მთავარი » ლექსები
წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.
Share
სრულად ნახვა
მოდი უნდა დაგხატო ჩემში
შენი სული და გული უნდა გადავხატო
ჩემს სულზე და გულზე....
მე გავივსები და მექნება ორი მხარე
შენი და ჩემი...
შენ კი ,რომელი მხრიდანაც გინდა იქიდან შემომხედავ და გამათბობ....
შენ ხელის გულს ჩემს ხელის გულს შეახებ და ერთად შევქმნით ჩვენ სამყაროს... შენი ხელის გულიან ჩემ ხელის გულამდე............
Share
სრულად ნახვა
მეგონა, ჩემზე ფიქრობდი, მე ხომ ამ ფიქრით ვცდებოდი,
მეგონა, ჩემთვის სუნთქავდი, მე ხომ ამ სუნთქვით ვცხოვრობდი,
მეგონა, შენი თვალები რომ ჩემს სიყვარულს მალავდნენ,
Share
სრულად ნახვა
ღმერთმა გიბოძა ეგ სილამაზე,
სული სხეულზე ლამაზი მოგცა,
ანგელოზი ხარ ამქვეყნიური,
არ დაივიწყო ღმერთი და ლოცვა.
Share
სრულად ნახვა
რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი,
ალერსიანად რად მაპყრობდი მაგ ლამაზ თვალებს.
შენი გულისთვის თავს გავწირავო - რატომ ამბობდი,
ყალბი სიტყვებით თავს ასე ძლიერ რად მაყვარებდი.
Share
სრულად ნახვა

უნდა დაგიბრალო, თორემ სიყვარულის მონატრებით
სული დაილია, სულში მაცილები ქირქილებენ,
სანამ დაღლილ მაჯებს ისევ უსახელოდ მომამტვრევენ
ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.
უნდა დაგიბრალო, სანამ მოგონებით მთვრალი ვარ და
სანამ თვალები მაქვს ალის ათინათით შენაფერი;
ვიდრე მარტოობა თავში თრიაქივით ამივარდა,
ვიდრე წავედი და ყულფის თავშესაფარს შევეფარე.Share
სრულად ნახვა
დღე გადის, წლები გაურბის წუთებს,
დრო აღარ დარჩა წარსულზე ფიქრის,
ნაზი გრძნობები შეაშრა ტუჩებს,
გული ოდესმე საყვედურს იტყვის.
Share
სრულად ნახვა
სულის სარკე დაიმტვრევა ნამსხვრევებად,

გულს კი კვლავაც ეჭვის ჭია ჭამს,


როცა ყველას მივუტევებთ დიდსულოვნად,
...

დავიბრუნებთ ჩვენს საკუთარ თავს.
Share
სრულად ნახვა
გამარჯობათ, იცით დღეს მე მიმატოვეს
დღეს სიცოცხლით ანთებული მოკლეს გული
სამახსოვროდ მოგონება დამიტოვეს
დღეს წამართვეს ერთადერთი სიყვარული
ვერ მიცანით? ჩვენ ხომ ადრეც შევხვედრილვართ
მე ისა ვარ სიყვარულს რომ დავეძებდი
ის ვარ ვინც თქვენ გამშვიდებდათ, გიღიმოდათ.
Share
სრულად ნახვა
მინდა გითხრა,
ო რამდენი რამე მინდა გიამბო,
ვიცი უნდა გაგიფრთხილდე
და უნდა მოგიარო.
და თუ სევდამ დამამუნჯა,
მონატრებამ გამრიყა,
შენთან ყოფნა თუ მიშველის,
ხომ მოხვალ და წამიყვან?Share
სრულად ნახვა
« 1 2 3 4 5 6 ... 63 64 »