მთავარი » 2010 მაისი 31 » მესაუბრები ჩურჩულით,
4:02 PM მესაუბრები ჩურჩულით, | |
მესაუბრები ჩურჩულით, სულგანაბული გისმენ, მსურს, რომ მარადის გისმინო, განა მიყვარხარ? - ისე... გნახავ და ჩემს უნებურად ბავშვივით ვცელქობ მყისვე, თავდავიწყებით ვტიტინებ, განა მიყვარხარ? - ისე... გვერდით ჩაგივლი, შეგხედავ, და გზას განვაგრძობ ისევ, მსურს, მზერა შემოგაპარო, განა მიყვარხარ? - ისე... მთების გული გაქვს კარგო, გოლიათობა მთისვე, მსურს, ჩავიხედო შენს გულში, განა მიყვარხარ? - ისე... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |