მთავარი » 2010 ივნისი 13 » sayvareliiiiii...=[[
2:50 PM sayvareliiiiii...=[[ | |
მე პეპელა ვარ, კენ! ორ დღეში რომ მოკლეს და გაცოცხლდა ისევ. პეპელა ვარ, კენ! და ყვავილები მიყვარს-მთის ფერადი გვირილები... ხომ გჯერა, კენ? ხომ გჯერა შენი მეგობრის, რომელიც უაზრო ბოდიალში ცვეთს დროს, რათა გაექცეს სამყაროს არარაობას... იცი, კენ, დღეს კაქტუსებს დავუსხი წყალი. იმ კაქტუსებს, მამა რომ უვლიდა, სანამ წავიდოდა. მამა წავიდა. და ახლა მის ოთახში მძინავს მარტოს. და ყველა ღამე უძილოა, როგორც ადრე-ბავშვობაში, როცა უცოდველი თვალებით დავდევდი პეპლებს და არ ვიცოდი, მეც რომ პეპელა ვიყავი... კენ! კენდაის! ხომ გეცოდება პეპლები? მეც ხომ გეცოდები, კენი? მე თვალები დამებნა მტვერში და ვეღარ ვიპოვნე. დავბრმავდი. და მხოლოდ ყვავილების დანახვა შემიძლია. ხომ უბედური ვარ, კენ? მაინც მიხარია! რადგან ფრთები მაქვს და სიმაღლეში ვარ. არ მინდა მიწაზე დაშვება! იქ ცუდია! იქ მატკენენ! და შეიძლება მომკლან კიდეც! და მერე როგორია, ჩემი მკვლელი 6 წლის ბავშვი რომ აღმოჩნდება, რომელიც ვერასოდეს მიხვდება, რა ჩაიდინა!.. კენ! დაიკო! ვგრძნობ, რომ მოგბეზრდა ჩემთან თამაში. და მინდა იცოდე-არ გსაყვედურობ! მე ხომ ფრთები დამიწვეს პატარაობისას, რადგან არ დავუჩოქე სიბნელეს და აცრემლებულმა დავარღვიე სიჩუმე... კენ, შენ თუ მიმატოვებ, არ მეტკინება! მე ვიცი ყველაფერი!.. მხოლოდ ამას გთხოვ,-სანამ წახვალ, მოძებნე ჩემი თვალები და მომიტანე. მე ხომ პეპელა ვარ, კენ! ორ დღეში რომ მოკლეს და გაცოცხლდა ისევ... | |
|
სულ კომენტარები: 1 | |||||
| |||||