მთავარი » ლექსები
მიყვარხარ გესმის?! ჩემი ხმა არის,
ჩემი ფიქრები ახლა შენია...
შუაღამისას მთრთოლვარედ რომ გწერს,
ამ ლამაზ სიტყვებს, ჩემი ხელია.
მიყვარხარ ვერ გრძნობ?! მაშინ უფალს ვთხოვ,
რომ გაგრძნობინოს ჩემი ვედრება,
შენ ტკბილად გძინავს მე კი ამაღამ,
მხოლოდ შენს ფიქრში ჩამეძინება...Share
სრულად ნახვა
მე სანთელს ავუნთებ ღმერთს...შენზე ვილოცებ
ვიცი არ დამიშლის ამას...
მაინც არ მასვენებს მწარე სინამდვილე
ახ... ნეტავ ვიცოდე სადხარ...
თაფლის სანთელივით ხელში დავიღვრები
და სულს დავედები ხატად,
ოცნება დაიქცევა ფიქრი დამიდნება
ან ნეტავ ვიცოდე სად ხარ...Share
სრულად ნახვა
გული იცი რაზე მტკივა,რიმ ისე აღა მენატრები როგორც მენატრებოდი არადა მინდა ისევ ისე მენატრებოდე და ისევ ისე მიყვარდე...შენ ხომ ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული ხარ...ეს ხომ გულწრფელი სიყვარულია რომელშიც არანაირი გამორჩენა და სიბინძურე არ არის...წმინდა სიყვარული რომელიც უპასუხოდ დარჩა და რომელიც ძალიან დაუცველია მაგრამ მე ვცდილობ დავიცვა ის და გადავარჩინო რადგან როცა შენ შეგხვდები კიდევ განვიცადო ის რასაც განვიცდიდი და კიდევ ერთხელ ვიგრძნო თუ რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული...წმინდა სიყვარული...მინდა შენ მომწმინდო ის წმინდა ცრემლი რომელიც შენს გამო მოევლინა ქვეყანას და რომელიც შენ დააშრე...Share
სრულად ნახვა
რომ დადგებოდა ჟამი ჩვენი კვლავ შეხვედრისა
რომ შენში ისევ გამაოცებს ჩემი დანახვა
რომ სამუდამოდ დაიხსომებ იმ წამის ხმაურს
რომ ჩემთვის ისევ გაიმეტებ წუთს საათიანს
რომ თვალი მაშინ მოტყებით არ ატირდება
რომ შენი მზერა სიყვარულის იქნება შვილი
რომ ჩემი სუნთქვა შენთვის იფრენს იმ ხიდის მიღმა
რომ შენი ხმა მივიწყებულ დღეებში მქრალი
რომ საუკუნის წინაშე მქონდა ყურებში მთვრალი
რომ ჩემთვის იტყვი რაღაც სიტყვას, თუნდაც უაზროს
რომ შენ არ მოგთხოვ სიტყვას მხოლოდ ძლიერ აზრიანს
რომ ორი წუთი ათასწლეულს დაემსგავსება
რომ მოგინდება ჩემი ნახვა კვლავაც ძალიან
რომ ჩამაფიქრებს ეს სურვილი და ამატირებს
რომ ამ ცრემლებით გაიზრდება დღე უსაშველოდ
რომ დამირეკავ მაშინ, როცა აღარ იტირებ
რომ კითხვა ახლა უადგილო იქნება ალბათShare
სრულად ნახვა
* * *
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმება ვინც მონატრების იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრების ცრემლით ალიონს
და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი.
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო
და მათიც, ვითაც მონატრებით ქვეყნად უვლიათ,
ჩემი ცხოვრება სიყვარულში მინდა გავლიო,
რამეთუ თავად მონატრებაც სიყვარულია..

* * *
დაბადებიდან რომ ვერ გხედავდი
ამაზე მწყდება ძალიან გული.
სიკვდილის მერე რომ ვეღარ გნახავ
ამაზე უფრო დამწყდება გული.

* * *
მე ღმერთს ვთხოვე ყვავილი
და ბაღი გამომიგზავნა,
მე ღმერთს ვთხოვე წყალი
და ოკეანე გამომიგზავნა,
მე ღმერთს ვთხოვე სიყვარული
და შენი თავი გამომიგზავნა..

* * *
იმედდაკარგული არ მინდა გელოდო
აღარ გამომივლი ვიცი.
სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს,
რა ვქნა? გული მაინც გიცდის.
ფანჯრიდან გავყურებ ცარიელ ქუჩებს
და კვლავ შენი ფეხის ხმა ისმის,
ვიცი შენ არა ხარ, ვიცი მეჩვენება
ვიცი და მაინც გიცდი.
ვგრძნობ, რომ არ ჩაივლის ასე ყველაფერი,
მარტო არ დამტოვებ ვიცი.
ვიცი გვიან მოხვალ, მაგრამ მაინც მოხვალ
ვიცი და ამიტომ გიცდი..

Share
სრულად ნახვა
ოხ მეგობარო მე ხომ ის მიყვარს
განა ასეთებს ღვინო არ უყვართ
მოდი დავლიოთ ვისაც ვინ უყვარს
ცუდი ბიჭია და მაინც მიყვარს.Share
სრულად ნახვა
თუკი ეულად იგრძენი თავი,
თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი,
შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად.
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.Share
სრულად ნახვა
თუკი ერთგულება არ არსებობს,
ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს,
შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი,
და მას ერთგულება ერქვას.

თუკი უკვდავება არ არსებობს,
უფალს შევავედრებ შენს თავს,
შევქმნათ საოცარი სიყვარული
და მას უკვდავება ერქვას.

არ წამთ სიყვარულის არსებობა,
და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას,
ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,
ამას სიყვარული ერქვას.

თუკი მოკვდავია ყველაფერი,
თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს,
თუკი დასასრული სიკვდილია,
სიკვდილს სილამაზე ერქვას.

Share
სრულად ნახვა
მინდა შენი სიცოცხლე მერქვას
შენი უზადო ფიქრი ვიყო...
მინდა შენი ოცნება მერქვას,
შენი სითბო და სინაზე ვიყო.
იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა
მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო...
ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი,
ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო.
დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება
გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო,
აი ეს არის მწარე სიმართლე...
თორემ მეც მინდა შენი,რომ ვიყო.
იცი?მაგიჟებს ეს ჩემი რწმენა
გულში დაგმალო???ფიქრი სხვას ითხოვს,
ისე დამღალა ოცნების დევნამ
ალბათ აჯობებს,რომ სხვისი იყო...
დრომ მოიტანა ეს გულის ფეთქვა
დროვე წაიღებს,,,იყოს...
ჩემსავე გულში დავიმარხები
ისე , რომ ვერაფერს იგრძნობ!Share
სრულად ნახვა
სხვამ დამიჩოქა,მე შენ გარჩიე,
ბედნიერებას ტანჯვა ვარჩიე,
ჩემს თვალებს ცრემლი რად შეაჩვიე,
რომ შენ მიყვარხარ,რომ შენ გარჩიე?

ვერვინ მოკრიფა უეკლოდ ვარდი,
მე ფუფუნების არა ვარ ხარბი,
ცოდვაა თუ კი შენ შემიყვარდი?
ცოდვაა?რომ შენში სიყვარულს ვრგავდი?

Share
სრულად ნახვა
« 1 2 ... 52 53 54 55 56 ... 63 64 »