მთავარი » 2010 » მაისი » 29 » შენ მსაყვედურობ
7:16 PM
შენ მსაყვედურობ
შენ მსაყვედურობ, თითქოს ლექსებს აღარ გთავაზობ,
შენ მსაყვედურობ, თითქოს შენთვის ცა დამენანა,
რად ვერ გაიგე იშვიათი სევდის რაინდო,
მე თუ შენი ვარ, ლექსიც შენი არ არის განა?!

შენში განფენილ სიფაქიზეს ბავშვივით ვუვლი,
სულის შებერვით მოგირჩინო მინდა ჭრილობა.
მოაქჟამამდე მუდამ ჩუმი და მარტოსული,
შენთან ზეიმობს ყველა ჩემი გულახდილობა.

ფიქრი ფარფატა, მობიბინე ყვავის მოლივით,
ბედს ბედისწერა ეღობება ზოგჯერ ზეკარად.
ჩვენს ლამაზ დღეებს, მსტოვრებივით წამოყოლილი,
შური და ჭორი უხამს ფერად ვერ მიეკარა.

დრო მძიმე ფრთებით სხვა სივრცეებს გვპირდება, ვიცი,
სიყვარულის მზე მარადიულ საზღვარს გადასცდა.
არსებულსა და დაჯერებულს რად უნდა მტკიცი,
მე რომ შენ ხარ და შენ რომ მე ვარ, ცაში გადაწყდა.

შენ ნიშნად ჩემი ცხელი ბაგის გატყვია შანთი,
შენ, ვინაც მძიმედ გადალეხე სიმწრის ფერდობი,
ჩემგან და ჩემთვის მარადიულ კოცონად დანთილს,
სიცოცხლე რაა, სიკვდილშიაც კი მოგენდობი.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 615 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]