დრო გავა და ყველაფერი თავისით დალაგდება, უნდა გჯეროდეს ამის..... ყველაფერი დალაგდება..... ის სიტყვებიც, რომელიც მაშინ გითხარი, როცა ძალიან მტკიოდა.... აგიხდება, ან აგვიხდება...... ბედნიერებაც მოაკაკუნებს ერთხელ ჩვენი ან შენი სახლის კარებზე და შემოგისახლდება... აღარსად აღარ წავა..... შესცივდება და შენ გაათბობ... მისთვის გააკეთებ ყველაფერს... მისთვის ისუნთქებ... და ყოველ დილით ნაზი მოფერებით გააღვიძებ...Share
|
|
ბედავ და ამბობ "მარტო ვარო"?!.... თვალებს ხუჭავ და სიბნელეში ამბობ ხომ?!... საერთოდ იცი სიმარტოვე რას ნიშნავს?!... რა გრძნობაა?!.. როგორი ტკივილია?!... არ იცი!... არ იცი და ფანტაზიას შეეშვი.... მარტო არ ხარ!... უბრალოდ ის არ გაქცევს ყურადღებას და ჩათვალე რომ მსოფლიომ დაგივიწყა.... რომ შენს გარეშეც ასეთივე იქნება ცხოვრება... რომ არაფერი შეიცლება.... რომ ნული ხარ...Share
|
|
სიყვარული საწამებლად გავიხადეთ... ყველას უნდა უყვარდეს და უყვარდეთ... იმას კი ვერ აცნობიერებენ,რომ ცრემლი და გულის ტკივილი უფროა მისაღები მათთვის,ვიდრე ღიმილი და სიხარული თვალებში... ფილმებში ნანახი ამბები მოსწონთ... უნდათ მათსავით ეწამონ... "რატომ გახდა "რომეო და ჯულიეტა" მარადიული სიყვარულის ეტალონიო?" პასუხიც აქვთ... "იმიტომ,რომ დაიხოცნენ! ... რომ ეცოცხლათ მომავალში ისეთივე ბანალური იქნებოდა მათი სიყვარული,როგორც უმეტესობისო"... და იმიტომ გინდა შენც,რომ შენს საყვარელ ადამიანს გული ატკინო?!... თითქოს შეგნებულად არ აკეთებ და ამბობ,რომ "ის სხვანაირია!" "მიყვარს,მაგრამ მასთან ვერ გაძლებ!" "ის ჩემთან უბედური იქნება!" "მე მისი ღირსი არ ვარ!"... რატომ აკეთებ ასეთ დასკვნებს?!... დაელაპარაკე?!... ჰკითხე?!... რატომ არ გინდა გაიგო მისი აზრი?!...Share
|
|
შენი თვალები სითფოთი სავსე სულ მუდამ მახსოვს და მენატრება, შენი ღიმილი სიკეთით სავსე მე არასოდეს არ მავიწყდება. სულ მუდამ გეძებ,სულ მუდამ გელი და ეს ლოდინი დიდხანს გრძელდება არ ვიცი როდის გამოჩდები, მაგრამ იცოდე გამიხარდება. Share
|
|
da ai vzivar qarSi fanjris win, skamze,romelic arc ise moxerxebulia vuyureb baRs da caSi Rrublebs romlebic samyaros TiTqos walekviT emuqrebian Semodis oTaxSi moxuci bebia mTxovs rom avanTo sanTeli arRvevs siCumes o rogor meSleba nervebiShare
|
|
მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს, ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.Share
|
|
? ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები... მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები, თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები, როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები. მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო, არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი, არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე, გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი. ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა, სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური, აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს, აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური.Share
|
|
ცხოვრობდა ერთხელ ერთი ლამაზი გოგონა მას ყველა ადამიანი კეთილი ეგონა ეგონა რომ არასდროს იქნებოდა სიბნელე თავის თავს ეუბნებოდა: "შენ ხშირად იმღერე" დადიოდა აქეთ იქით, ყველა ლამაზი ეგონა იხედებოდა გარშემო ყველა მას ეფერებოდა დაკარგულ ოცნებებში ლამაზი გოგონა უხაროდა ცხოვრება ეგონა ადვილი სახეზე ღიმილი, პატარა გოგონა ოდესმე მოვიდოდა პრინცი მას ეგონა სჯეროდა რომ არსებობდა, სადღაც სასახლე ელოდა თავის პრინც გამუდმებით ელოდა. ყველას ეგონა რომ დიდი გაიზრდებოდა, დაჭკვიანდებოდა და ოდესმე მიხვდებოდა რომ ძნელია ცხოვრება. ძალიან ძნელია მაგრამ თავისი ოცნება მისთვის ყველაფერია. ცხოვრობდა ერთხელ ერთი ლამაზი გოგონა, ცხოვრებაც თავისზე ლამაზი ეგონა, ის ელოდა, თავის პრინცს, დიდხანს ელოდა, და მისი ოცნებებიც ნელ_ნელა ქრებოდა. ცხოვრობდა ერთხელ ერთი ლამაზი გოგონა, ცხოვრებაც თავისზე ლამაზი ეგონა, ის ელოდა თავის პრინცს, დიდხანს ელოდა, და მისი ოცნებებიც ნელ_ნელა ქრებოდა.Share
|
|
თუკი ერთგულება არ არსებობს, ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს, შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი, და მას ერთგულება ერქვას. თუკი უკვდავება არ არსებობს, უფალს შევავედრებ შენს თავს, შევქმნათ საოცარი სიყვარული და მას უკვდავება ერქვას. არ წამთ სიყვარულის არსებობა, და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას, ჩვენი გულები რომ შევაერთეთ, ამას სიყვარული ერქვას. თუკი მოკვდავია ყველაფერი, თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს, თუკი დასასრული სიკვდილია, სიკვდილს სილამაზე ერქვას. Share
|
|
მინდა შენი სიცოცხლე მერქვას შენი უზადო ფიქრი ვიყო... მინდა შენი ოცნება მერქვას, შენი სითბო და სინაზე ვიყო. იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო... ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი, ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო. დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო, აი ეს არის მწარე სიმართლე... თორემ მეც მინდა შენი,რომ ვიყო. იცი?მაგიჟებს ეს ჩემი რწმენა გულში დაგმალო???ფიქრი სხვას ითხოვს, ისე დამღალა ოცნების დევნამ ალბათ აჯობებს,რომ სხვისი იყო... დრომ მოიტანა ეს გულის ფეთქვა დროვე წაიღებს,,,იყოს... ჩემსავე გულში დავიმარხები ისე , რომ ვერაფერს იგრძნობ!Share
|
|
სხვამ დამიჩოქა,მე შენ გარჩიე, ბედნიერებას ტანჯვა ვარჩიე, ჩემს თვალებს ცრემლი რად შეაჩვიე, რომ შენ მიყვარხარ,რომ შენ გარჩიე? ვერვინ მოკრიფა უეკლოდ ვარდი, მე ფუფუნების არა ვარ ხარბი, ცოდვაა თუ კი შენ შემიყვარდი? ცოდვაა?რომ შენში სიყვარულს ვრგავდი? Share
|
|
მძულს შენი თავი,შენი ღიმილი, შენი კოცნა და შენი სიცილი, მძულს ეს ცხოვრება გზააბნეული, ძალიან მწარე და წართმეული, მძულს მარტო ყოფნა,ფანჯრიდან ცქერა, შენი ლოდინი და შენზე წერა, სიცარიელე გულს მოდებული, მწარე ღრიალი და ეს წამება................. მე მძულს შენს გამო მთელი სამყარო, მძულს ეს ცხოვრება და ეს ამება......... მე შენზე სიმწრით სულ ცეცხლში ვიწვი და არ მაწყნარებს შენზე გოდება. Share
|
|
ratom damtove Sen im saRamos ratom damade qva gulze didi ratom miTxari ar miyvarxaro ratom damifrTxe me dRemde Zili. Share
|
|
qalaq TbilisSi sio dahqroda sio sicivis mauwyebeli da wvimis wveTebs isRa akloda cas dahfaroda Savi Rrubeli. avdeqi RamiT gamomeRviZa wamsve daviwye me Senze fiqri da Sevadare boboqar Rames Seni wasvla da Cemi tkivili. Share
|
|
ახლა აქ რომ იყო,ჩემთან ერთად იმდენს გაკოცებდი - დაგახრჩობდი, მოგეფერებოდი უსასრულოდ და ჩემი სურნელით დაგათრობდი. ჩემს ფიქრებს,ოცნებებს გაგიმხელდი, უსაზგვრო სიყვარულს გაგიყოფდი, ისე გაგართობდა ჩემთან ყოფნა გათენებასაც კი ვერ იგრძნობდი ნეტავ რა მაცოცხლებს რომ არ მყავდე, უაზროდ ივლიდნენ ალბათ წლები, როცა ვერ გხედავ და ჩემთან არ ხარ ძალიან,ძალიან მენატრებიShare
|
|
ფიქრი ფიქრის წილ,არ მოგასვენებ... სევდა სევდის წილ,დარდად გეწვევი... თვალზე წაგსკდები, ფიქრს დაგისველებ... ჩაგითრევ ნისლში როგორც მორევი.Share
|
|
ღამის ფერები ანაზებს ჭადრებს განგება ისევ ძალუმად მგოსნობს, ქუჩებში მწვანე აუნთო დარდებს, ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო.Share
|
|
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს. შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე. და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს, ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.Share
|
|
ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა, გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები, ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის? მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის. თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს, რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!Share
|
|
რაც თავი მახსოვს სულ ვეძებდი ღვთიურისა და ბუნების გენიალურ ნაზავს, რომელიც მთელი არსებით მეყვარებოდა. ვქმნიდი, ვაქანდაკებდი, ფიქრსა და ოცნებაში, სულს და სხეულს ვუხვეწდი სასურველს. მერე რეალურ ქაოსში ვეძებდი ჩემივე ოცნებით შექმნილ ქმნილებას. გეძებდი, გნატრობდი, გელტვოდი ყოველ წამს. წამი წამში გადადიოდა, და ქმნიდა წუთს, წუთი საათს ავსებდა და საათი დღეს! დათვილი დროით მოვდიოდი მახსოვრობიდან დღემდე. და აჰა გიპოვე... სულის ნაწილი და ჩემი გული ჭიაკოკონასავით აბრიალდადა და სიყვარულით ალმოდებული სული ცას აწვდა. მთელი არსებით, სულით და გულით მინდა ვიყვირო და თბილისს გავაგებინო, რომ მე შენ "გიპოვე”Share
|
|
ხელი მომეცი და დაიფიცე! დაიფიცე, რომ თუ გადმოვხტები-დამიჭერ, თუ გავბრაზდები-მომეფერები, თუ ვიტირებ, თვალებში მაკოცებ, დაიფიცე, რომ გაიღიმებ და დამელაპარაკები, როცა შენი გაგონება მომინდება. დაიფიცე, რომ ძილის წინ მაკოცებ. დაიფიცე, რომ დილით არასდროს გამაღვიძებ. დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფანქრებს, ყოველდღე რომ ვხატო ჩვენი სიყვარული. დაიფიცე, რომ სიცხე თუ მექნება, გამიხსნი ჩემს საყვარელ კომპოტს, დამიჯდები სასთუმალთან და გეჭირება ჩემი ხელი, სანამ არ ჩამეძინება. დაიფიცე, რომ ჭურჭლის დარეცხვაში მომეხმარები. დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც შენი ხელით მაჭმევ.Share
|
|
რა პატარაა ეს ოთახი ჩემთვის. ვეკვრი კედელს, რომ წინ დიდი სივრცე შევიგრძნო. "წავიდეთ ტყეში სახეტიალოდ" - საოცრად მიმზიდველი მეჩვენა ეს ფრაზა, მწვანე წიგნში ამოკითხული. მიყვარს ტყე. წასვლაც აუცილებელია. უნდა წახვიდე, მოშორდე შენს თავდაპირველ სამყოფელს. უნდა ეძებო თავი შენი სხვაგან. წამოდით, წამომყევით ტყეში. იქ ყოველი ხე შენი მეგობარია. შეგიძლია აეკრა, ჩაეხუტო მათ. შეგიძლია გაიქცე, დალეწო ხმელი ტოტები, გაქექო ფოთლები, აკოცო მიწას, მერე გულაღმა დაწვე მასზე, უყურო ცისკენ ამართულ ხეებს, მზერა ააყოლო მათ, აჰყვე ზევით და არავინ გეტყვის "გაჩერდი". წევხარ ფანჯრის რაფაზე, უყურებ მთვარეს, ვარსკვლავებს შორის ჩაჭეჭყილს. უსმენ ქარს და ნატრობ, რა იქნება ეს ადგილი ცოტა უფრო ფართო იყოს, უკეთ მოვეწყობოდიო. აქა-იქ კი ღამისეული გამვლელები მიყვებიან ფეხებს... უცებ კარს აღებენ და შემოდიან. იძულებული ხდები ჩამოხვიდე. სინათლეს გჩრიან თვალებში, რომელიც გაწვება სისხლივით, სიბნელეს ნაჩვევს. რაღაცას გეუბნებიან. მგონი: დაიძინეო. ფანჯარა ღიაა. შენ დგახარ მასთან. ფანჯარა დახურეს. შენ დაწექი. სული გეხუთება. შუქს გიქრობენ და მიდიან. უნდა დაიძინო. რატომ დაღამდა? ხმამაღლა ლაპარაკობ, ბოდავ. ნეტავ, მალე მაინც ჩაგეძინოს... Share
|
|
Senze fiqrisas cremlebi momdis Senze ocneba gaqreba? rodis? Cemi sicocxle RmerTisgan modis Cemi sikvdili sad mnaxavs? rodis? cidan fanteli modis da modis Senze ocnebas kvlav marcxi mosdis veRar viviwyeb mag sevdian xmas radgan me Senze bodvebi momdis. Share
|
|
ქვეყანად გაჩნდი სხვის სატანჯველად და არ აცადე კიდეც სიციცხლე, ღმერთი დაგსჯისთქო გითხარი ბევრჯერ ამითვის კვდები ეხლა იცოდე. ჩუმი გოდებით ითხოვდი შველას და განიცდიდი უმძლავრეს ტანჯვას, შენ დააშავე და დაისაჯე გაგიმეორებ მე მუდამ ამას. Share
|
|
ის დაიბადა ავბედით ღამეს და არ იცოდა მან სიტყვა გრძნობა, მან არ იცოდა,არც სიყვარული, არც სიხარული და თანაგრძნობა. იგი ასეთად ქუჩამ აქცია ის გაიზარდა უნდობელთ შორის, ის ტრიალებდა მუდამ იმ წრეში ვინც არ იცოდა რაიმე გრძნობის. მან რაც იცოდა,ქუჩამ ასწავლა ძარცვაც,მკვლელობაც და ხალხის ჩაგვრაც, მან არ იცოდა სიცოცხლის ფასი და სხვის სიცოცხლეს ატანდა ნაგავს. მას სდევდა მუდამ უბედურება მან არ იცოდა რაა სიცილი, სადაც ის იყო,თან სდევდა მუდამ უბედურება,სისხლი,სიკვდილი. Share
|
|
მე სილამაზის მონა გავხდი შენი ნახვისას თუმცა მეგონა შენი თვალები ვერ მაცდუნებდა, მე რა ვიცოდი შენი თვალები ზეცად შობილნი ულევ სიყვარულს,ბედნიერებას თუ მაჩუქებდა. როდესაც გნახე მაშინვე მივხვდი,რომ ჩემი გული შენი ღიმილით უბრძოლველად დაიმორჩილე, მიუწვდომელი და უკარება,ამაყი სული ერთი შეხედვით და გაღიმებით დაიძმობილე. Share
|
|
სიტყვები არ მყოფნის ეს რომ დავწერო ეს ნათქვამი გავს უაზრო ბოდვას, მე არ მინდა რომ ვინმე გავთელო მე მინდა ავცდე სიკვდილის ცოდვას. ქვეყნად მოვედი სიმშვიდისათვის მინდოდა გული მქონოდა სუფთა, მაგრამ უაზრო ცხოვრებისათვის ყურებთან მესმის სიკვდილის სუნთქვა. Share
