მთავარი » 2010 » აპრილი » 25 » რავქნა თუ?
11:32 AM
რავქნა თუ?
რა ვქნა, თუ წერა არ შემიძლია?
-არადა როგორ მინდა
დავწერო ჩემი ბიბლია,
მყავდეს მეც მუზა წმინდა…

მეც შევაქებდი კალამს,
ნაზად ვხატავდი მთვარეს,
ვაცისკროვნებდი სამყაროს,
განვაცოცხლებდი არეს.
ცას შევუთვლიდი სალამს,
ავაქროლებდი ქარებს,
მეც სევდამ დამისამაროს,
მეც აღვადგენდი მკვდარებს.
ლოცვას ვიტყოდი ვით ალამს
ჩარჭობილს ზეცის მხარეს…
დაე მეც თოვლმა დამფაროს
ნაიისფრალმა ღამეს!

არ ვიოცნებებ ხვალ მე ბევრს
მხოლოდ დღეს ვთხოვდი უფალს…
-კაცი, რომელიც ლექსს ვერ წერს
თუმც პოეზია უყვარს……


კატეგორია: ლექსები | ნანახია: 715 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
№1 
tu es magalta tavmdablobaa odit da odit?
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]