მთავარი » 2010 » ივლისი » 4 » ***
2:16 AM
***
სიყვარულია: გზა, სიშორე, ცრემლი, გოდება.
შეახებ ხელს და არასდროს დაგიბრუნდება.
სიყვარულია: სიმარტოვე, გულის სიშორე,
ხორციელი ვნების მიუწდომელი აზრთა სიცოცხლე.
სიყვარულია: ტანჯვის თეთრი ცრემლები.
სიყვარულია: მე რომ თავზე ასე გევლები.
სიყვარულია: ათას ერთი ტრფობის ზღაპარი.
სიყვარულია: ჩაუქრობელი შუქთა ლამპარი.
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია.
სიყვარულია: ყველაფერი რაც გაგვაჩნია.
სიყვარულია: ქვის ჩუქურთმა, კინწვისის ფრესკა.
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსა რეკდა? :(
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 685 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]