|
|
თითქოს ჩემს ირგვლივ ისევ აცივდა თითქოს საყარო ძლიერ ატირდა, ხეებს ფოთლები ისევ დასცვივდა და ეს სხეულიც უცებ გაცივდა.Share
|
|
უფალო ღმერთო ცოდნის ძალა მომეცი შეგთხოვ რომ შევიმეცნო შენი არსი,შენი დიდება, რომ გავუმკლავდე ამ ცხოვრების ამაოებას მე ამითვის დიდი ცოდნის ძალა მჭირდება. უფალო ღმერთო გთხოვ მაპატიო ის დიდი ცოდვა როცა მე შენგან დაუფიქრებლად სადღაც გავრბოდი, და მე არ მსურდა შენს შესახებ მქონოდა ცოდნა ისეც კარგი ვარ,ბევრს არ ვცოდავ გულში ვამბობდი. უფალო ღმერთო მე არ მჯეროდა წმინდა სიტყვების ცოტა ვიცოდი შენს შესახებ წმინდა უფალო, როცა ამბობდნენ გულის კარები ღმერთს გაუხსენი ჩემთვის ვიძახდი,ჩემი გული არის უკარო. Share
|
|
ნეტა რა არის პირველი სიყვარული? გრძნობა, რომელიც გვართობს და გვხიბლავს?! ნუთუ ორივე? ოჰ, ღმერთო ჩემო, ხვალ გამოცდა მაქვს უსაშინლესი და მეცადინეობის მაგივრად ვზივარ და იმ პირველ სიყვარულზე ვფიქრობ! გული დამიჭრა საზიზღარმა, შხამიანი ისრით. . . საშინლად მტკივა. ვგრძნობ ტკივილს უიმედო ნოსტალგიისას!. . . ბუზღუნებს ჩემი მეორე მე. . . - ხვალ გამოცდა გაქვს, იმეცადინე! - ვიცი! - რომ იცოდე სულელივით არ იჯდებოდი და სხვაზე არ იფიქრებდი! - ვინ სხვაზე? მე ხომ ვმეცადინეობ? - გეთანხმები, კითხულობ, წერ, მაგრამ თვალწინ ასოების Nნაცვლად ვის ხედავ? ფიქრში ვინ გიზის? გამოცდა თუ სიყვარული? - თავი დამანებე! ვმეცადინეობ! - მეცადინეობ? ნუ მაცინებ?არ გრცხვენია? იწვი, იფერფლები. . . - თავი დამანებე! ჩემიც მეყოფა! ბუზღუნი მორჩა, გული დამშვიდდა. . . ვაგრძელებ მეცადინეობას. . . . - რას აკეთებ? - ვფიქრობ! - გამოტყდი! - ჰო! - რაზე ფიქრობ? - პირველ სიყვარულზე! - კიდევ მასზე ფიქრობ?! - ჰო. . . - რატომ? - არ ვიცი. . . - ჰო დაივიწყე? - არ ვიცი. . . . - კიდევ გიყვარს? - არ ვიცი. . . - აბა რაზე ფიქრობ? - არ ვიცი. . . - აბა, რა იცი? - არაფერი ვიცი! - კარგი რა! არ შეიძლება ასე! თავს ნუ იტანჯავ! დაივიწყე, როგორც მან დაგივიწყა, შეძელი ეს, როგორც მან შეძლო, გადაიყვარე, როგორც მან გადაგიყვარა, აღარ გაიხსენო, როგორც ის არ გიხსენებს, აღარ იფიქრო, როგორც ის არ ფიქრობს. . . . - არ შემიძლია! ვერ ვივიწყებ! ვერ შევძელი! ვერ გადავიყვარე! არ გახსენებაც ვერ შევძელი! მასზე ფიქრიც ვერ შევწყვიტე!. . . უძლური ვარ. . . - არა, შენ ძალიან ძლიერი ხარ! შენ ბევრი რამე შეგიძლია! შეგიძლია, ოღონდ მოინდომე! შენ ყველაფერი შეგიძლია! - არ შემიძლია, არ შემიძლია! მინდა, მაგრამ არ გამომდის! ყოველთვის, როცა დავიწყება მინდა, მაშინ უნდა მოხდეს ყველაფერი, მაშინ უნდა გამახსენოს ვიღაცამ ან რაღაცამ! რატომ? რატომ, ღმერთო ჩემო, რა დავაშავე? - ნუ ნერვიულობ, ნუ ბორგავ, ნუ ბობოქრობ! შენ არაფერი დაგიშავებია. უბრალოდ შეგიყვარდა ის ვინც ვერ დაგაფასა, ვერ მოგიარა, ვერ გაგიფრთხილდა. . . - იქნებ ისევ ვუყვარვარ და . . . - არ გიფიქრია, იქნებ არასოდეს ყვარებიხარ? - არა, არა, ის დღეები, ის დაუვიწყარი, ლამაზი სიტყვები, თბილი საუბარი, ყველაფერი ტყუილი იყო?Share
|
|
ერთხელ წვიმდა, წვიმდა გადაუღებლივ,თითქოს არავის უნდოდა გაჰკვირვებოდა მაგრამ კარგად თუ დაუკვირდებოდით შევამჩნევდით, რომ ცა ტიროდა,თითქოს რაღაცას დასტიროდა დედამიწა. ქუჩაში არავინ იყო,თითქოს ყველა თანაუგრძნობდა და ცდილობდა გარეთ ყოფნით არ შეეწუხებინათ. წვიმის წვეთები ცის ცრემლები იყო ,რომლებიც ულევად მოდიოდა,ზოგი მაშინვე მიწაზე ეცემოდა, ზოგი ხის ტოტზე და ასე დაუსრულებლივ...... გოგონას ცრემლები ულევი იყო როგორც ცის, აი ვის თანაუგრძნობდა ის. მისი ცრემლები ფანჯრის მინაზე ეცემოდა და მალევე ქრებოდა.გოგონას ნია ერქვა ის მხოლოდ 15 წლის იყო. ალბათ გაგიკვირდებოდათ რა ჰქონდა სატირალი ასე პატარას, მაგრამ მასაც მიაყენეს ტკივილი და ეს თვით განგება იყო, თვით ბუნება. ის ყველასაგან გამოირჩეოდა სილამაზით.დიდი უძირო ზღვასავით ფართო თვალები, აი რა იყო მისი ყველაზე დიდი სილამაზე. ის ანგელოზს ჰგავდა ღვთისგან მოვლინებულს ამ ქვეყანაზე და ეს ანგელოზი მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა ეს იყო გიო. ის იყო ნიას ყველაზე დიდი სიხარული და ყველაზე დიდი ტკივილი. გიო ახლა აღარ იყო ამ ქვეყანაზე. ის ღმერთმა წაიყვანა თავისთან და იქიდან ალბათ გიოც ტიროდა. რადგან ხედავდა ნიას ცრემლებს. რატომ წაართვა ღმერთმა მისი თავი?! მათი სიყვარული ხო მ ცოტა ხნის წინ დაიწყო... გაზაფხულის მზიანი დღე იყო, თითქოს ბუნება რაღაც ახალს ელოდა და უხაროდა. გოგონა მიდიოდა ნელა თავის ფიქრებთან ერთად. უცებ იგრძნო რომ ვიღაც შეეჯახა, გამოერკვა ფიქრებიდან, ბიჭი კი შეკრთა, ერთ ადგილას გაჩერდა, მას არასოდეს ენახა ასეთი თვალები. გავიდა ორი კვირა ნიას არც კი ახსოვდა ის ბიჭი, მან ხომ მისი სახელიც არ იცოდა. ერთხელ დეიდაშვილი დაპირდა რომ კინოში ერთად წავიდოდნენ. ნიამ დაინახა ეზოში მჯდომი იკა, რომელიც მას ელოდა, ახლოს რომ მივიდა იცნო ის უცნობი რომელსაც იმ დღეს შემთხვევით შეეჯახა, არა არ ეჩვენებოდა ნამდვილად ის იყო.... Share
|
|
გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ, ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი, შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ, მერე წავალ და არაფერს გეტყვი. გაივლის დრო და მოვა ზამთარი, დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას, რომ შემცივდება, დაბერავს ქარი, ჩემს გასათბობად არავინ მოვა...Share
|
|
ფანჯარა გამოვაღე,მზე ჩადიოდა,ცხოვრებას ერთი დღე აკლდებოდა,ვინ იცის იქნება ბოლო დღე ღამდებოდა და ჩემი სიცოცხლე უკვე მთავრდებოდა,Share
|
|
ისევ მონატრება...ისევ სინანული....ისევ ტკივილი და ისევ შენზე ფიქრი... რამდენი დრო გავიდა, მაგრამ ახლაც შენზე ვწერ... მაინც შენზე ფიქრები მატკიებს თავს....და გულს.... იცი რა მტკივა?... შენი სიყვარული... იცი რატომ?...არც მე ვიცი.... ფიქრი ძნელია?...ძალიან...თან უშენოდ... დრო ნელია?...ალბათ არც მიდის.... წამები...წუთები.....ერთი, თუ ორი საათი...ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მაშინ ბედნიერი ვიყავი...იმით, რომ შემეძლო მეცქირა შენი ნაღვლიანი თვალებისთვის.... ...ჩუმად ვბუტბუტებ შენთვის ნაჩუქარ ფრაზებს....ისევ ისე მენატრები... იცი რა მსურს?... შენთან ყოფნა....Share
|
|
სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ, სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი. მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი. სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი. მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი. მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან მერე ყველაფერი იქნება გვიანი.Share
|
|
რომ შეიძლებოდეს სიკვდილის შემდეგ, კვლავ მხურვალედ გაკოცო თვალებზე, რომ შეიძლებოდეს რომ მოგეფერო, მოგიალერსო, კვლავ დაგიდორბლო შენი ლამაზი სულის თრთოლვა კარგი იქნებოდა, ძალიან კარგი… მაგრამ მოიცა, მგონი შეიძლება… კი შეიძლება!...და ეს ასეც იქნება! მთავარია შენი ფიქრების გამიღო კარი, მთავარია გახსოვდეს რომ მე არ მომკვდარვარ, მე უბრალოთ გარდავიცვალე. გადავინაცვლე ერთი ცხოვრებიდან სხვა, უფრო ლამაზ, უფრო ცისფრად მორთულ და უფრო ყვავილებით აფერადებულ ცხოვრებაში, და ის რომ როგორც ამ ქვეყანაზე ყოფნის ჩემი ყოველი გაფიქრება შენთან იყო ყოველთვის და შენ გეხუტებოდა,ახლაც, იმ ქვეყანაზეც სწორედ რომ ზუსტად ასე ხდება. მე შენთან ვარ , დიახ შენთან ვარ…ნახე გაკოცე… ნახე, ისევ ისე მომდის ცრემლები თვალებიდან მხურვალეთ…Share
|
|
ვოცნებობ შენზე! ამ ოცნებით დავფრინავ ცაში, ანგელოზებთან შევუდგები გიჟურად როკვას, ველური ჟინი ჟრუანტელს მავლებს ტანში... სხვა არაფერი,მე სიყვარულის სიგიჟე მომკლავს! პლატონი სტყუის, რუსთაველის, შექსპირის მიკვირს, რადგან სიყვარულს მიწიერი მოჰპარეს ვნება; მიწაზე ვდგავართ, მხოლოდ ფიქრით მივიწევთ ცისკენ. გული მზეს ეტრფის ოცნებებში, გული თავნება.Share
|
|
ეს ხო მონატრებაა, რომელიც სულს აფორიაქებს... გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა: - დილა მშვიდობისა, ქალიშვილო! იები აყვავებულა, ატმები აფეთქებულა, ნუშის სურნელმა გააბრუა სამყარო, გილოცავ გაზაფხულის მოსვლასო! ერთ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს კარებთან უარმაზარი თაიგული დამხვდა: - სიყვარულის დღეს გილოცავ, მუდამ შეყვარებული იყავიო! ვარდობისთვეს ჩემი დაბადების დღეს ჩემი წითელი ვარდების ზღვაში ჩაძირვა გადაწყვიტე. ზაფხულში მინდვრის თაიგულები მოგქონდა ჩემთან . . . Share
