი გახდა, ვერაფერი მოუხერხა, ხელებიც კი თითქმის ზომაზე მეტად დაგრძელებია. უცბად მოშორდა სარკეს. ეს კიდევ არ არის ყველაფერი. კოჭებს ზემოთ ოდნავ აცდენია ფერშეცვლილი ჯინსები, ცდილობს რაც შეიძლება ჩაჩაჩულად ჩაიცვას, მაინც ვერ დააგრძელა, ლანჩა გაცვეთია ფეხსაცმელს. ლანჩა გაცვეთია ფეხსაცმელს. კიდევ კარგი ზემოდან ჯერ კიდევ შეეხვდება, ძირები ხომ არ ჩანს, ფეხის სისველეს მოითმენს, გაუძლებს..Share
სრულად ნახვა
« 1 2 3 4 5 »