მთავარი » 2010 » ივლისი » 14 » უცნაური საჩუქრები
7:45 PM
უცნაური საჩუქრები
* გასული საუკუნის 60-იან წლებში ცნობილი სპორტსმენი, ჯო დიმაჯიო, თავის საყვარელ მერლინ მონროს ყოველდღე იმდენ ვარდს ჩუქნიდა, რამდენიც მის მკლავებში ჩაეტეოდა. ასე იქცეოდა განშორების მერეც, ხოლო როდესაც მერლინ მონრო გარდაიცვალა, დიმაჯიოს ვარდები მის საფლავზე მიჰქონდა.

* პარიზის ბორდელში მომუშავე ერთ-ერთმა გოგონამ კლიენტისგან საჩუქრად პატარა ფუთა მიიღო, რომელსაც თან ბარათი ახლდა, წერილში თხოვნა იყო, რომ ეს საჩუქარი მთელი ცხოვრება შეენახა. გახარებულმა გოგონამ ფუთა გახსნა და... �გულუხვი� კლიენტი ვან გოგი გახლდათ, ფუთაში კი მისი ყური იდო.

P.S ვან გოგის ყურის შესახებ სხვა ვერსიებიც არსებობს, თუმცა ეს ვერსია ყველაზე სახალისოა.

* მოკრძალებულმა ამერიკელმა განძის მაძიებელმა ცოლს საჩუქრად ადრიატიკის ზღვიდან ამოღებული განძით სავსე 3 ზუნდუკი მიართვა.

* ანტონიუსმა კლეოპატრას ღვინოში ჩაგდებული მარგალიტი მიართვა. ანტონიუსმა კლეოპატრას სთხოვა, რომ თუ საჩუქარი არ მოეწონებოდა (ყველაზე დიდი და ლამაზი მარგალიტი) ზღვაში გადაეგდო.

* ბერძენმა მილიარდელმა არისტოტელე ონასისმა ჟაკლინ კენედის ის კუნძული აჩუქა, სადაც მათ იქორწინეს.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 667 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]