მთავარი » 2010 » მაისი » 31 » ვიდრე წახვიდოდე, ერთი ამოსუნთქვაც,
4:21 PM
ვიდრე წახვიდოდე, ერთი ამოსუნთქვაც,
ვიდრე წახვიდოდე, ერთი ამოსუნთქვაც,
უნდა მოვიპარო შენიტუჩებიდან,
წვიმამ მონატრება ციდან ჩამოფურცლა,
ჩვენით გაჟღენთილი სველი ქუჩებია...

დღეს რომ მოსახვევებს უხმოდ აწყდებიან,
როგორც გაფანტული, ქარში, ხის ფოთლები
და ის ოცნებები, რაც ვერ დავიტიე,
ვმარცვლე, ვაჩურჩულე, სულის სიშორეში.

აღარ ღამდებიან ცაზე ვარსკვლავები,
მშვიდი თვალებიდან ვიწყებ გათენებას,
თუკი უსიტყვობით რამეს ვაშავებდი,
ახლა აღარ უნდათ გრძნობებს გაჩერება.

. . . ქარში ირევიან მოგონებები და
შენზე სურვილებიც ისევ ულევია,
ვიდრე წახვიდოდე, ერთი ამოსუნთქვაც,
უნდა მოვიპარო შენიტუჩებიდან
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 784 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]