7:55 PM მეგობრები და შეყვარებულები | |
იპოვეთ განსხვავება მეგობრები და შეყვარებულები მეგობრები... ერთმანეთის დაბადების დღეებზე სულელური და სასაცილო ნივთებით ასაჩუქრებენ. რაც მთავარია, ეს იუბილარს არასდროს სწყინს, პირიქით,ძალიან სახალისოა შეყვარებულები.... შეყვარებულის საჩუქარი... ხშირად სულელურია, თუმცა შენი ბიჭი დარწმუნებულია,რომ ამაღელვებელი რამ გაჩუქა. ამიტომ თუ გაიცინებ, აუცილებლად ეწყინება! მეგობრები... ხანდახან კინოში ერთად დადიან. თითქმის ყოველთვის წინა რიგებში სხდებიან, პოპკორნს ჭამენ და ხმამაღლა იცინიან შეყვარებულები... კინოში შესაძლოა ისინიც წინა რიგებში დასხდნენ... იმ შემთხვევაში,თუ ერთ-ერთი მათგანი ახლომხედველია მეგობრები.... ყურედღებით ისმენენ ერთმანეთის სასიყვარულო თავგადასავლებს. ხანდახან დასცინიან კიდეც ერთმანეთის წარუმატებლობას, ესეც,დაბადების დღის საჩუქარივით,არც ერთს არ სწყინს შეყვარებულები... ხანდხან უწევთ ერთმანეთის წარსული ისტორიების მოსმენა,თუმცა ეს არასდროს სიამოვნებთ. ამ დროს სიცილის თავი არც ერთ მათგანს არა აქვს და თუ გაეღიმათ,მხოლოდ სიმწრისგან! მეგობრები... ერთ-ერთ საღამოს,როდესაც უკანასკნელ წარუმატებელ რომანს ერთად გლოვობდნენ,ზედმეტი დალიეს და შესაძლოა,არამეგობრულადაც'' მოიქცნენ. მაგრამ (როგორც წესი) კოცნაზე შორს არ მიდიან შეყვარებულები... ყოველთვის,როდესაც მარტო დარჩენის საშუალება მიეცემათ,კოცნაზე შორს მიდიან.თუნდაც სრულიად ფხიზლები იყვნენ! საერთოდ სასურველია,შემთხვევას არ დაელოდონ და საკუთარი ინიციატივით განმარტოვდნენ ხოლმე!.. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |