მთავარი » 2010 » მაისი » 6 » სიყვარული
8:52 PM
სიყვარული
ყველა დილა ერთმანეთს გავს
არც დღეა განსხვავებული
საღამომდე შეუწყვეტლივ
შენს ფიქრში ვარ გახვეული

არ ვიცი როგორ მოვიქცე
ან რით ინუგეშო თავი
ოცნებას და ფიქრებს შუა
გავეჩხირე მე ბედს შავი

ქვეყნად ბევრი ლამაზია
მაგრამ შენ ხარ მხოლოდ ერთი
ვინაც მომაჯადოა და
ვინაც დამავიწყა ღმერთი

ის არ მიკვირს რომ შემიპყარ
დამატყვევე როგორც მონა
უღვინოდ თუ დაათრობდი
ეს ნამდვილად არ მეგონა

ვიცი ეს ჩემი ტრფიალი
ოცნებაა ცარიელი
რადგანშენი შემხედვარე
ნესტანს დათმობს ტარიელი

მაგრამ რა ვქნა რომ ვერ შევძელ
მე შენი გადავიწყება
გევედრები არ ისურვო
შენ ჩემი ჩამოშორება

კომფორტულად ვერ გაცხოვრე
თუმც იქნები ბედნიერი
ოღონდ დამიდექ გვერდში და
არ წამიხდინო იერი

და თუ მაინც არ ისურვე
უბედურის გახარებას
ლექს მაინც ნუ დამიწუნებ
ნუ შემიზღუდავ ოცნებას
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 682 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
№1 
magaria dzaan
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]