მთავარი » 2010 » ივლისი » 15 » ***
10:46 PM
***
შენ კარგად იცი, უნდა დასრულდეს,
მოვა მესამე და იტყვის: "კმარა!~
აწმყო ყოველთვის მიდის წარსულთან,
თუმც მომავლისკენ ისწრაფვის მარად.
მე შენზე ვფიქრობ, დღე მიინავლა,
ვზივარ და ვფიქრობ, ვთამაშობ მოცლილს,
ვინც გაურკვეველ ბედზე ინაღვლა
იმის ფანჯარას ვარსკვლავი ჰკოცნის.
შენი ბაგეა თითიქოს ვარსკვლავი
და ღიმილივით აჩნია ზეცას,
წერამწერალი დადის სახლავით
და გეშინია მომღერალ ლერწამს.
უნდა მოვიდე და გადაგმალო,
გადაგეფარო, გეფერო მკერდით,
რომ მწუხარება ბედმა გაკმაროს,
რადგან ტანჯულთა შემწეა ღმერთი.
შენზე ოცნება თითქოს ბაღია
და გაზაფხული აღვიძებს წადილს,
ეს მონატრება ვინ გააღვივა,
ახლა სისხლში რომ სიმღერით დადის.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 714 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]