მთავარი » ლექსები
ქუჩაში წვიმდა.. ღამე გაჩერდა..
ბიჭი გოგოსთან საქმეს არჩევდა..
ბიჭმა აკოცა გოგო გაიქცა...
სადღაც უფსკრულთან გოგო წაიქცა..
არ ინძრეოდა, არ ტოკდებოდა..
ბიჭს კი შიშისგან ცა მორეოდა....
თვალს არ ახელდა ბიჭი ტიროდა...
გოგო უგონოდ ღმერთს უღიმოდა...
დრო გადიოდა ბიჭი ნატრობდა....
ცა გახსნილიყო, მას გაათბობდა....
მაგრამ გოგონა არ ინძრეოდა...
იქაურ სიზმრებს ებრძოლებოდა...
და სანატრელი მომენტიც დადგა...
გაიგო ლოცვა მდუმარმა ქარმა...
გათენდა ერთი უბრალო დილა...
ბიჭს კი გოგონას საფლავი დახვდა...Share
სრულად ნახვა
ვინ მოთვლის ყველა ტკივილს
რაც შენდამი განმიცდია?
ვინ შეკრიბავს ყველა იმ ცრემლს
რაც კი შენთვის დამიღვრია?
ან ვინ მომცემს იმის იმედს,
რომ გათბება ისევ გული?
ვინ მეტყვის, რომ ამ ჩემს ბაღში
გაიხარებს სიყვარული?Share
სრულად ნახვა
იყო დრო როცა მე შენ მიყვარდი,
სუყველაფრის და მიუხედავად,
არ დავინანე მე შენთვის სული
და მეყვარები იცოდე მარად,

იყო დრო როცა ვიყავით ერთად,
მე შენ მიყვარდი უზომოდ მაგრად,
მემახსოვრება მე ის წუთები როდესაც შენთან ვიყავი ლაღად........
მე შენ მიყვარდი!!!!გესმის???!!!1

Share
სრულად ნახვა
მოგნატრებია ოდესმე ტირილი?
ოდესმე ცრემლი მოგნატრებია?
თუ გყვარებია ოდესმე ვინმე?
ვისიმე ჯავრი თუ გქონებია?
ღამე მთვარესთან გითენებია?
წვიმაში თმა თუ დაგსველებია?
ზღვასთან ბაასი თუ გყვარებია?
თვალი ცრემლით დაგსველებია?Share
სრულად ნახვა
ნუ გეშინია... მე შენთან მოვალ,
მოგძებნი ბნელში ხელისცეცებით...
მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა,
როგორც ორთავეს ეს სარეცელი.

შენ ახლა ისე მჭირდები, ისე,
ვით ღამეს დილა, დილას-საღამო...
როგორც პოეტებს უსაზღვრო სივრცე,
როგორც ვარსკვლავებს მთელი სამყარო.

Share
სრულად ნახვა
დაუკითხავად თუ კი შემიყვარდი, თუკი შენზე ფირქში ღამე გავათიე ,
მიყვარხარო... თუკი გამოგიგტყდი სული შეგიშფოთე მაპატიე......
ვიწრო ბილიკებზე დამიღამდა, მაგრამ შარა გზაზე გავაღწიე,
წინ შენი სახე მიმიძღოდა და თუ აქაც შევცდი მაპატიე.........Share
სრულად ნახვა
ეკლესიაში ორი სანთელი ჩუმად იწვოდა...
არვინ არ იცის მათი გულები რაზე ფიქრობდა...
რატომ ტიროდა ერთი სანთელი მისგან ფარულად...
როგორ უნდოდა ასრულებოდა რატომ უყვარდა...
სანთლის ფიქრები უკავშირდება მხოლოდ ერთს...
მას ხომ უყვარდა და ადიდებდა როგორც ღმერთს...
მისმა ღმერთმა კი ზურგი აქცია საცოდავს...
ჩუმად იწვოდა ნაზი სანთელი და მას ნატრობდა...
და ეს სურვილი მას გულს უკლავდა ცრემლებად ღვრიდა...
ნაზი სანთელი მთლად გაიფიტა გროშად არ ღირდა...
მოვაო ფიქრით ტკივილს ფარავდა გულში სანთელი...
მისი ტკივილი ყველამ გაიგო შველას არ ელის...
ჩუმად იწვოდა ეკლესიაში სანთელი მწველი...Share
სრულად ნახვა
ევედრებოდა ღმერთს ქურდი ბიჭი
სანთელს უნთებდა ღვთიშობლის ხატებს
შეყვარებულზე ფიქრობდა, იგი
ცხელი ცრემლები უვსებდა თვალებს
იწვოდა სანთელი ნელა
თითქოს სიყვარულს ეკიდა ცეცხლი,
ყველა ერთ სანთელს უცქერდა
ქურდმა ბიჭმა კიდ აწერა ლექსი:
ჩემო სიცოცხლე,როგორ მიყვარხარ
მე უშენობით არ მყოფნის გონი
მე უშენობით ვეღარ ვიცოცხლებ,
და თავს მოვიკლავ მოვიკლავ მგონი!!!Share
სრულად ნახვა
ყვავილს გაჩუქებ
ცრემლებით გაზრდილს,
სულსაც გაჩუქებ
ქარს გამოვატან,
გულსაც გაჩუქებ და იცი როგორ?
ყოველ ფეთქვაზე რომ თქვას მიყვარხარ!!Share
სრულად ნახვა
უაზრობაა მთელი ცხოვრება ძიება რაღაც წმინდა გრძნობების.
უაზრობაა ოცნება მაშინ, როცა სიცოცხლეს ემშვიდობები.
უაზრობაა გენატრებოდეს ვისაც არასდროს მოენატრები,
უაზრობაა გიყვარდეს იგი, ვისაც არასდროს შეუყვარდები,

უაზრობაა მთელი ცხოვრება ძიება გრძნობის და რაღაც ახლის.
უაზრობაა შინ დაბრუნება, და მონატრება ცარიელ სახლის,
უაზრობაა ლოდინი მაშინ, როცა იცი რომ არავინ მოვა,
უაზრობაა სიცოცხლე მაშინ, როცა იცი რომ სიკვდილის დროა,

უაზრობაა დარდი, ლოდინი, ფუჭი ოცნება და მონატრება,
როცა იცი რომ ის სხვაზე დარდობს, სხვაზე ფიქრობს და სხვა
ენეტრება,
უაზრობაა სთხოვდე სიყვარულს ვისაც არა აქვ ამ გრძნობის განცდა,
თუკი შენი და იმისი გზები დასაწყისიდან ერთმანეთს ასცდა.

Share
სრულად ნახვა
« 1 2 ... 51 52 53 54 55 ... 63 64 »