მთავარი » 2010 ივლისი 18 » ***
12:13 PM *** | |
შენ არ გაქრები, როგორც სიზმარი, მე დამიჯერე, შენ არ გაქრები, ერთად ავუშვათ ჩვენი გემის თეთრი აფრები, ამოვუქოლოთ ჩვენს სახლს ყველა ღია კარები, ვერ დაითვლიან ჭორიკანა პიკის ქალები- დღეში რამდენჯერ ჩამიკრავ გულში, დღეში რამდენჯერ მომეკარები. ჩამოიკვრება ყოველ დილით დიდი ზარები, ყოველი დილა დაიწყება დაცლით მასრების, ყოველი დილის პირველ წამებში შენ სიკვდილამდე მომენატრები. სახლის ეზოში გაზაფხულზე იყვავილებენ ჩვენი ატმები, ყოველ საღამოს მზე დაიხრჩობს თავს ჩვენს გულებში, ყოველ საღამოს უფრო ძლიერ შენ მეამები. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |