მთავარი » 2010 » ივლისი » 14 » რა არის კოცნა?
0:19 AM
რა არის კოცნა?
რა არის კოცნა?

1. კოცნას მოქმედებაში მოყავს სახის 200 კუნთი. ასეთი სახის "ვარჯიში" წარმოადგენს ნაოჭების პროფილაკტიკას.
2. კოცნის დროს წყვილი ერთმანეთს გადასცემს ნივთიერებათა კომპლექსს (ცხიმებს, მარილებს), რაც თავის მხრივ აძლიერებს იმუნიტეტს.
3. ადამიანების 66 % კოცნის დროს თვალებს ხუჭავს, დანარჩენები კი ამჯობინებენ კოცნის პროცესში პარტნიორის ყურებით დატკბნენ.
4. ამერიკული სტატისტიკის მიხედვით ქალი გათხოვებამდე სულ მცირე 80 მამაკაცს კოცნის.
5. რომანტიკული კოცნისას იწვება 2-3 კალორია, ხოლო ფრანგული კოცნის დროს კი ხუთი და მეტი.
6. კოცნისას ტუჩები 200-ჯერ უფრო მგრძნობიარეა ვიდრე თითები.

7. მამაკაცები რომლებიც სამსახურში წასვლის წინ კოცნიან მეუღლეებს, 5 წლით მეტხანს ცოცხლობენ.
8. ვნებიანი კოცნა რომელიც 90 წამზე მეტხანს გრძელდება იმ მომენტში ზრდის წნევას, პულსს და ჰორმონების რაოდენობას სისხლში.
9. 2002 წლის 28 იანვარს ამერიკელებმა ლუიზა ალმოდოვარმა და რიჩ ლენგლიმ გაიმარჯვეს კონკურსში "ყველაზე ხანგრძლივი კოცნა", რომელიც გრძელდებოდა 30 საათი, 59 წუთი და 27 წამს.
10.სამშობლოში ფრანგულ კოცნას სხვანაირად სულთა გამას, სულთა შერწყმას ეძახიან. კოცნაში მონაწილეობას მხოლოდ ტუჩები არ მონაწილეობენ, მთავარ როლში აქ ენა გვევლინება. ფრანგები ამაზე როდი გაჩერდნენ. მგრძნობიარე ფრანგებმა გამოიგონეს ამ ჯადოსნური კოცნის მეორე ვარიანტი, სადაც მხოლოდ ენები მოქმედებენ.
11.იაპონიაში, კორეაში, ჩინეთსა და ტაივანში არააა მიღებული ყველას თვალწინ კოცნა. იაპონელი წყვილის კოცნა მოგვაგონებს ორი პიონერის კოცნას 70-იან წლებში.
12.კოცნის დროს ორგანიზმში გამომუშავდება ნარკოტიკული ნივთიერება რომელიც 200-ჯერ ძლიერია მორფინზე. სწორედ ამიტომ კოცნისას ადამიანი განიცდის სიხარულს, ბედნიერებას, გაოცებას.
13.ქალებს კოცნა ეხმარებათ დამშვიდებაში და სტრესის მოხსნაში.
14.საშუალოდ ცხოვრებაში ადამიანი ხარჯავს 20160 წუთს (ორი კვირა) კოცნაში.
ნაცნობი თუ უცნობი, ქალი თუ კაცი მოსალმების შემდეგ (გინდა თუ არ გინდა)ორჯერ გკოცნის იქით-აქეთ ლოყაზე.რა თქმა უნდა ნაცნობებს ჩვენც ვკოცნით ქართველები, მხოლოდ ერთხელ. ამიტომ დავინტერესდი, რომ გამეგო რა არის კოცნა, როდის და როგორ გაჩნდა საერთოდ ეს თვისება ადამიანში, რა სარგებლობა მოაქვს მას ჩვენთვის:

თურმე ამის თაობაზე უამრავი მოსაზრებები არსებობს და კონკრეტულ შეთანხმებამდე დღემდე ვერ მისულან.
ზოგიერთი ეთნოგრაფი თვლის, რომ კოცნა წარმოიშვა ნეანდერტალელთა ჩვეულებისაგან, როცა კეთილგანწყობის გამოხატვის მიზნით ისინი ერთმანეთს სხეულებს ულოკავდნენ. არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომ ადამიანები ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდნენ და ასე გადასცემდნენ ძალასა და ენერგიას.
ანთროპოლოგები კი მიიჩნევენ, რომ კოცნა იგივეა, რაც დასუნვა და ცხოველებიც ზუსტად ასე იქცევიან, როცა ერთმანეთს ეცნობიან
თურმე კოცნისას ფართოვდება სისხლძარღვები, ოდნავ მატულობს სისხლის წნევა. გულისცემა ხშირდება. ადამიანი წუთში 60-ჯერ ასწრებს ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას. ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევის სისტემაზე და ორგანიზმი ჟანგბადის დამატებით პორციას იღებს... თუმცა ეხლა ძნელია , ალბათ მოძებნო ადამიანი, რომელიც სამკურნალო მიზნებით დაკავდებოდა ამ პროცედურით. მაგ. ქალი და მამკაცი ერთმანეთს სიამოვნების მისაღებად კოცნიან დანარჩენები არ ვიცი
კოცნა,სიყვარულის გამოხატვაა... ნამდვილად ვერ აკოცებ ადამიანს რომელიც არ გიყვარს,ან არ გიზიდავს ძაან.. მე მაგალითად სიამოვნებით გამოვხატავ კოცნით ადამიანის სიყვარულს.ამით დღესდღეობით არავინ დაგძრახავს

