მთავარი » 2010 » ივლისი » 16 » აღარ ვიცი რა გითხრა...
10:01 PM
აღარ ვიცი რა გითხრა...
მინდა გითხრა,
ო რამდენი რამე მინდა გიამბო,
ვიცი უნდა გაგიფრთხილდე
და უნდა მოგიარო.
და თუ სევდამ დამამუნჯა,
მონატრებამ გამრიყა,
შენთან ყოფნა თუ მიშველის,
ხომ მოხვალ და წამიყვან?
ვიცი შენც გრძნობ ჩემს ტკივილებს,
ამოხეთქილს დარდებად,
ჩემი სულის გაჭირვება,
შენც ხომ დაგედარდება.
ო ,რამდენი რამე მრჩება,
შენთვის ასე უთქმელი,
შენს მადლიან ანადგომას,
ჩემი სული სულ ელის...
რა უსაზღვროდ მენატრები,
რა უსაზღვროდ მაკლიხარ,
მონატრება გამოყრილი,
შენც უჩემოდ დადიხარ...
აღარ ვიცი რა მოგწერო,
აღარ ვიცი რა გითხრა...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 667 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]