მთავარი » 2010 მაისი 27 » წვიმის წვეთები
7:12 PM წვიმის წვეთები | |
| წვიმის წვეთები დაბლა ეცემა, სიცილ-კისკისით მოდის მიწაზე, ნაზ მელოდიას ღიღინებს ნელა, ცეკვავს ოცნება ფანჯრის მინაზე. წვიმას მოჰყვება ჩუმი გოდება, შენზე ფიქრები, შენზე დარდები; ფიქრის მორევში ჩამეძინება, სიზმარში წვიმად მომელანდები... წვიმა თითებზე მომეფერება, თმას დამისველებს, კოცნით დამახრჩობს, ცა ცისარტყელას ლამაზ ფერებად გადმოიღვრება, შენით გამათბობს. ...წვიმის წვეთები დაბლა ეცემა, სიცილ-კისკისით მოდის მიწისკენ, ნაზ მელოდიას ასწავლის მთვარეს,_ და ყოველ ღამე ერთად ვღიღინებთ | |
|
| |
| სულ კომენტარები: 1 | |||||
| |||||
