მთავარი » 2010 » მაისი » 26 » შექსპირი
4:25 AM
შექსპირი
ზოგს წარმოშობა, ზოგს სიმდიდრე ეამაყება,
ზოგს მოსასხამი, მოხატული ცისარტყელებად,
ზოგი ტრაბახობს, თუკი მკლავში ძალა დაჰყვება,
ზოგს ბედაური ან მწევარი ესახება.
ყველას თავისი გასართობი მოუგონია,
ყველას თავისი აზრი აქვს დასაფიცარი,
მე კი ამ ქვეყნად სიხარული სხვა რამ მეგონა,
ბედნიერება, უმაღლესი გამოვიცანი.
შენი ტრფიალი მირჩევნია ყველა წოდებას,
მათხოვარია ჩემთვის მეფეც თავის განძებით,
მწევრით გართული მონადირეც შემეცოდება,
და ბედნიერი შენი ტრფიალით დავიქანცები.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 709 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]