მთავარი » 2010 » აპრილი » 25 » მონატრებიდან-მონატრებამდე
8:02 PM
მონატრებიდან-მონატრებამდე
ვიცი,ოდესმე რომ გამიხსენებ,
ფოთოლცვენიდან-ფოთოლცვენამდე,
მონატრებიდან-მონატრებამდე,
დილის სხივიდან-შებინდებამდე.
ვიცი,ოდესმე რომ გამიხსენებ
თბილი თითებით...
მოფერებიდან-მოფერებამდე
და გაიფიქრებ, რომ გელოდები
ფოთოლცვენიდან-ფოთოლცვენამდე.
მე კი ვინატრებ შენს დაბრუნებას
ძველი სევდიდან-ახალ სევდამდე,
ჩემი ცრემლიდან შენს ცრემლებამდე,
დილის სხივიდან შებინდებამდე.
მოგონებებთან ერთად დავრჩებით
ერთგულებიდან-ერთგულებამდე,
ერთად ვიქნებით,თუნდაც ფიქრებით
მონატრებიდან-მონატრებამდე.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 687 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]