მთავარი » 2010 » მაისი » 31 » მინატრე როცა
4:16 PM
მინატრე როცა
მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის ,

როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა...

მინატრე როცა..თოვლისფერი აპრილი მოვა ,

როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის..

მინატრე ყველგან....

სიყვარული დაგაკლდეს როცა ,

როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი ,

როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი..

და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ.

მინატრე ღამით,დამილოცე დეკემბრის თოვა,

და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის ,

მინატრე როცა..თოვლისფერი აპრილი მოვა ,
მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 705 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]