მთავარი » 2010 მაისი 31 » სიყვარულია
4:17 PM სიყვარულია | |
სიყვარულია, როცა ცეცხლი გინთია გულში როს შენს ნაბიჯებს სიმსუბუქე უხდება ქარის. სიყვარულია თუ შენსავით კეკლუცობს ნუში, როცა სიგიჟეს გადაჰყავხარ ჭკუიდან ლამის. სიყვარულია, თვალებში რომ ჭინკები ხარობს, ვიწრო კაბაში თუ გაზაფხულს ეცეკვე ვალსი, სიყვარულია, სიყვარული ლამაზო ქალი, როცა შენს გრძნობას უცხოთათვის ედება ხავსი. სიყვარულია, როს იფეთქებს ძარღვებში სისხლი, როს გაზაფხულთან გაჯიბრებას თამამად ბედავ, სიყვარულია, ერთგულებით ნათქვამი ფიცი, თუ ერთის გარდა ქვეყანაზე ვერავის ხედავ | |
|
სულ კომენტარები: 0 | |