მთავარი » 2010 » ივლისი » 13 » მონატრება...
11:50 PM
მონატრება...
თუ მოგენატრები სიზმრად ჩაიტანე ეს დიდი სურვილი და ჩემ ჩუმ სინთქვას იგრძნობ უთუოდ...
თუ ძალიან მოგენატრები თვალდახუჭულიც რომ იყო, მაინც მოვა ჩემი ლანდი შენთან...
თუ მოგენატრები ჩქარ ტალღებს დაუკვირდი და იმ ქვებზე ფეხშიშველა მორბენალს დამინახავ...
თუ მოგენატრები ხეივანში გაიარე და ფოთოლთ შრიალით გაგეპასუხები...
თუ მოგენატრები ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე და რომელიმე ფრესკად ასვეტილ სახეში უნდა მიაგნო ხატებას ჩემსას...
თუ მოგენატრები, აფრენილ ჩიტს დაადევნე თვალთახედვა და მისი ფრთების ტლაშუნი ჩემს დამშვიდობებად მიიჩნიე...
თუ მოგენატრები, ცისფერ ცას ახედე და ჩემი სახე თეთრ ღრუბლებში დაიხატება...
თუ ძალიან მოგენატრები, სანთლები აანთე და მის მკრთალ შუქზე მებაასე... სული ჩემი უეჭველად შენთან გაჩნდება...
...და თუ უფრო მეტად მოგენატრები...
მაგრამ საკითხავი იცი რა არის?-
მოგენატრები კი ოდესმე?................
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 576 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]