მთავარი » ლექსები
Senze fiqrisas cremlebi momdis

Senze ocneba gaqreba? rodis?

Cemi sicocxle RmerTisgan modis

Cemi sikvdili sad mnaxavs? rodis?

cidan fanteli modis da modis

Senze ocnebas kvlav marcxi mosdis

veRar viviwyeb mag sevdian xmas

radgan me Senze bodvebi momdis.

Share
სრულად ნახვა
ქვეყანად გაჩნდი სხვის სატანჯველად
და არ აცადე კიდეც სიციცხლე,
ღმერთი დაგსჯისთქო გითხარი ბევრჯერ
ამითვის კვდები ეხლა იცოდე.

ჩუმი გოდებით ითხოვდი შველას
და განიცდიდი უმძლავრეს ტანჯვას,
შენ დააშავე და დაისაჯე
გაგიმეორებ მე მუდამ ამას.

Share
სრულად ნახვა
ის დაიბადა ავბედით ღამეს
და არ იცოდა მან სიტყვა გრძნობა,
მან არ იცოდა,არც სიყვარული,
არც სიხარული და თანაგრძნობა.

იგი ასეთად ქუჩამ აქცია
ის გაიზარდა უნდობელთ შორის,
ის ტრიალებდა მუდამ იმ წრეში
ვინც არ იცოდა რაიმე გრძნობის.

მან რაც იცოდა,ქუჩამ ასწავლა
ძარცვაც,მკვლელობაც და ხალხის ჩაგვრაც,
მან არ იცოდა სიცოცხლის ფასი
და სხვის სიცოცხლეს ატანდა ნაგავს.

მას სდევდა მუდამ უბედურება
მან არ იცოდა რაა სიცილი,
სადაც ის იყო,თან სდევდა მუდამ
უბედურება,სისხლი,სიკვდილი.

Share
სრულად ნახვა
მე სილამაზის მონა გავხდი შენი ნახვისას
თუმცა მეგონა შენი თვალები ვერ მაცდუნებდა,
მე რა ვიცოდი შენი თვალები ზეცად შობილნი
ულევ სიყვარულს,ბედნიერებას თუ მაჩუქებდა.

როდესაც გნახე მაშინვე მივხვდი,რომ ჩემი გული
შენი ღიმილით უბრძოლველად დაიმორჩილე,
მიუწვდომელი და უკარება,ამაყი სული
ერთი შეხედვით და გაღიმებით დაიძმობილე.

Share
სრულად ნახვა
სიტყვები არ მყოფნის ეს რომ დავწერო
ეს ნათქვამი გავს უაზრო ბოდვას,
მე არ მინდა რომ ვინმე გავთელო
მე მინდა ავცდე სიკვდილის ცოდვას.

ქვეყნად მოვედი სიმშვიდისათვის
მინდოდა გული მქონოდა სუფთა,
მაგრამ უაზრო ცხოვრებისათვის
ყურებთან მესმის სიკვდილის სუნთქვა.

Share
სრულად ნახვა
თითქოს ჩემს ირგვლივ ისევ აცივდა
თითქოს საყარო ძლიერ ატირდა,
ხეებს ფოთლები ისევ დასცვივდა
და ეს სხეულიც უცებ გაცივდა.Share
სრულად ნახვა
უფალო ღმერთო ცოდნის ძალა მომეცი შეგთხოვ
რომ შევიმეცნო შენი არსი,შენი დიდება,
რომ გავუმკლავდე ამ ცხოვრების ამაოებას
მე ამითვის დიდი ცოდნის ძალა მჭირდება.

უფალო ღმერთო გთხოვ მაპატიო ის დიდი ცოდვა
როცა მე შენგან დაუფიქრებლად სადღაც გავრბოდი,
და მე არ მსურდა შენს შესახებ მქონოდა ცოდნა
ისეც კარგი ვარ,ბევრს არ ვცოდავ გულში ვამბობდი.

უფალო ღმერთო მე არ მჯეროდა წმინდა სიტყვების
ცოტა ვიცოდი შენს შესახებ წმინდა უფალო,
როცა ამბობდნენ გულის კარები ღმერთს გაუხსენი
ჩემთვის ვიძახდი,ჩემი გული არის უკარო.

Share
სრულად ნახვა
გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ,
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა...Share
სრულად ნახვა
რომ შეიძლებოდეს სიკვდილის შემდეგ, კვლავ მხურვალედ გაკოცო
თვალებზე, რომ შეიძლებოდეს რომ მოგეფერო,
მოგიალერსო, კვლავ დაგიდორბლო შენი ლამაზი სულის თრთოლვა
კარგი იქნებოდა, ძალიან კარგი… მაგრამ მოიცა, მგონი შეიძლება…
კი შეიძლება!...და ეს ასეც იქნება! მთავარია შენი ფიქრების გამიღო კარი,
მთავარია გახსოვდეს რომ მე არ მომკვდარვარ, მე უბრალოთ გარდავიცვალე.
გადავინაცვლე ერთი ცხოვრებიდან სხვა, უფრო ლამაზ, უფრო ცისფრად მორთულ
და უფრო ყვავილებით აფერადებულ ცხოვრებაში,
და ის რომ როგორც ამ ქვეყანაზე ყოფნის ჩემი ყოველი გაფიქრება შენთან
იყო ყოველთვის და შენ გეხუტებოდა,ახლაც, იმ ქვეყანაზეც სწორედ რომ
ზუსტად ასე ხდება. მე შენთან ვარ , დიახ შენთან ვარ…ნახე გაკოცე…
ნახე, ისევ ისე მომდის ცრემლები თვალებიდან მხურვალეთ…Share
სრულად ნახვა
ვოცნებობ შენზე! ამ ოცნებით დავფრინავ ცაში,
ანგელოზებთან შევუდგები გიჟურად როკვას,
ველური ჟინი ჟრუანტელს მავლებს ტანში...
სხვა არაფერი,მე სიყვარულის სიგიჟე მომკლავს!
პლატონი სტყუის, რუსთაველის, შექსპირის მიკვირს,
რადგან სიყვარულს მიწიერი მოჰპარეს ვნება;
მიწაზე ვდგავართ, მხოლოდ ფიქრით მივიწევთ ცისკენ.
გული მზეს ეტრფის ოცნებებში, გული თავნება.Share
სრულად ნახვა
« 1 2 ... 54 55 56 57 58 ... 63 64 »