მთავარი » 2010 » მაისი » 29 » ტირი?..
7:11 PM
ტირი?..
ტირი?..
-ხო ვტირი...
-მერე და რატომ?
ეს ქარმა მკითხა დარჩენილს მარტო…
გიყვარს?
-ჰო,მიყვარს…
"რამ შეგაყვარა?"-დამძახის ქარი,
მე უფრო მეტად მომაწვა დარდი,
ქარი კი დაქრის დღისით და ღამით.
და მეკითხება:" რად გიყვარს მაინც?"
-თუ გიღალატა და მიგატოვა
ის სიყვარულის რაღა ღირსია?
-დამნაშავეა...მაგრამ რა ვუყო
რომ ჩემი გული მხოლოდ მისია…
-პატარა ქალო!ნუ გადამრიე
აღარ უყვარხარ-ის ხომ სხვისია!
-გაჩუმდი ქარო...ნუ ვეყვარები
არ დავუჩოქებ,ნება მისია,
მაგრამ სიყვარულს და წმინდა გრძნობებს
არავის ვაძლევ სესხად,ნისიად…
უკვე დაბნელდა და სიჩუმეში ისევ გაისმის ქარის ზუზუნი
მტვრის კორიანტელს ცაში ახვევდა
მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული…
მარტო ის გიყვარს? - მკითხა ჭადარმა-
მარტო იმისთვის ტირიხარ ასე?!
ვუწყრები ვინც ამისთანა
ძლიერ სიყვარულს დაასამარებს
და შენისთანა გულის მეუფეს
გართობის ფიქრთან გაათამაშებს"
და ამის შემდეგ ძალიან ხშირად
ქარს მოჰყვებოდა ცრემლების წვიმა
და ჩემთან ერთად ტიროდა ყველა
ქარი,ჭადარი,ზეცა და წვიმა
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 699 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]