დაღლილ-დაქანცულს საწოლთან რომ მიმიყვანს
კვალი, ამ ტიალ ქვეყნად უგზოოდ
რომ აღარ ვტიალობ, მოგზაურობას
იწყებს მაშინ გონების თვალი და
ფეხის ნაცვლად გზაზე ფიქრით დავხეტიალობ.Share
|
|
მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს,
მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია, მე თუ ვიყვარებ,არ ვგავარ
ბრჭყვიალა ქალებს და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია.Share
|
|
ის დაიბადა ავბედით ღამეს და არ
იცოდა მან სიტყვა გრძნობა, მან არ იცოდა,არც სიყვარული, არც სიხარული
და თანაგრძნობა.
იგი ასეთად ქუჩამ აქცია ის გაიზარდა უნდობელთ
შორის, ის ტრიალებდა მუდამ იმ წრეში ვინც არ იცოდა რაიმე გრძნობის.Share
|
|
ადრე თუ გვიან, უეჭველად მოვა
სიბერე,
თავზე დაგვათოვს უთვალავი თოვლის ფანტელი!
გულის ტკივილით
შეცდომებსაც მოვინანიებთ,
შეცდომები კი რამდენია, ღმერთო, რამდენი.
დრო
მოვა, წლებად გადაბმული ვერცხლის წვიმები
გადარეცხავენ შემორჩენილ ჭუჭყიან
ლაქებს!
ჩვენ კი, სიცოცხლით დაღლილი და გახუნებული,
სათნო ღიმილით
გავიხსენებთ გარდასულ ამბებს: Share
|
|
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ
რაც გადის დრო და ხანი მე უფრომეტად მიყვარს შენი პატარა ტანი
შენი შავიტმის ბუჩქი ეგ თეთრი შუბლი სერი თვალები გიშრისფერი ლოყებიShare
|
|
|