მთავარი » 2010 » ივნისი » 19
ღამით ქუჩაში დავეხეტები
მეძახის ვიღაც, არ ვიცი რისთვის,
დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით,
ვეძებ რაღაცას, არ ვიცი ვისთვის...
მეძახის, მესმის ჩუმი ჰანგები,
სველი თვალებით მივყვები ბილიკს,
გაოცებული მივიცქერი იქით
არსებობს რაღაც? ვიღაცა რისთვის?
მე არ მოვსულვარ ვიღაცა რისთვის
მე არ მასვენებს ფიქრები მისი,
დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით
ვეძებ რაღაცას, არ ვიცი რისთვის...Share
სრულად ნახვა
მე გამაცილებს შენზე ოცნება
მე გამაცილებს ჩადრების რიგი
მე ერთს დავეძებ სველი თვალებით
მაგრამ ცავიდა აღარ ჩანს იგი.
მე გამაცილებს მხოლოდ ცრემლები
მხოლოდ ცაცხვები პოთოლშრიალა
მე გამაცილებს ფართო შარა გზა
და ის ძვირფასი თვალები არა.
მე შემიყვარებს სულ სხვისი გული
და სულ სხვა ბიჭი თვალებ ბრიალა.
სხვა გაათენებს ჩემზე ღამეებს
და ის ზვირპასი თვალები არაShare
სრულად ნახვა
ჩაგეხუტები..ისევ ვიგრძნობ შენს ძლიერ მკლავებს,
მხოლოდ ცოტა ხნით გავიგრძელებ მშვენიერ წამებს..
და თითქოს გული ვეღარ ასწრებს თანაბრად ფეთქვას..
მიყვარხარ მეთქი-გეუბნები,თითქოს არ მეთქვას..
დავიფერფლები..შეგადნები თოვლივით ხელში,
როცა სულ ოდნავ,მაგრამ გრძნობით მეხები ყელში..
თვალდახუჭული..გაყუჩული მივენდე ძალებს,
თან ვერ გიშორებ..ძალა არ მაქვს..კოცნას მაძალებ..
ტუჩის კუთხეში ვიგრძნობ უცებ დამთუთქველ სუნთქვას..
მეჩურჩულები ისეთ სიტყვებს რაც არვის უთქვამს..
ჩაგეხუტები..და შევიგრძნობ მოხვეულ მკლავებს..
მე ვერასოდეს დავივიწყებ ამ ლამაზ წამებსShare
სრულად ნახვა
ჩემგან წახვედი, მე კი გეძებდი
არ მინახიხარ დიდი ხანია.
მერე რა თუ კი უკვე გავლოთდი
შენ არ იჯავრო ჩემი ბრალია.
მე ხომ ყოველ წამს შენზე ვფიქრობდი
მენატრებოდი მუდამ ძალიან
დარდი რომ მქონდა მიტომ გავლოთდი
შენ არ იდარდო ჩემი ბრალია.
მე გამალოთა ჩემმა ცხოვრებამ
ღვინოს ვაყოლებ სევდასაც, დარდსაც
ჩემსავით სხვასაც რომ ყვარებოდი
გაალოთებდა ცხოვრება მასაც.Share
სრულად ნახვა
უაზრობაა მთელი ცხოვრება ძიება რაღაც წმინდა გრძნობების.
უაზრობაა ოცნება მაშინ, როცა სიცოცხლეს ემშვიდობები.
უაზრობაა გენატრებოდეს ვისაც არასდროს მოენატრები,
უაზრობაა გიყვარდეს იგი, ვისაც არასდროს შეუყვარდები,
უაზრობაა მთელი ცხოვრება ძიება გრძნობის და რაღაც ახლის.
უაზრობაა შინ დაბრუნება, და მონატრება ცარიელ სახლის,
უაზრობაა ლოდინი მაშინ, როცა იცი რომ არავინ მოვა,
უაზრობაა სიცოცხლე მაშინ, როცა იცი რომ სიკვდილის დროა,
უაზრობაა დარდი, ლოდინი, ფუჭი ოცნება და მონატრება,
როცა იცი რომ ის სხვაზე დარდობს, სხვაზე ფიქრობს და სხვა
ენეტრება,Share
სრულად ნახვა
მაგრამ შენ არ ხარ გალაქტიონი,
და არც თავადი ბაგრატიონი..
არც ეს ცხოვრება არის იოლი,
მეც კი წამართვეს ნიჭი ღვთიური..
ნიჭი ღვთიური?
ეს არის გრძნობა, მარადიული,
გრძნობა რომელიც იყო ციური,
რატო წამართვეს ვერ ვხვდები მაგრამ,
ასე ამბობენ ჩვენამდე მარად,
ეს არის ცხოვრება..
რა არის ცხოვრება?
ეს არის გოდება,
ოცნების მონება,
ღვთის მიერ ბოძება.
შენ კი გცოდნია ცხოვრების წესდება,
მე კი ვერ ვხვდები,
მორევში ვეშვები,
წარსულში ვებმები..
შეცდომებს ვერ ვხვდები..Share
სრულად ნახვა
თვალი დახუჭე,წარმოიდგინე,
ზღვაში კუნძულზე რომ დგეხარ მარტო,
წარმოიდგინე ვიღაც მოცურავს
შენთან ყოფნაზე ფიქრობს და ნატრობს
წარმოიდგინე ის ვიღაც გეძებს
მისი იმედი გადადის ეჭვში
დიდ ტალღებს ებრძვის,თავს არ ანებებს
სიყვარულისგან დაჭრილი მკერდში
წარმოიდგინე პატარა ნავი
ტალღები არწევს ვით ბავშვის აკვანს
ნავში ვიღაც ზის,ძლიერ უყვარხარ
ის თავის კოცნას ზღვის ნიავს ატანს
ის თავის კოცნას ზღვის ნიავს ატანს
ნიავს კი კოცნა მოაქვს და მოქრის
ვიღაც ამღვრეულ ზღვას ებრძვის ისევ
ნიავს მოყვება ნიჩბების მოსმით...
თვალი დახუჭე,წარმოიდინე,
ზღვა თავის ნიავს შენს ტუჩებს სტყორცნის
ნიავს არა ჰგავს?ვიღაც მოვედი
ჩემი ტუჩები შენს ტუჩებს კოცნის...Share
სრულად ნახვა
მომნატრებიხარ ალბათ ძლიერ,რადგან გიხსენებ,
მომნატრებიხარ ჩემო ლამაზო რადგან ლექსს გიწერ,
მომნატრებიხარ სიგიჟემდე ჩემო ღვთაებავ,
მე გამაგიჟეს უშენობის დიდმა წამებმა,

მომნატრებია შენი დიდი ლურჯი თვალები,
შენი კოცნა და უძლიერესი შენი ალერსი,
შენი ტუჩის გემო,შენი მოფერება,
შენი კოცნა და შენი გამოხედვა

Share
სრულად ნახვა
წვიმდა და ზეცა
მიწას ცრემლად ჩამოდიოდა,
მეც ვტიროდი და
ცრემლები ღვარად მდიოდა,
რატომ ვტიროდი?
იმიტომ რომ მენატრებოდი,
თვალს დავხუჭავდი
თვალებს მიღმა მელანდებოდი.
სიზმარშიდაც კი,
სიზმარშიდაც ჩემთან იყავი,
გავიღვიძებდი, ცხადში
უკვე აღარ იყავი.
ეს მატირებდა, ეს მიდაგავდა
სულსა და გულსა,
დაბრუნდი ჩემთან და
გამიხარე გული ბედკრულსა!Share
სრულად ნახვა