ღამით როდესაც სუყველას ძინავს მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს, მას გონია რომ მე იგი მიყვარს, მე მხოლოდ მისი თვალები მომწონს. ჩემი ტუჩები მის თვალს ეხება, იგი კრთის, როგორც ჩიტი პატარა, იმ ღამეს მე მას ვაჩუქე კოცნა, რომელიც კუბოს კარამდე ატარა.Share
|
|
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?! ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?! ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, ახლა ქარები არხევენ ტირიფს.Share
|
|
რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი. შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები. დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი და მეც სულ ისე დაგავიწყდები.Share
|
|
ვოცნებობ შენზე! ამ ოცნებით დავფრინავ ცაში, ანგელოზებთან შევუდგები გიჟურად როკვას, ველური ჟინი ჟრუანტელს მავლებს ტანში... სხვა არაფერი,მე სიყვარულის სიგიჟე მომკლავს! პლატონი სტყუის, რუსთაველის, შექსპირის მიკვირს, რადგან სიყვარულს მიწიერი მოჰპარეს ვნება; მიწაზე ვდგავართ, მხოლოდ ფიქრით მივიწევთ ცისკენ. გული მზეს ეტრფის ოცნებებში, გული თავნება.Share
|
|
იცი რომელ დღეს მოვკვდები? ყველაზე ლამაზ დღეს, მე არაფერი არ ვიცი და მხოლოდ ვიტყვი ერთს იმ ლამაზი დღის ნიავი სიკვდილს დაუქნევს ხელსShare
|
|
ღამის ფერები ანაზებს ჭადრებს განგება ისევ ძალუმად მგოსნობს, ქუჩებში მწვანე აუნთო დარდებს, ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო.Share
|
|
nislSi gaexvia irgvliv aremare, fifqebma Sewyvites Tova, gazafxulia da me kvlav gelodebi, nuTu aRarasdros moxval? nuTu siyvaruli sul aRar gaRelvebs, nuTu arafers metyvi? nuTu yvelaferi gaqra da gaTavda, Cemi ocnebebis meti?Share
|
|
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი!!! ჰკივის ჩემში შენი მონატრება, თვალის უპეებს ეხეთქება, ცრემლებად მოგორავს და გულში მეღვენთება........ აი გავიდა ლამაზი ზაფხული, დადგა შემოდგომა და ჩემს სულშიც მოსაღამოვდა, სულ მთლად ჩამობნელდა, განშორების სასტიკმა ქარიშხალმა მოპარული ბედნიერება წარიტაცა და სივრცეში გაქრა......... არაფერი აღარ დარჩა უსაშველო ჩუმი სიცარიელის და მტანჯველი მონატრების გარდაShare
|
|
შეიძლება ხან დაგიყვირო, შეიძლება ხან გაგიცინო, შეიძლება ხან გაწყენინო, შეიძლება ხან გატკენინო, შეიძლება არც კი გაწყენინო, შეიძლება არც კი გატკენინო, შეიძლება არც კი დაგიყვირო შეიძლება არც კი მაპატიო.Share
|
|
ქუჩაში დავარდნილა ვიგაცის ყვავილი, ასვალტის ჭუჭყი და მტვერი დასდებია, მის ფურცელს სიცოცხლის ნამი შესშრობია, ყვავილი ოცნების ლამაზი ფერია..Share
|
|
« 1 2 ... 56 57 58 59 60 ... 63 64 » |