ფრანგული კოცნა
ფრანგული კოცნა კოცნის ერთ–ერთი გავრცელებული სახეობაა და მას მრავალი სახელი ჰქვია. მაგალითად, "ენით კოცნა”, ინგლისურად pash (ჟარგონია და შეიძლება ითარგმნოს როგორც "დავასება”) ან snog (ესეც ჟარგონია და ნიშნავს კოცნასა და გადახვევას), აგრეთვე ფრანგულ კოცნას ხშირად "ღრმა კოცნასაც” უწოდებენ.ის წარმოადგენს ძალიან სექსუალურ კოცნას, რომლის დროსაც ერთი ადამიანის ენა ეხება მეორეს ენას ან ტუჩებს და კოცნის დროს შედის (ჩადის) მთლიანად პირის ღრუში.
შეიძლება ოჯახის წევრებმაც აკოცონ ერთმანეთს ტუჩებში, თუმცა ენის გამოყენება ყოველთვის მიუთითებს ადამიანებს შორის რომანტიულ ურთიერთობაზე. ფრანგული კოცნის დროს აღიგზნება ტუჩები, ენა და პირის ღრუ, რომლებიც არიან ძალიან მგრძნობიარენი შეხების მიმართ. ბევრი მიიჩნევს, რომ ფრანგული კოცნა ძალიან ინტიმური და დიდი სიამოვნების მომგვრელია. კოცნის სხვა, "ჩვეულებრივი” სახეობებისგან განსხვავებით ფრანგული კოცნა უფრო დიდხანს გრძელდება, უფრო ინტენსიური, მგზნებარე და აგრეთვე უფრო ვნებიანია. სწორედ მისი ინტიმურობის გათვალისწინებით, ბევრ ქვეყანაში, საზოგადოებრივ ადგილებში ფრანგული კოცნა არ არის მიღებული, განსაკუთრებით თუ კოცნა დიდი ხანი გრძელდება. ისრაელში ფრანგული კოცნის განხილვა სასამართლომდეც კი მივიდა, რომ საზოგადოებას ეღიარებინა ასეთი კოცნა მიუღებელ და უღირს საქციელად. გასათვალისწინებელია, რომ ენის გარეშე ("ჩვეულებრივი”) კოცნა ამ ქვეყანაში დიდად არ იგმობა.

ფრანგული კოცნის დროს ხდება ნერწყვის "გაცვლა”, რომელიც ბევრ სხვა სიტუაციაში შეიძლება ამაზრზენად მოგვეჩვენოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ის კოცნას ვნებასა და განსაკუთრებულ ჟინს მატებს. სქესობრივად გადამდები დაავადებები კოცნით არ გადადის, თუმცა ფრანგული კოცნით შეიძლება ორალური გზით გადამდები დაავადებები აიკიდოთ. ინფექციური მონონუკლეოზი (ან უბრალოდ "მონონუკლეოზი”), რომელიც ორალური გზით გადადის, "კოცნის დაავადეას” უწოდებენ.ფრანგული კოცნა გამოხატავს ძალიან ღრმა გრძნობას და არის სიმბოლო ძალიან ძლიერი ფიზიკური ურთიერთნდომისა. ის ხშირად წინ უძღვის და აგრძელებს უფრო ძლიერ ფიზიკურ ურთიერთობას. ადამიანები "ფრანგულად” თუ კოცნიან ერთმანეთს ნიშნავს, რომ მათ ადრე უკვე უკოცნიათ ერთმანეთისთვის (ე.ი. პირველივე ჯერზე არ კოცნიან ერთმანეთს ფრანგული კოცნით).სხვადასხვა ენებში ფრანგულ კოცნას სხვადასხვა სახელები ჰქვია, რომელთაც სხვა დროს შემოგთავაზებთ, ახლა კი გეტყვით რამდენიმე სახალისო ძველ სახელწოდებას: სხვადასხვა ენებში მას უწოდებდნენ "cataglottis”, cata ნიშნავს "ქვემოთ”, glottis – "ყელი”. აგრეთვე ცნობილია, როგორც "ენების ჭიდაობა”, "ჩოგბურთი გლანდებით” ან კიდევ "გლანდების ჰოკეი” , ასევე "კისრაობა” ან "ფრენჩინგი” (frenching).
ოთხი სახის მამაკაცის კოცნა...

