დახუჭე თვალები!
დახუჭე!
სინათლე ყველაფერს აფუჭებს.
ნაჭუჭებს,
ვაგროვებ ღამის ნაჭუჭებს,
ნაჭუჭებს
უჩუმრად
ვაქუჩებ. Share
|
|
მე მომენატრე და ამიტომ გწერ მე
იმას მოგწერ რაც არ მითქვია გაცნობის დღიდან გულში მიზიხარ შენი
გული კი მგონი სხვისია მე მინდა შევსვა ღვინო ფიალით და დავივიწყო
რომ ჩემი არ ხარ Share
|
|
იმედდაკარგული არ მინდა გელოდო აღარ
გამომივლი ვიცი. სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს, რა ვქნა? გული მაინც
გიცდის.Share
|
|
სიყვარულის წვიმა იყო მაგრამ სულ არ
დავსველდი, ყველა სადღაც მიდიოდა მე კი მაინც გავჩერდი... თუმცა
ირგვლივ ცეცხლი ენთო მე კი მაინც მციოდა მშვენიერი ცხოვრებისგან თვალზე
ცრემლი მდიოდა.......Share
|
|
ნეტავ ვინა სთქვა, ვინ მოიგონა, რომელს
გაუწყრა ღმერთი? სიყვარულიდან სიძულვილამდე ნაბიჯიაო ერთი... ერთი კი
არა, ასი ათასი, მთელი სიცოცხლე ალბათ,Share
|
|
შენ არ გაქრები, როგორც სიზმარი, მე დამიჯერე,
შენ არ გაქრები,
ერთად
ავუშვათ ჩვენი გემის თეთრი აფრები,
ამოვუქოლოთ ჩვენს სახლს ყველა ღია
კარები,
ვერ დაითვლიან ჭორიკანა პიკის ქალები-
დღეში რამდენჯერ
ჩამიკრავ გულში,
დღეში რამდენჯერ მომეკარები.Share
|
|
წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგიწნა
თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.Share
|
|
მოდი უნდა დაგხატო ჩემში
შენი სული და გული უნდა გადავხატო
ჩემს
სულზე და გულზე....
მე გავივსები და მექნება ორი მხარე
შენი და
ჩემი...
შენ კი ,რომელი მხრიდანაც გინდა იქიდან შემომხედავ და
გამათბობ....
შენ ხელის გულს ჩემს ხელის გულს შეახებ და ერთად შევქმნით
ჩვენ სამყაროს... შენი ხელის გულიან ჩემ ხელის გულამდე............Share
|
|
მეგონა მხოლოდ ჩემს დანახვაზე ჩურჩულებდნენ მხიარულად მაგნოლიები...
მეგონა ზღვის ტალღები მხოლოდ მე მეგებებოდნენ, როცა სანაპიროს
ჩავუყვებოდი და თავიანთ მჩქეფარე გულს მიძღვნიდნენ ტალღების სახით.
მეგონა ნაზი პალმის ტოტები მხოლოდ ჩემთვის ირხეოდნენ ჰაეროვნად...
მეგონა მზე იმიტომ იღიმოდა, რომ მხოლოდ მე მხედავდა, მხოლოდ ჩემი
ნახვა უხაროდა...
მეგონა სამყარო მხოლოდ ჩემს გამო იყო
ხანდახან ასეთი მშვენიერი...Share
|
|
|