|
|
"უცნაური ღამეა,არ მეძინება,ვფიქრობ ღამეზე და შენზე.არ ვიცი ახლა საიდან მოვიდა ის იდუმალი,შენი დანახვისას რომ მიიღო ჩემმა სულმა,ან რითი ჰგავდი იმ ოცნების ადამიანს სიზმარში,რომ მელანდებოდა ხოლმე... არ ვიცი რა მოხდა...მხოლოდ ის მახსოვს მზიანი დღე იყო,მზე ცაზე ვერ დაეტია და ჩამოვარდა,ჩემში ჩასახლდა.ვინ ხარ?რა გინდა?ან რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო?იქნებ ეს ის გრძნობაა ბავშვობაში რომ უნდა სწვეოდა გულს,ან მერე,ცოტა მოგვიანებით.რაღა ეხლა მოადგა კარს და დაბნეული,გაოცებული შემატოვა სისხლისფერი ფიქრები,არ ვიცი არაფერი,მხოლოდ ის ვიცი,რომ მიყვარდი მთელი ამ ხნის მანძილზე წმინდა სიყვარულით...მიყვარხარ და მეყვარები.ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გახსნა-"მონატრება" ამოფრქვევს.ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული?მიყვარს ისეთი წამები,როცა ფიქრები და სიტყვები შესევიან სულს და გამჭვირვალე სანთლით ხარ პირამდე სავსე. შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი და გეხები,ფიქრებში ფრთხილად გეფერები ამ მზისფერ მოფერებით-გელოდები!Share
|
|
mარტო ვზივარ, მოვიწყინე ბნელ ოთახში, ბნელა იმ ოთახში, სადაც არავინ, არავინ, არავინ მეგულება. . .სადაც სიჩუმე ფანტავს ოცნებას, სიჩუმე არღვევს აქ მეუფებას, რომელიც ძლეულს ერთს შეუძლია. . . ბნელა ოთახში და მე ისევ მარტო ვარ, მე და სიბნელე. . . სიჩუმეა, ძველებურად გარინდულია აქ ყველაფერი. . . . სიჩუმე მიხმობს. . .ეს უცნაური დიადი შეგრძნება. . . გულში მიხუტებს. . .ჩემი გულის ხმა მხოლოდ მას ესმის. . .მხოლოდ მას ესმის იმ თბილი ალერსის, რომელიც უწინ იმ ქალს ესმოდა. . . იმ ერთადერთს. . . ქალმა, რომელმაც თბილი ალერსი მე შთამაგონა. . . ლამაზი სიტყვები. . . თბილი ხელები. . . წყლიანი თვალები. . . ნაზი მოფერება. . . ალერსიანი თბილი ამბორი. . .ასე უსასრულოდ, ეს მან მასწავლა. . .Share
|
|
"...მიყვარს წარსულის ლანდებთან ერთად ხეტიალი განვლილ გზაზე... მივყვები უკაცრიელ ქუჩას და ღიმილით ვეგებები ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს... ასე, დაუსრულებლად!... თურმე რამდენი ადამიანის გზაწვრილი გადის ჩემი ცხოვრების ახლოს... რამდენი ადამიანი მილამაზებს ხანმოკლე დაბადებას... უფრო მეტნი კი ამაყი ბუნებით და შავად მომზირალი სულით ამახინჯებენ მათ... აქა-იქ შავ ზილად გასდევს ბილიკი უსასრულობისაკენ... მაგრამ ერთი რამ... ზოგნი მიღიმიან, ზოგნი კი ისე მიყურებენ თითქოს უპატიებელი შეცდომა ჩამედინოს მათ წინაშე... მათთვის დამენგრიოს ოცნების კოშკი.... არა, ჩემიც მეყოფა!!!... რამდენი მივლია... ბოლო კი არ ჩანს... მხოლოდ ფოთლები გაყვითლდა... უფრო და უფრო ხანგამოშვებით ისმის გალობა იადონისა(?!)... ახლა ოქროსფერ ხალიჩაზე მივაბიჯებ... კიდევ ერთი ლანდი ამესვეტა წინ. დიდხანს, დაჟინებით ვუცქერდით ერთმანეთს...Share
|
|
დამსხვრეული ოცნება. მკრთალი ფიქრი. გახუნებული აზრი. ჩავლილი ბედნიერება. როდის ჩაიარა? ვერ შევამჩნიე... არ მოინდომა ჩემი ცხოვრების ბაქანზე შეჩერება!... ამაო იქნებოდა. არავინ ჩამოდიოდა. ყველა სხვასთან მიიჩქაროდა. გამახსენდა... ცხოვრებაში ბედნიერება მხოლოდ ერთხალ მოდისო... გამეცინა... გამახსენდა.... ერთხელ... ადრე... წარსულში... მოულოდნელად ცხოვრების მატარებელი შედგა და გაირინდა... სიხარული... მოლოდინი... ორი გრძნობა სწრაფად ენაცვლებოდა ერთმანეთს და ძნელი მეჩვენა გამერკვია რა მინდოდა... არც გავარკვიე... სიხარული... არ ვიცოდი ვინ ჩამოდიოდა. ვინ რჩებოდა ჩემთან... სუნთქვაშეკრული მივჩერებოდი კარებს.... ის... ის დავინახე... ღიმი არ შორდებოდა მის ბაგეს... ის იყო.... ჩემი ბედნიერება... რამხელა ბედნიერება გაუმეტებია ღმერთს ჩემთვის?!...Share
|
|
მე გამაცილებს შენზე ოცნება მე გამაცილებს ჩადრების რიგი მე ერთს დავეძებ სველი თვალებით მაგრამ ცავიდა აღარ ჩანს იგი. მე გამაცილებს მხოლოდ ცრემლები მხოლოდ ცაცხვები პოთოლშრიალა მე გამაცილებს ფართო შარა გზა და ის ძვირფასი თვალები არა.Share
