მთავარი » 2010 » ივნისი » 1 » *****
12:57 PM
*****
ჰაუ,რა ცაა ! რა მიწაა,ჰაუ ,რა მზეა !
რა მათრობელა სიცოცხლე და სილამაზეა !
მათრობელაა ჰაერი და მზეც მათრობელა,
მთვრალივით მღერის აქ უბრალო ჭრიჭინობელა.
შენც არ დაგბანგოს...არ ჩაგთვლიმოს...სულ ამას ვშიშობ,
ჩემო მამაცო,მშვენიერო,ამაყო ჯიშო.
შეიბ მახვილი ! შეისმინე მგოსნის ძხილი,
ოღონდ ფუნჯი და ყალამია შენი მახვილი !
დღეა თუ ღამე – მე გიღვიძებ სიხარულს,ტკივილს,
თავწასაგდები მამალივით ვყივი და ვყივი:
არ ჩაგეძინოს ,არ ჩაგთვლიმოს,შეიბ მახვილი,
შეიბ მახვილი ! შეისმინე მგოსნის ძახილი,–
დედაენაა შენი ფარი,შენი მახვილი:
შეიბ მახვილი !
შეიბ მახვილი !
კატეგორია: სადღეგძელო | ნანახია: 677 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]