უნდა დაგიბრალო, თორემ სიყვარულის მონატრებით
სული დაილია, სულში მაცილები ქირქილებენ,
სანამ დაღლილ მაჯებს ისევ უსახელოდ მომამტვრევენ
ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.
უნდა დაგიბრალო, სანამ მოგონებით მთვრალი ვარ და
სანამ თვალები მაქვს ალის ათინათით შენაფერი;
ვიდრე მარტოობა თავში თრიაქივით ამივარდა,
ვიდრე წავედი და ყულფის თავშესაფარს შევეფარე.Share
|
|
დღე გადის, წლები გაურბის წუთებს,
დრო აღარ დარჩა წარსულზე ფიქრის,
ნაზი გრძნობები შეაშრა ტუჩებს,
გული ოდესმე საყვედურს იტყვის.
Share
|
|
სულის სარკე დაიმტვრევა ნამსხვრევებად,
გულს კი კვლავაც ეჭვის ჭია
ჭამს,
როცა ყველას მივუტევებთ დიდსულოვნად,
...
დავიბრუნებთ
ჩვენს საკუთარ თავს.Share
|
|
გამარჯობათ, იცით დღეს მე მიმატოვეს დღეს
სიცოცხლით ანთებული მოკლეს გული სამახსოვროდ მოგონება დამიტოვეს დღეს
წამართვეს ერთადერთი სიყვარული ვერ მიცანით? ჩვენ ხომ ადრეც
შევხვედრილვართ მე ისა ვარ სიყვარულს რომ დავეძებდი ის ვარ ვინც
თქვენ გამშვიდებდათ, გიღიმოდათ.Share
|
|
მინდა გითხრა,
ო რამდენი რამე
მინდა
გიამბო,
ვიცი უნდა
გაგიფრთხილდე
და უნდა მოგიარო.
და თუ სევდამ
დამამუნჯა,
მონატრებამ გამრიყა,
შენთან ყოფნა თუ
მიშველის,
ხომ მოხვალ და
წამიყვან?Share
|
|
როცა ვიგონებ შენს
გაღიმებას,
მარჯნის ბაგეში
ჩამუხტულ ვნებას,
კამკამა თვალთა უცხო
საფირონს,
ასე უძიროს და
უნაპიროს.
და გვირილების
გვირგვინით შემკულს,
მაგ თმას,
ჩამოღვრილს ოქროს ჩანჩქერად,
რა მანქანებით
ვუბრძანო
ჩემს გულს,
რომ შეანელოს ძალუმი
ძგერა.Share
|
|
მიდიხარ? - მივდივარ. - მერე
რა მშვიდი ხარ... - მე უკვე დიდი ვარ და მშვიდად მივდივარ. -
იწვიმებს, ჰაერი დამძიმდა. იტირებ? - ვიტირებ, თუ ისევ გაწვიმდა. -
ნუ წახვალ! - შენთვის ხომ ერთია - დღეს თუ ხვალ ეგ ჩვენი ხვედრია ვერა
გრძნობ, გაგვთოშა სიცივემ, ამ შავ ფონს ვერაფრით ვიცილებთ. -
დაბნელდა...Share
|
|
ნისლის სურნელი მოშორდა დილას,
ფანჯრის მინაზე შენს სახელს ვწერდი,
ვხედავდი
,როგორ დაჰქონდა ნიავს
ამოხეული წიგნიდან გვერდი.Share
|
|
მხოლოდ ერთ ადამიანს
შეუძლია შეცვალოს მთელი შენი ცხოვრება…. მხოლოდ
ერთ ზარს შეუძლია ხასიათზე მოგიყვანოს და გაგაცინოს რაც არ უნდა ცუდ
ხასიათზე იყო….Share
|
|
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა
მემართება, რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... იქნებ ღიმილი,
მწველი მზერა, ხმა მენატრება, ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ
მჭირდები! Share
|
|
ყველაფერს როცა მოვიგონებ
მომაგონდები... ალბათ განვიცდი წარსულ წლებზე მწარე სინანულს... ყოველთვის
მაინც მომიგონებ მომაგონდები... თუ როგორ ჰკარი ხელი პირველ
ნამდვილ სიყვარულს...Share
|
|
გაგაოცებდი ჩემი სულის ნაზი ფერებით, ტუჩის
შეხებით, კოცნით კი არა_მოალერსებით!!! გაგაოცებდი ჩემი სულის
ცრემლით, ფერებით, ფერად-ფერადი სიზმრების თოვით გაგაოცებდი.Share
|
|
ვარდი
ხარ? ვარდის რტოდ ვიქცე მინდა. ნამი ხარ? ნამად ვიქცევი უცებ, რომ
ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს.Share
|
|
ის
დადიოდა ჩუმად და მარტო, თავის ფიქრთან და
ტკივილთან ერთად. ის არ უმზერდა არავის
სამტროდ, ხიბლავდა ელვა აპრილის
ფერთა.
და ვინც ემონა გაშლილ
დარბაზებს, ის მათ უმზერდა ცივად,
უნდოდა. მას თაყვანს სცემდა ყველა
ლამაზი, მაგრამ ის არა, - ვინც მას უნდოდა. Share
|
|
მკლავს
უშენობა... და ვერ ვიშორებ... წარსულს დავეძებ, ისევ ფერებით... ისე
მაგიჟებს შენი სიშორე, ვიცი ოდესმე მომეფერები... მკლავს უშენობა...
ასე მაცდური... წარსული ისევ ისე მიგონებს...Share
|
|
როცა მე და შენ წლები გვაშორებს, რაღა
თქმა უნდა ეს საწყენია, მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ იმ წუთზე
ტკბილი არაფერია.Share
|
|
მე მიყვარდა ძლიერ,ძლიერ მას კი
არა... მის ნახვაზე ცას ვწვდებოდი ის კი არა... Share
|
|
განშორებამ სიყვარული მომიმატა, ამ
სიშორემ უფრო მეტი დარდი. სიყვარულმა ცრემლებიც კი დამიმატა, არ
მითქვია თუ როგორ მიყვარდი.
განშორებამ ხასიათიც შემიცვალა, ვიძირები
სიყვარულის ზღვაში, ნუთუ ასე სიშორით უნდა გვეწვალა?! რომ გაგვეგო
ერთმანეთის ფასი.Share
|
|
|