მთავარი » ლექსები

როცა ვიგონებ შენს გაღიმებას,
მარჯნის ბაგეში ჩამუხტულ ვნებას,
კამკამა თვალთა უცხო საფირონს,
ასე უძიროს და უნაპიროს.

და გვირილების გვირგვინით შემკულს,
მაგ თმას, ჩამოღვრილს ოქროს ჩანჩქერად,
რა მანქანებით ვუბრძანო ჩემს გულს,
რომ შეანელოს ძალუმი ძგერა.Share
სრულად ნახვა
მიდიხარ?
- მივდივარ.
- მერე რა მშვიდი ხარ...
- მე უკვე დიდი ვარ
და მშვიდად მივდივარ.
- იწვიმებს,
ჰაერი დამძიმდა.
იტირებ?
- ვიტირებ, თუ ისევ გაწვიმდა.
- ნუ წახვალ!
- შენთვის ხომ ერთია -
დღეს თუ ხვალ
ეგ ჩვენი ხვედრია
ვერა გრძნობ,
გაგვთოშა სიცივემ,
ამ შავ ფონს
ვერაფრით ვიცილებთ.
- დაბნელდა...
Share
სრულად ნახვა
ნისლის სურნელი მოშორდა დილას,
ფანჯრის მინაზე შენს სახელს ვწერდი,
ვხედავდი ,როგორ დაჰქონდა ნიავს
ამოხეული წიგნიდან გვერდი.
Share
სრულად ნახვა
მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია შეცვალოს მთელი შენი ცხოვრება….
მხოლოდ ერთ ზარს შეუძლია ხასიათზე მოგიყვანოს და გაგაცინოს რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე იყო….
Share
სრულად ნახვა
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები...
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!

Share
სრულად ნახვა
ყველაფერს როცა მოვიგონებ
მომაგონდები...
ალბათ განვიცდი წარსულ წლებზე
მწარე სინანულს...
ყოველთვის მაინც მომიგონებ
მომაგონდები...
თუ როგორ ჰკარი ხელი პირველ
ნამდვილ სიყვარულს...
Share
სრულად ნახვა
გაგაოცებდი ჩემი სულის ნაზი ფერებით,
ტუჩის შეხებით,
კოცნით კი არა_მოალერსებით!!!
გაგაოცებდი ჩემი სულის ცრემლით, ფერებით,
ფერად-ფერადი სიზმრების თოვით გაგაოცებდი.
Share
სრულად ნახვა
ვარდი ხარ? ვარდის რტოდ ვიქცე მინდა.
ნამი ხარ? ნამად ვიქცევი უცებ,
რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა
ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს.
Share
სრულად ნახვა
ის დადიოდა ჩუმად და მარტო,
თავის ფიქრთან და ტკივილთან ერთად.
ის არ უმზერდა არავის სამტროდ,
ხიბლავდა ელვა აპრილის ფერთა.

და ვინც ემონა გაშლილ დარბაზებს,
ის მათ უმზერდა ცივად, უნდოდა.
მას თაყვანს სცემდა ყველა ლამაზი,
მაგრამ ის არა, -
ვინც მას უნდოდა.
Share
სრულად ნახვა
მკლავს უშენობა... და ვერ ვიშორებ...
წარსულს დავეძებ, ისევ ფერებით...
ისე მაგიჟებს შენი სიშორე,
ვიცი ოდესმე მომეფერები...
მკლავს უშენობა... ასე მაცდური...
წარსული ისევ ისე მიგონებს...
Share
სრულად ნახვა
« 1 2 3 4 5 6 7 ... 63 64 »