და აი, მივედით უმთავრესამდე - მისი პირველივე კოცნა მოგითხრობთ კონკრეტულ მამაკაცზე უამრავ საინტერესოს...
ჩქარი
მას აქვს დაძაბული, ინტენსიური და ნერვული კოცნა. მისი ტუჩები და/ან ენა დაძაბულია უფრო მეტად ვიდრე საჭიროა. ასეთ პარტნიორს ძალიან უყვარს კბენა, ხოლო მისი აქტივობა ატარებს ისტერიულ ხასიათს. ვნების დროს ასეთი კოცნა შეიძლება იყოს ძალიან აღმგზნები.
როგორია ის? ინიციატივას მოგანდობთ თქვენ. მისთვის უმჯობესია გაგართოთ, ხოლო გაკონტროლება კი თქვენი საქმეა. როგორი თავდაჯერებულიც არ უნდა ჩანდეს, სინამდვილეში წესებს ადგენთ თქვენ. იქნებით არაჩვეულებრივი წყვილი თუ თქვენ ხართ გაწონასწორებული ადამიანი და მოახდენთ ურთიერთობების დომინირებას შეუმჩნევლად, თავზე მოხვევის გარეშე.
დაჯერებული

მისი კოცნა არის მკაცრი, მოძრაობა არის რითმული და ერთფეროვანი, ის იქცევა თავდაჯერებულად. ზოგჯერ მისმა კოცნამ შეიძლება გამოიწვიოს ასოციაცია - კოცნა ალუმინის კოვზთან.
როგორია ის? მასთან იქნებით მშვიდად. ის არის საიმედო მამაკცი. თუმცა ნუ დაელოდებით მისგან ფეიერვერკებს ან რომანტიულ ფანტაზიებს. თქვენ ხართ ერთმანეთისთვის შექმნილი თუ გაქვთ ოჯახური სიმშვიდისკენ მიდრეკილება. მიატოვეთ თუ თქვენ გსურთ ემოციების ზღვა, თავგადასავლები.
ნაზი
მისი კოცნა არის ბრთხილი, თითქმის არ იყენებს ენას. ის გეხვევათ ნაზად, თითქოს ეხვეოდეს ფაიფურის თოჯინას. ჯამში გკოცნით ძალიან ნაზად.
როგორია ის? ის იქნება შსანიშნავი, მზრუნველი პარტნიორი. შეიძლება ის არ იყოს გრძნობათა ვულკანი, მაგრამ შემოგთავაზებთ ზღავა სინაზეს, სითბოს. ასე, რომ იყავით ბრთხილი და ტაქტიკური მის გრძნობებთან.
მისი მთავარი დადებითი თვისებებია - გამოგყვებათ ყველგან, ქვეყნის დასალიარშიც კი, მისი სიყვარულის სინათლე კი გაგინათებთ გზას. მიატოვეთ ის იმ შემთხვევაში თუ თქვენ ეძებთ თავდაჯერებულ მამაკაცს - მეომარს.
ფხიზელი, მახვილი
მისი კოცნა - როგორც სხვადასხვა გემოს ყინულის ნატეხები. მას შეუძლია გამოიყენოს და ცვალოს პერიოდულად ზემოთ მოყვანილი კოცნის მანერები და ერთი კოცნის მანერიდან მეორეზე გადადის ადვილად და ძალისხმევის გარეშე. ამასთანავე ის იქცევა თქვენი სურვილების მიხედვით, რომელსაც ის ადვილად აფიქსირებს.
როგორია ის? შენ გაგიმართლა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს გაგრძელდეს კიდევ რამოდენიმე საათს და შემდეგ ის მოგაშორონ. ამ მამაკაცმა იცის, რომ ის ბევრს მოსწონს. ამიტომ დაიჭირეთ მაგრად. ურთიერთგაგება - ეს არის მთავარი ”გასაღები” მასთან ურთიერთობაში. თქვენ შეეწყობით ერთმანეთს, თუ ხართ ექსპრესიული და თავდაჯერებული

