მთავარი » 2010 მაისი 31 » მოწყენამ ისევ დამრია ხელი
4:03 PM მოწყენამ ისევ დამრია ხელი | |
მოწყენამ ისევ დამრია ხელი და ფრაგმენტებად ჩნდება წარსული. არ ვიცი ახლა ვინ მენატრება - ჩემთან მყოფი,თუ ჩემგან წასული. არ ვიცი ქვეყნად რისთვის მოვედი, ვერ გავარკვიე თავი და ბოლო, იქნებ ცხოვრება მხოლოდ დარდია, ან მოლოდინი მხოლოდ და მხოლოდ... იქნებ ცხოვრება არის სიზმარი, ათასში ერთხელ თვალი გახელა... ჩემს სულში ქრიან უცხო ქარები და ამიტომაც მიჭირს გამხელა. რომ რაც ვიცხოვრე,იყო მირაჟი, ამოუხსნელი იყო ბილინგვა, სულ ვცდილობ,მაინც ვერ გავიხსენე სად მიმიყვანა ჩემმა ბილიკმა | |
|
სულ კომენტარები: 0 | |