მთავარი » ლექსები
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
რაღა თქმა უნდა ეს საწყენია,
მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ
იმ წუთზე ტკბილი არაფერია.
Share
სრულად ნახვა
მე მიყვარდა ძლიერ,ძლიერ
მას კი არა...
მის ნახვაზე ცას ვწვდებოდი
ის კი არა...
Share
სრულად ნახვა
განშორებამ სიყვარული მომიმატა,
ამ სიშორემ უფრო მეტი დარდი.
სიყვარულმა ცრემლებიც კი დამიმატა,
არ მითქვია თუ როგორ მიყვარდი.

განშორებამ ხასიათიც შემიცვალა,
ვიძირები სიყვარულის ზღვაში,
ნუთუ ასე სიშორით უნდა გვეწვალა?!
რომ გაგვეგო ერთმანეთის ფასი.
Share
სრულად ნახვა
ჩემი სიყვარული შენ თავად მოგძებნის,
ისე რომ არავის არაფერს არ ჰკითხავს,
მოვა მაშინ როცა,არავინ არ ელის,
მოვა და ხვავრიელ კალთებს დაგაბერტყავს.
Share
სრულად ნახვა
ოთახში ვიყავით მე და სიმარტოვე,
ფიქრებმა წარსულის დახატა ფერები,
წამით გამახსენდა პირველი კოცნა და
პირველი სათუთი ის თბილი ხელები.
Share
სრულად ნახვა
როდესაც მივკვდები ცრემლებს არა გთხოვ
ნუ დამიტირებ არა ვარ ღირსი
ოღონდ საფლავზე ნუ იტყვი ზიზღიტ
აქ სადღაც არის საფლავი მისი
შეეხე მიწას ნაზი ხელებით
Share
სრულად ნახვა
გელოდი,
მოხველ ბოლოს და ბოლოს,
ძირმწარე წლების ჩათავდა რიგი
და შენი ერთი ალერსი მხოლოდ,
მე
მთელ დარჩენილ ცხოვრებად მიღირს...
Share
სრულად ნახვა
სიბრალურისთვის არ დამიბრუნდე,
გემუდარები წადი. . .
ოცნების კოშკებს მარტო ვაგებდი,
განთავისუფლებ, წადი. . .
სიყვარული ხომ მაინც მასწავლე,
მადლობელი ვარ, წადი. . .
ფიქრთა ტალღები ისევ აზვირთდნენ,
არ დავიხრჩობი, წადი. . .
Share
სრულად ნახვა
შენ კარგად იცი, უნდა დასრულდეს,
მოვა მესამე და იტყვის: "კმარა!~
აწმყო ყოველთვის მიდის წარსულთან,
თუმც მომავლისკენ ისწრაფვის მარად.
მე შენზე ვფიქრობ, დღე მიინავლა,
ვზივარ და ვფიქრობ, ვთამაშობ მოცლილს,
ვინც გაურკვეველ ბედზე ინაღვლა
იმის ფანჯარას ვარსკვლავი ჰკოცნის.
Share
სრულად ნახვა
მე არასოდეს არ მიძებნიხარ,მაგრამ გიპოვე,

ერთი შეხედვით ჩემი გული,რომ მოიპოვე,

დამპირდი მუდამ იქნებოდა ეს გრძნობა ჩვენი

თითქოს განგებამ გვიწილადა ეს განაჩენი..
Share
სრულად ნახვა
« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 63 64 »