კოცნა- ადამინის ტუჩებით შეხება, ემოციის გამოსახატავად.სქესობრივი კონტაქტისას პარტნიორის აღსაგძნებლად. კოცნა ბევრი ნაწარმოების და ხელოვნების ნიმუშის მთავარი თემაა. კოცნას ხშირ შემთხვევაში ახლავს ჩახუტება.
კოცნა ადამიანის (დაბადებიდან მის სიკვდილამდე) თითქმის ყოველდღიური ატრიბუტია. კოცნით შეიძლება გამოიხატოს სიყვარული, ლტოლვა, სიფაქიზე, მადლიერება, დათანხმება და სხვა გრძნობები. მოდით განვიხილოთ "კოცნა დიდებისთვის”. ყველას სურს თავის პარტნიორს დაანახოს რისი შნო აქ და გამოიყენოს მის ხელში არსებული მთელი პოტენციალი. თუ კაზანოვები თავიანთ გამოცდილებას აღრმავენებ, რა ქნან ჩვეულებრივმა მოკვდავებმა, რომლებსაც ჯერ არ განუცდიათ "თავბრუდამხვევი” კოცნა? მოკვდავი
ადამიანები კოცნას ბუნებრივი დაკმაყოფილებისთვის იყენებენ. კოცნა ისეთივე აუცილებელია როგორც: საჭმელი, სასმელი, სიყვარული, ჰაერი და ინტერნეტთან მუდმივი კავშირი :).გრძნობების მოზღვავება, როცა გიჩნდება ვიღაცის ჩახუტების და შეხების სურვილი, ჩნდება ორ ადამიანს შორის. მოკვდავ ადამიანებში ეს კონტაქტები ბუნებრივად წარმოიქმნება და მას ახსნა არ მოეძებნება.რა ვქნათ იმისთვის, რომ პირველი "თავბრუდამხვევი” კოცნა სამუდამოდ დაგამახსოვრდეთ ( რა თქმაუნდა კარგად) თქვენ და თქვენს რჩეულს?
1. არ შეგრცხვეთ. თუ თქვენ ჯერ არავისთვის გიკოცნიათ ეს არაფერს არ ნიშნავს. თუ თქვენ თავბრუ გეხვევათ, მუხლები გითრთით და გიოფლიანდებათ ხელის გულები – ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენ შეყვარებული ხართ. ეს სიამოვნება იმ ფიზიკურ და ემოციურ სიამოვნებას ვერ შეედრება, რომელსაც შემდეგ პირველი კოცნისგან მიიღებთ.

2. თუ არის საშუალება შექმენით თქვენ გარშემო რომანტიული და ინტიმური გარემო. შეიძლება სანთლების შუქი ან ნეონის ნათურები.
3. არ დაივიწყოთ თქვენი სუნთქვა. პირიდან ცუდმა სუნმა გოგონას შეიძლება წაართვას კოცნის სურვილი. თუ ვერ მოასწარით კბილების გამოხეხვა თქვენი მხსნელი საღეჭი რეზინი ან ვაშლია.
4. კოცნის დროს არ შეჩერდეთ ერთ პოზაზე. ნაზად შეაცურეთ ხელები პარტნიორის თმებში, შეეხეთ მის ყურებს, მოეფეთ და აკოცეთ მხრებზე ან ზურგზე.
5. ესაუბრეთ პარტნიორს კოცნის დროს. თუ კოცნით არ ნიშნავს, რომ თევზივით ჩუმად უნდა იჯდეთ. უთხარით მას რამე სასიამოვნო კომპლიმენტი.
6. არ დაიძაბოთ, იყავით მოდუნებული. დაძაბული ტუჩები კოცნის დროს მოგწყვეთ პარტნიორს. ან იფიქრებს, რომ უხერხულ მდგომარეობაში გაყენებთ,
7. არ შეჩერდეთ ერთი ტიპის კოცნაზე. ბევრი მამაკაცი უპირატესობას ანიჭებს "ფრანგულ კოცნას”. პარტნიორის ტუჩებზე ნაზი კბენა მას უფრო აღაგრძნებს, ვიდრე თქვენ ენასთან კონტაქტი.
როგორ გავიგოთ მზადაა თუ არა გოგონა კოცნისთვის? შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ქალები მოუთმენლობისგან იწვიან იმაზე მიფქრით აკოცებს თუ არა მათი რჩეული. საერთოთ ეს ხდება იმიტომ, რომ მამაკაცები დიდი ხანი უნდებიან გამბედაობის მოკრეფას და ამის გამო იქმნება უხერხული სიტუაციები. თუ გოგონა გიყურებთ თვალებში და არ გაცილებთ მზერას- ესეიგი ის ნიშანს გაძლებთ, რომ მზადაა კოცნისთვის და მოსაცდელი დრო არაა.ქალები კოცნის საშუალებით მამაკაცის ხასიათის გაგებასაც ცდილობენ.
კოცნა-ეს ნეტარებაა, რომლის დროსაც შეყვარებულების სულები ერთდებიან. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტების ჩატარებას. აკოცეთ თქვენს შეყვარებულს ისე, როგორც გული გიკარნახებთ. თქვენ ყოველთვის გემახსოვრებათ ასეთი კოცნა.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 1123 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]