|
|
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია... მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია... უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები, მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები... როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას? მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა... მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი, იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!... წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია... ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია...Share
|
|
მე მინდა შენი სადღეგრძელო ისე დავლიო მე მინდა შევსვა მაგ თვალების არდავიწყება წუთი სოფელი შენზე ფიქრში მინდა გავლიო ოღონდ ამისთვის გევედრები ნუ გამიწყრებიShare
|
|
რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია..Share
|
|
შენთვის ვილოცებ მინდა, რომ შენ დამესიზმრო.... რომ იცოდე, რამდენს ვფიქრობ შენზე, მართლა მოვყვებოდი ამაღამდელ სიზმარს. თუ ამაღამ დამესიზმრები, აღარ გადავრლიდი ფიქრებით ღამეს და მცირე ხნით მაინც დავუთმობდი ძილს ჩემს გატანჯულ სულსა და გულს... თუ შენ დამესიზმრები, სიხარულისაგან გალამაზებული სახით ვივლი ხვალ ქუჩაში... თუ დამესიზმრები, მარტო შენ გაგიმხელ, რატომ ბორგავენ და ვერ ჩერდებიან ერტ ადგილზე ტალრები ზღვისა.... მარტო შენ გამოგიტყდები, მზე და მთვარე რამ დააშორა, ან მოკიაფე ვარსკვლავები რატომქრებიან ცისკრის ჟამს...Share
|
|
"სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია, სიყვარულისთვის არ არსებობს ზომა,ასაკი, გიყვარდეს,მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი, შენ შეგიძლია სიყვარულით იყო ამაყიShare
|
|
დედაო ღვთისაო ამას გევედრები შენ დაიფარე ჩემი სიყვარული მისი სიცოცხლისთვის ამას გევედრები ცოდვა შეუნდა და აპატიე ეს ყველაფერი. ცოდვად ნუ ჩაუთვლი რომ მას არ ვუყვარდი და ჩემს თავს სხვები ასე ასჯობინა. სიყვარულის ღირსი მე არ ვყოფილვარ მან ეს ყველაფერი ასე მაგრძნობინა.Share
|
|
me Tu avtirdi amatirebs uSenod yofna, Cems bnel oTaxSi isev sevda daisadgurebs, gamaxsendeba Seni nazi tuCebis kocna, Seni tkbili xma Cems arsebas rom anadgurebs Senc atirdebi wamogiva Tvaildan cremli.Share
|
|
შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს, შენთან ფერები არაფერია შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს შენ დედოფლობის დიდო ფერიავ.Share
|
|
მე შენ მჭირდები.... ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა... მჭირდები იმისთვიის რომ ვიცხოვრო, ვიარსებო... მჭირდები რათა ყოველი დღე შენზე ფიქრით დაიწყოს და დამთავრდეს.... დღე ცხადში გნახო, ღამით სიზმრად.... მაშინ როდესაც აღარაფერს ექნება მნიშვნელობა შენ დამჭირდები...Share
|
|
გავბედე და გწერ, ისევ წვიმს. ფანჯარაში ვიხედები და შენ გხედავ, შენი ხატება არასდროს არ მცილდება წვიმის დროს , თავს მარტოსულად არ ვგრძნობ რადგან შენზე ფიქრი არ მანებებს თავს. სარკმელს ვაღებ და წვიმის წვეთებს ვეთამაშები, სახეს ვუშვერ და ისინიც თამამად მეფერებიან, ალბად სურთ შენზე მიამბონ რამე..... მეც თვალდახუჭული ვუყურადებ და ..... აი მომესმა შენზე ნათქვამიც, გულს ძგერა მემატება და მხოლოდ იმაზე ვოცნებობ არასდროს დამთავრდეს თხრობა, სუნთქვა მიხშირდება....... სახეზე ჩამოვარდნილ თმებს ვისწორებ, ვეღარ ვხვდები წვიმის წვეთებია თუ ცრემლებია, ფანჯარას ვხურავ და ოთახის გულში ვჯდები,გაიჩექა, შენზე ფიქრი ამერიაShare
|
|
მივდივარ...სულ ,სულ მივდივარ ,სამუდამოდ...ძნელია,ძალიან ძნელი...კი ვიცოდი ხანმოკლე მგზავრი ვიყავი მარადისობის ...ვიცოდი...ძალიან ძნელია შეურიგდე იმას ,რო დიაგნოზი საბოლოოა და სასიკვდილო...ხო, ძლივს ვთქვი ეს სიტყვა,საკუთარ თავს პირვლად გავუმხილე... მე ხო ყველაფერი ვიცი ,ნეტა არ ვიცოდე ,ნეტა სულელი ვიყო,ნეტა შემძლებოდა მარტივი ცხოვრება....Share
|
|
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი, შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ, მერე წავალ და არაფერს გეტყვი. გაივლის დრო და მოვა ზამთარი, დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას, რომ შემცივდება, დაბერავს ქარი, ჩემს გასათბობად არავინ მოვა...Share
