მთავარი » 2010 » ივლისი » 3 » tu mogenatrebi...
10:49 AM
tu mogenatrebi...
 
 
~თუ მოგენატრები, სიზმრად ჩაიტანე ეს დიდი სურვილი და ჩემს სუნთქვას იგრძნობ უმალ...

~თუ მოგენატრები, თვალდახუჭული რომ იყო, ჩემი ლანდი მოვა შენთან...

~თუ მოგენატრები, ჩქარ ტალღებს დაუკვირდი და ქვებზე ფეხშიშველ მორბენალს დამინახავ...

~თუ მოგენატრები, ხეივანში გაიარე და ფოთოლთ შრიალით გამოგეპასუხები...

~თუ მოგენატრები, ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე და რომელიმე ფრესკად ასვეტილ სახებაში შეიცნო უნდა ხატება ჩემი...

~თუ მოგენატრები, აფრენილ ჩიტს დაადევნე თვალთახედვა და მისი ფრთების ტლაშუნი ჩემს დამშვიდობებად მიიჩნიე...

~თუ მოგენატრები, ცისფერ ცას ახედე და ჩემი სახე თეთრი ღრუბლებით დაიხატება...

~თუ ძალიან მოგენატრები, სანთლები აანთე და მის მკრთალ შუქზე მებაასე, ჩემი სული უეჭველად მოვა შენთან...

~თუ მოგენატრები...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 640 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]