მძულს შენი თავი,შენი ღიმილი, შენი კოცნა და შენი სიცილი, მძულს ეს ცხოვრება გზააბნეული, ძალიან მწარე და წართმეული, მძულს მარტო ყოფნა,ფანჯრიდან ცქერა, შენი ლოდინი და შენზე წერა, სიცარიელე გულს მოდებული, მწარე ღრიალი და ეს წამება................. მე მძულს შენს გამო მთელი სამყარო, მძულს ეს ცხოვრება და ეს ამება......... მე შენზე სიმწრით სულ ცეცხლში ვიწვი და არ მაწყნარებს შენზე გოდება. Share
|
|
ratom damtove Sen im saRamos ratom damade qva gulze didi ratom miTxari ar miyvarxaro ratom damifrTxe me dRemde Zili. Share
|
|
qalaq TbilisSi sio dahqroda sio sicivis mauwyebeli da wvimis wveTebs isRa akloda cas dahfaroda Savi Rrubeli. avdeqi RamiT gamomeRviZa wamsve daviwye me Senze fiqri da Sevadare boboqar Rames Seni wasvla da Cemi tkivili. Share
|
|
ახლა აქ რომ იყო,ჩემთან ერთად იმდენს გაკოცებდი - დაგახრჩობდი, მოგეფერებოდი უსასრულოდ და ჩემი სურნელით დაგათრობდი. ჩემს ფიქრებს,ოცნებებს გაგიმხელდი, უსაზგვრო სიყვარულს გაგიყოფდი, ისე გაგართობდა ჩემთან ყოფნა გათენებასაც კი ვერ იგრძნობდი ნეტავ რა მაცოცხლებს რომ არ მყავდე, უაზროდ ივლიდნენ ალბათ წლები, როცა ვერ გხედავ და ჩემთან არ ხარ ძალიან,ძალიან მენატრებიShare
|
|
ფიქრი ფიქრის წილ,არ მოგასვენებ... სევდა სევდის წილ,დარდად გეწვევი... თვალზე წაგსკდები, ფიქრს დაგისველებ... ჩაგითრევ ნისლში როგორც მორევი.Share
|
|
ღამის ფერები ანაზებს ჭადრებს განგება ისევ ძალუმად მგოსნობს, ქუჩებში მწვანე აუნთო დარდებს, ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო.Share
|
|
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს. შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე. და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს, ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.Share
|
|
ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა, გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები, ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის? მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის. თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს, რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!Share
|
|
რაც თავი მახსოვს სულ ვეძებდი ღვთიურისა და ბუნების გენიალურ ნაზავს, რომელიც მთელი არსებით მეყვარებოდა. ვქმნიდი, ვაქანდაკებდი, ფიქრსა და ოცნებაში, სულს და სხეულს ვუხვეწდი სასურველს. მერე რეალურ ქაოსში ვეძებდი ჩემივე ოცნებით შექმნილ ქმნილებას. გეძებდი, გნატრობდი, გელტვოდი ყოველ წამს. წამი წამში გადადიოდა, და ქმნიდა წუთს, წუთი საათს ავსებდა და საათი დღეს! დათვილი დროით მოვდიოდი მახსოვრობიდან დღემდე. და აჰა გიპოვე... სულის ნაწილი და ჩემი გული ჭიაკოკონასავით აბრიალდადა და სიყვარულით ალმოდებული სული ცას აწვდა. მთელი არსებით, სულით და გულით მინდა ვიყვირო და თბილისს გავაგებინო, რომ მე შენ "გიპოვე”Share
|
|
ხელი მომეცი და დაიფიცე! დაიფიცე, რომ თუ გადმოვხტები-დამიჭერ, თუ გავბრაზდები-მომეფერები, თუ ვიტირებ, თვალებში მაკოცებ, დაიფიცე, რომ გაიღიმებ და დამელაპარაკები, როცა შენი გაგონება მომინდება. დაიფიცე, რომ ძილის წინ მაკოცებ. დაიფიცე, რომ დილით არასდროს გამაღვიძებ. დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფანქრებს, ყოველდღე რომ ვხატო ჩვენი სიყვარული. დაიფიცე, რომ სიცხე თუ მექნება, გამიხსნი ჩემს საყვარელ კომპოტს, დამიჯდები სასთუმალთან და გეჭირება ჩემი ხელი, სანამ არ ჩამეძინება. დაიფიცე, რომ ჭურჭლის დარეცხვაში მომეხმარები. დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც შენი ხელით მაჭმევ.Share
|
|
« 1 2 ... 53 54 55 56 57 ... 63 64 » |