მთავარი » 2010 » მაისი » 29 » თრთიან დღეები შენს მოლოდინში
7:14 PM
თრთიან დღეები შენს მოლოდინში
თრთიან დღეები შენს მოლოდინში
და საოცნებო ცა იბზარება.
გადამავიწყდი როგორც სიცოცხლე,
მარადისობა და ნეტარება.

ვერავინ მეტყვის ამ ცის ქვესეთში
ეს უშენობა როდის დაცხრება.
ამაოების ვტეხავ პაროლებს,
ყველგან სდადაც კრთის შენი სახება.

გატაცებული გულის ძახილი
მე ვერასოდეს ვერ დამამშვიდებს,
შენით სიცოცხლე შენით სიკვდილი
შენ თავს ვერავინ გადამაფიქრებს.

გადავიტარებ როგორმე ზამთარს
და მდინარების გაცრილ ნაპირზე,
მივეგებები შენს მახარობელს
პირველი მერცხლის, პირველ ჭიკჭიკზე.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 591 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]