|
|
ღამით როდესაც სუყველას ძინავს მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს, მას გონია რომ მე იგი მიყვარს, მე მხოლოდ მისი თვალები მომწონს. ჩემი ტუჩები მის თვალს ეხება, იგი კრთის, როგორც ჩიტი პატარა, იმ ღამეს მე მას ვაჩუქე კოცნა, რომელიც კუბოს კარამდე ატარა.Share
|
|
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?! ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?! ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, ახლა ქარები არხევენ ტირიფს.Share
|
|
რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი. შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები. დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი და მეც სულ ისე დაგავიწყდები.Share
|
|
გაზაფხულის მზიანი დღე იყო, თითქოს ბუნება რაღაც ახალს ელოდა და უხაროდა. გოგონა მიდიოდა ნელა თავის ფიქრებთან ერთად. უცებ იგრძნო რომ ვიღაც შეეჯახა, გამოერკვა ფიქრებიდან, ბიჭი კი შეკრთა, ერთ ადგილას გაჩერდა, მას არასოდეს ენახა ასეთი თვალები. გავიდა ორი კვირა ნიას არც კი ახსოვდა ის ბიჭი, მან ხომ მისი სახელიც არ იცოდა. ერთხელ დეიდაშვილი დაპირდა რომ კინოში ერთად წავიდოდნენ. ნიამ დაინახა ეზოში მჯდომი იკა, რომელიც მას ელოდა, ახლოს რომ მივიდა იცნო ის უცნობი რომელსაც იმ დღეს შემთხვევით შეეჯახა, არა არ ეჩვენებოდა ნამდვილად ის იყო.... -ნია გაიცანი, ეს ჩემი მეგობარია გიო, წინააღმდეგი ხომ არ ხარ ჩვენთან ერთად რომ წამოვიდეს?- შორიდან ჩაესმა ნიას იკას სიტყვები. Share
|
|
vards verasodes ver moswkvet ekalma xeli rom ar gatkinos,Share
|
|
me moval shentan da ubralod getkvi miyvarxar...Share
|
|
me dges davtvale uamravi varskvlavi caze,kvelaze shors da miuwdomels shen migamsgavseShare
|
|
shen rom gachndi gmertis bralia...Share
|
|
me shemtxveviti sikvaruli arasdros msurda..Share
|
|
kvelaze ubeduri mashin xar,roca grdznob, rom isShare
|
|
megobari is adamiania romelmac shenze kvelaperi icisShare
|
|
me ar macuxebs sheni dakargva,tumca dges chemi santeli qvreba,me is mawuxebs,Share
|
|
me rom gakoco guli wagiva..Share
|
|
me ganvicade sikvdilamde ukve sikvdili...Share
|
|
gulis sigrmeshi martooobis ismoda glova..Share
|
|
im sinanuls gaumarjos rac gagviketebia da gvinania... rac ar gagviketebia da gvinania...rac unda gagveketebina da ukve gviania...! Share
|
|
oridan erti koveltvis tovebs meores, mtavari isaa romeli romels daascrebs. bedniereba icyeba shenit da shenitve mtavrdeba.Tu raimes gaketeba gsurs arasodes ar ikitxoamas ra moyvebao tore verafers gaaketeb. mxolod ocneba gvaidzulebs sinamdviles sheveguot... adaminma unda gaiaros siyvarulis sasmili, gaqcevit tavs ver ushushvelis... rasac daivicyeb is mere mtel sicocxleshi gaklia...siyvaruli maradiuli sascaulia, rogorc ki raimes adamianis sitbo moakldeba sagani mashinve kvdeba.. adamiani usiyvarulod igivea rac micvalebuli shvebulebashi. ushenod dro gacherebulia, mxolod saati midis...Share
|
|
ვოცნებობ შენზე! ამ ოცნებით დავფრინავ ცაში, ანგელოზებთან შევუდგები გიჟურად როკვას, ველური ჟინი ჟრუანტელს მავლებს ტანში... სხვა არაფერი,მე სიყვარულის სიგიჟე მომკლავს! პლატონი სტყუის, რუსთაველის, შექსპირის მიკვირს, რადგან სიყვარულს მიწიერი მოჰპარეს ვნება; მიწაზე ვდგავართ, მხოლოდ ფიქრით მივიწევთ ცისკენ. გული მზეს ეტრფის ოცნებებში, გული თავნება.Share
|
|
რაც თავი მახსოვს სულ ვეძებდი ღვთიურისა და ბუნების გენიალურ ნაზავს, რომელიც მთელი არსებით მეყვარებოდა. ვქმნიდი, ვაქანდაკებდი, ფიქრსა და ოცნებაში, სულს და სხეულს ვუხვეწდი სასურველს. მერე რეალურ ქაოსში ვეძებდი ჩემივე ოცნებით შექმნილ ქმნილებას. გეძებდი, გნატრობდი, გელტვოდი ყოველ წამს. წამი წამში გადადიოდა, და ქმნიდა წუთს, წუთი საათს ავსებდა და საათი დღეს! დათვილი დროით მოვდიოდი მახსოვრობიდან დღემდე.Share
|
|
|