მთავარი » 2010 » მაისი » 29 » თავი მომანატრეს
7:24 PM
თავი მომანატრეს
თავი მომანატრეს ღამის სონეტებმა,
ძველი სატკივარი გამანდეს,
ისე მომენატრა შენი მოფერება,
როგორც არასოდეს აქამდე.

წარსულს უმღეროდა შავი როიალი,
თითქოს მეძახოდა შორიდან,
პირჯვარს ისახავდა ღამე თოვლიანი,
გარეთ ხეტიალი მომინდა.

ფიქრთა ჩირაღდნებზე წლები აელვარდნენ
გაჰქრა ყველაფერი უკვალოდ,
ისე მომენატრე, ისე მომენატრე,
ვერც კი წარმოიდგენ უბრალოდ.

მერე მოვიხურე კარი მორიდებით,
ფიქრი მაწვალებდა დილამდის,
სწორედ მაშინ მივხვდი როგორ მჭირდებოდი,
როგორ უსაშველოდ მიყვარდი.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 621 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]