mარტო ვზივარ, მოვიწყინე ბნელ ოთახში, ბნელა იმ ოთახში, სადაც არავინ, არავინ, არავინ მეგულება. . .სადაც სიჩუმე ფანტავს ოცნებას, სიჩუმე არღვევს აქ მეუფებას, რომელიც ძლეულს ერთს შეუძლია. . . ბნელა ოთახში და მე ისევ მარტო ვარ, მე და სიბნელე. . . სიჩუმეა, ძველებურად გარინდულია აქ ყველაფერი. . . . სიჩუმე მიხმობს. . .ეს უცნაური დიადი შეგრძნება. . . გულში მიხუტებს. . .ჩემი გულის ხმა მხოლოდ მას ესმის. . .მხოლოდ მას ესმის იმ თბილი ალერსის, რომელიც უწინ იმ ქალს ესმოდა. . . იმ ერთადერთს. . . ქალმა, რომელმაც თბილი ალერსი მე შთამაგონა. . . ლამაზი სიტყვები. . . თბილი ხელები. . . წყლიანი თვალები. . . ნაზი მოფერება. . . ალერსიანი თბილი ამბორი. . .ასე უსასრულოდ, ეს მან მასწავლა. . .Share
|
|
მე გამაცილებს შენზე ოცნება მე გამაცილებს ჩადრების რიგი მე ერთს დავეძებ სველი თვალებით მაგრამ ცავიდა აღარ ჩანს იგი. მე გამაცილებს მხოლოდ ცრემლები მხოლოდ ცაცხვები პოთოლშრიალა მე გამაცილებს ფართო შარა გზა და ის ძვირფასი თვალები არა.Share
|
|
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია... მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია... უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები, მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები... როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას? მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა... მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი, იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!... წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია... ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია...Share
|
|
რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია..Share
|
|
"სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია, სიყვარულისთვის არ არსებობს ზომა,ასაკი, გიყვარდეს,მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი, შენ შეგიძლია სიყვარულით იყო ამაყიShare
|
|
დედაო ღვთისაო ამას გევედრები შენ დაიფარე ჩემი სიყვარული მისი სიცოცხლისთვის ამას გევედრები ცოდვა შეუნდა და აპატიე ეს ყველაფერი. ცოდვად ნუ ჩაუთვლი რომ მას არ ვუყვარდი და ჩემს თავს სხვები ასე ასჯობინა. სიყვარულის ღირსი მე არ ვყოფილვარ მან ეს ყველაფერი ასე მაგრძნობინა.Share
|
|
me Tu avtirdi amatirebs uSenod yofna, Cems bnel oTaxSi isev sevda daisadgurebs, gamaxsendeba Seni nazi tuCebis kocna, Seni tkbili xma Cems arsebas rom anadgurebs Senc atirdebi wamogiva Tvaildan cremli.Share
|
|
შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს, შენთან ფერები არაფერია შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს შენ დედოფლობის დიდო ფერიავ.Share
|
|
მივდივარ...სულ ,სულ მივდივარ ,სამუდამოდ...ძნელია,ძალიან ძნელი...კი ვიცოდი ხანმოკლე მგზავრი ვიყავი მარადისობის ...ვიცოდი...ძალიან ძნელია შეურიგდე იმას ,რო დიაგნოზი საბოლოოა და სასიკვდილო...ხო, ძლივს ვთქვი ეს სიტყვა,საკუთარ თავს პირვლად გავუმხილე... მე ხო ყველაფერი ვიცი ,ნეტა არ ვიცოდე ,ნეტა სულელი ვიყო,ნეტა შემძლებოდა მარტივი ცხოვრება....Share
|
|
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი, შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ, მერე წავალ და არაფერს გეტყვი. გაივლის დრო და მოვა ზამთარი, დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას, რომ შემცივდება, დაბერავს ქარი, ჩემს გასათბობად არავინ მოვა...Share
|
|
« 1 2 ... 55 56 57 58 59 ... 63 64 » |