მთავარი » 2010 მაისი 29 » ნუ დამაჯერებ
7:39 PM ნუ დამაჯერებ | |
ნუღარასოდეს დამაჯერებ მორიგ სასწაულს, ნუ დამაჯერებ, რომ დღეს გულში მართლა გიკრავდი, ნუ დამაჯერებ, რომ ერთხელაც ორნივ მთას წავალთ, ნუ დამაჯერებ, რომ ეს კერპი ბიჭი გიყვარდა_ თუნდაც სულ ერთი, ცაზე თვალის მოწყვეტა წამით... ნუ დამაჯერებ! მე შენამდე დავწვი ზღაპრებიც... და ყველა ჩემი სულის სიმებ დაწყვეტა გამა წაიღო ქარმა. მზეც ჩამიქრეს და ჩირაღდნებიც. ჰოდა, მივყვები ჩემს გზაწვრილებს ხელის ცეცებით, ბოლო ღიმილი დამივარდა ბებრის ციხესთან_ მერცხლის ბარტყივით... და თვალები_შენი მერცხლები, რომ აწრიალდნენ, დამიმშვიდე, შენს გზებს მიხედონ,_ იქნებ შენ მაინც მოიხილო გაღმა ნაპირი, მე რომ ბავშვობის სიზმრებიდან ასე მეცნობა. ოღონდ, შენ მაინც აღარაფერს აღარ დამპირდე! შენ ერთმა მაინც მაპატიე ყველა შეცდომა. მერე კი შენი ტყვიისფერი, მძიმე ზეციდან ზამთრის შიშები ჩამოხსენი_ცივად აშუქებს. და მაინც, უცხო ქვეყნის ცისქვეშ რომ არ შეგცივდეს, მე ხელის გულზე გაზამთრებულ ჩემს მზეს გაჩუქებ. ოღონდ, შენ ნუღარ დამაჯერებ მორიგ სასწაულს... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |