მთავარი » 2010 მაისი 31 » მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,
4:24 PM მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ, | |
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი შენი შავი თმის ბუჩქი მაგ თეთრი შებლის სერი, თვალები გიშრისფერი,ლოყები ვარდისფერი. შენი თითები მიყვარს, ორი პატარა თათი, ო,იცი როგორ მიყვარს , ოდნავ შეხება მათი. ო ,იცი როგორ მიყვარს , გამოუთქმელი ენით, შენი გრძნობების სიღრმე სულის სიმაღლე შენი. მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილი მარტო. მე დარდიც მიყვარს შენი შენი კისკისი მათბობს. მე შუქიც მიყვარს შენი, რა არის მისი ფასი მე ჩრდილიც მიყვარს შენი, მზის დაბნელების მსგავსი. მიყვარხარ ძლიერ ,ძლიერ, მწვავს შენი ტრფობის ალი. მიყვარხარ ძლიერ ,ძლიერ, მთელი გრძნობით და ძალით. ღამით ჩემთან ხარ სიზმრად, ფიქრშიც ჩემთან ხარ დღისით, გულის ძგერის ხმა მესმის, შენი ხმა არის ისიც მიყვარხარ ძლიერ ,ძლიერ, მიყვარხარ ცხადად მალვით. ოგორც არასდროს არვინ არ ყვარებია არვის ეს სიკვდილს უდრის თითქმის ეს შეუძლოა თითქმის. შენ ერთს გეკუთვნის ყველა, რაც სიყვარულად ითქმის... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |