თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ
და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს
თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები,
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!Share
|
|
ზოგჯერ ჩემს გულს უსაშველო ფიქრი მოაწვება, ფიქრი ურითმო და გრძნობა
უსიტყვო, დუმილი მძიმე და მწუხრისფერი, ოცნება ჩემი სევდანარევი და
მარტოობის ობოლი ცრემლი.
ზოგჯერ ისეთი მძიმეა ფიქრი, რომ ჩემი მხრები თრთიან შიშისგან: ვაი-თუ
ვინმეს ვაჩუქე ცრემლი, ვაი-თუ ვინმემ ცოდვა იტვირთა. ეს გახსენება მოჰგავს
ტირიფებს, მუდამ მტირალს და სახედამალულს, შენი სახელიც ხომ სადღაც სულში
მიმალულა და არ აჩენს სხეულს. ო, ზოგჯერ ისე მძიმეა ფიქრი, რომ მარტოობა
განვაგდო მინდა, მაგრამ ვერ ვშველი სულის ტკივილებს დაუყუჩებელს და სევდით
მტირალსShare
|
|
როდესაც ღმერთმა წარმოშვა დედამიწაზე არსებული ყველა სულდგმული,მას
მხედველობაში გამორჩა ქალი...
მამაკაცმა შეამჩნია ეს და იჩივლა ღმერთთან თავისი მარტოობა...
ღმერთი დაფიქრდა და თქვა,რისგან შევქმნა ქალი?როცა მთელი მასალა კაცის
შექმნაზე წავიდა?...მაგრამ მაინც ვერ უთხრა უარი და საქმეს შეუდგა.
ღმერთმა აიღო მზის სხივთა კონა...
მთვარის მელანქოლია...
ფურ-ირმის თრთოლვა...
გედის სილამაზე...Share
|
|
მოგონებები, თეთრი ფერის უცხო მორევი
და ჭრელი ბინდით დაბურული წუთი გონების.
მოგონებები, წამიერი ელვა ცხოვრების
და გზის ნაპირზე გაბნეული ლამპიონები.
ჩვენი შეხვედრა, მოგონება, კვალი წაშლილი,
პატარა გრძნობა, სიყვარულის მხოლოდ ნაწილი.
ცხელ უდაბნოში გზად ნაპოვნი ვარდი გაშლილი,
სხვის მოლოდინში დაკარგული და გადაღლილი
რა მინდა?Share
|
|
იცი?!ცოტა მოვიწყინე.უშენობა დამეტყო.იცი როგორ მომენატრე?!სიტყვები არ
მაქვს,რომ გითხრა ყველაფერი.ყელში მეჩხირება თითოეული სიტყვა,რაც შენთვის
მაქვს სათქმელი.ძალიან ძალიან მომენატრე.ჩუმად ვარ და ეს სიჩუმე ყველაფერს
ამბობს.გული ყვირის..ბოლო ხმაზე ყვირის,მაგრამ მისი ხმა ჩემს გონებასაც კი
არ ესმის ან არ სურს რომ გაიგოს.მგონი უფრო არ სურს!...იმიტომ კი არა,რომ
სიმართლის ეშინია...არა!!! უბრალოდ იმიტომ,რომ არ სურს შენზე ფიქრი.ხომ
გაგიგია:"ფიქრი ფიქრია ფიქრი რთულია ფიქრის მიზეზი სიყვარულია!" ეს არის
მიზეზი.გონებას არ სურს სიყვარული დამეუფლოს.მაშინ ხომ გული
გაიმარჯვებს.დამარცხება არ სურს გონებას.გული კი ყვირის...იბრძვის...მაგრამ
მისი ხმა ჩემს სიჩუმეში იკარგება...მაპატიე...მე ხმას ვერ ამოვიღებ,სანამ
შენ არ მეტყვი..შენ კი დუმხარ..მაშ სიჩუმემ გაარკვიოს ყველაფერი.Share
|
|
თვალები რატომ გაქვს სევდიანი
გული რატომ გტკივა ლამაზო?!
მემგონი ხელიდან გეცლები
მაგრამ არ იდარდო არასდროს.
შენ ისევ გაგიღიმებს ცხოვრება
და ისევ სიყვარულს განაგრძობ,
მე აღარასდროს არ მოვალ
მაგრამ არ იდარდო არასდროს. Share
|
|
სიყვარულს შეუძლია ხატის წინ დაგაჩოქოს, წმინდათა-წმინდა სანთელი განთებინოს; სიყვარულს შეუძლია ღმერთის წინაშე, წმინდა სიყვარულის ლოცვა გათქმევინოს, სიყვარულს შეუძლია ვინმე მოგანატროს, თუნდაც ახლოს იყოს შენთან; სიყვარულს შეუძლია მიწაზე მცხოვრები, მაღლა აიყვანოს ღმერთთან;Share
|
|
იმ დღეს როდესაც შენ მიმატოვე, დავრჩი სულ მარტო,ამ ქვეყანაზე, გზააბნეული,გონდაკარგული, გეძებდი ყველგან,დღისით თუ ღამე, რომ ჩამეხედა შენს დიდ თვალებში, მეთქვა მიყვარხარ და მეყვარები, მაგრამ ამაოდ,მე ვერსად გნახე...........Share
|
|
შენ მაშინ მოხვალ მარტოობას როცა შეიგრძნობ, ათი ათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ, როს უჩემობა შეგაშინებს,დაიღრიალებ, მაგრამ რაღა დროს,უკაცრავად დაიგვიანებShare
|
|
შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ ალბათ შეძლებდი ხმამაღლა ყვირილს, შენ რომ იცოდე როგორ გაღმერთებ ალბათ თვალები მიგაჩვევს ტირილს, შენ რომ იცოდე,როგორ ვოცნებობ ალბათ გამიშვებ ოცნების იქით, შენ რომ იცოდე შენით ვარსებობ, ალბათ ყოველდღე ატარებ ღიმილს შენ რომ იცოდე მზის სხივს გადარებ ალბათ ქუჩაში იქნები დღისით,Share
|
|
როცა მოვკვდები,დამიტირებენ ალბათ ჩიტებიც, როცა მოვკვდები,ალბათ ჩაგწყდება გულში რაღაცა, ჩემი სიკვდილით გამოწვეული დარდი ჩაგაქრობს, ჩემი სიკვდილით გამოწვეული დარდი გაგაქრობს, შენში იკივლებს უჩემობის მწარე დუმილი,გ ულს დაგიკუწავს ჩემზე დარდი დაუნდობელი, შენ გაგაგიჯებს უჩემობის ჩუმი დუმილი და ეს ცხოვრება ძალზედ მტანჯველი, შენ ივლი ჩემთან საფლავზე ხშირად, დაიჩოქებ და გულიანად დაიღრიალებ, შენ ვეღარ უზლები ამ ცხოვრების მწარე იარებს, ვიცი,გენატრები,უზომოდ,მაგრად Share
|
|
სიბრალულისთვის არ დამიბრუნდე, გემუდარები წადი. . . ოცნების კოშკებს მარტო ვაგებდი, განთავისუფლებ, წადი. . . სიყვარული ხომ მაინც მასწავლე, მადლობელი ვარ, წადი. . .Share
|
|
რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი, ალერსიანად რად მაპყრობდი მაგ ლამაზ თვალებს. შენი გულისთვის თავს გავწირავო - რატომ ამბობდი, ყალბი სიტყვებით თავს ასე ძლიერ რად მაყვარებდი. მითხარი რატომ გამიცრუე იმედი ტკბილი, მითხარი რატომ შემაყვარე თავი ძალიან. Share
|
|
გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი, დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა. მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი, ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა რომ გზა ჩაგიხერგე გრძნობაარეულმა სადღაც, ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები, სისხლი მოიბანა ღამემ მთვარეულმა შენ კი უცოდველი – მკვლელად მესახები. ბაგეს გისერავდა სისხლი ალისფერი, კოცნით გაშორებდი ცოდვებს გამთენია, მზერა მომაჩეჩე, ცოტა დავიბენი ტუჩის კუთხესთან კი ბზარიც გამჩენია.Share
|
|
იცი რა ხდება? ცხოვრება ნათდება რაც დღეს არ ხდება ,ხვალიდან ახდება ჩემს გვერდით მჯდომარეს თვალებში ჩაგხედავ და გეტყვი მიყვარხარ აი რა ხდება უშენოდ ცხოვრება უფერო გახდება შენ ჩემთან იქნები და ეს ახდებაShare
|
|
მე ის სევდიანი წამიც მიყვარს, ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს, მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს. თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა, როგორ გამაწამა სიმარტოვემ, ისევ უშენობის სევდა მოაქვთ ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.Share
|
|
შენთვის დავღვარე ჩემი სისხლის თეთრი წვეთები, ნუ შორეულობ, დღეს ეს სისხლი რადგან თეთრია... თვითონ ვითხოვე, მოვკვდე ამგვარ სულისკვეთებით, რომ ჭაობიდან ჩემი სული ამომეთრია. მე ალბათ წავალ... უხმაუროდ... ყრუ ნაბიჯებით... თავჩაღუნული გავუყვები უშენო გზაწვრილს... იქითკენ, სადაც უსიცოცხლოდ დგანან ფიჭვები და მიწას შენი აქ არყოფნა დღედაღამ აწვიმს Share
|
|
შენმა სიყვარულმა ღამე შემაყვარა ღამე, ფაქიზი და ჩუმი. ღამით მიამდება დღისით დაბოღმილი უშენოდ ნაწამები გული.. დღისით მონატრება და სევდა მაგიჟებს, ღამე მენატრება სრული. ღამით ჩემთან ხარ და ოცნებას ვეფერები, ოცნებას გამოძახილს სულის. შენთან გატარებულ ყველა წამს ვიხსენებ მიყვარხარ! შენ გლოცულობს გული. და მაინც რაღაცა დაცინვით ჩამჩურჩულებს – ცხოვრება რთულიაო, რთული..Share
|
|
მომატყუე, რომ გიყვარდი თითქოს... გული, სევდით დამიტოვე სავსე... დღემდე ისევ, იმ დღეებზე ვფიქრობ... რა გინდოდა, რას მერჩოდი ასე.... მომატყუე, ვითომ იყავ სათნო... შენზე ფიქრი მაინც, ისევ მავსებს... გავგიჟდები, ასე როგორ დაგთმო... რა გინდოდა, რას მერჩოდი ასე...Share
|
|
ქურდი ვარ.... ვიპარავ გრძნობებს.... და ახლა შენც ისე შეუმჩნევლად ამოგაცალე ღიმილი,რომ ვერც შეამჩნიე.... ქურდი ვარ.... ყველაზე გულწრფელი და გულახდილი ქურდი.... ვაღიარებ, რომ მზეს სითბო მოვპარე.... ვაღიარებ, რომ საათები მოვპარე დროს... და იმიტომ თენდება გვიან... დავდივარ და ვიპარავ აპრილის წვიმებს... ხანდახან მზის სხივებსაც... ცისარტყელას ფერები მოვპარე... შვიდიღა დარჩა.... ვიპარავ ყველაფერს და ნელ–ნელა ვაწყობ გულს... ზღვას ნაპირი მოვპარე... ვარსკვლავებს ერთმანეთი...Share
|
|
ღმერთო, მაპატიე... მე ბევრი შევცოდე ბევრჯერ ავუხვიე სავალ გზას... ღმერთო, მაპატიე... თვითონაც ვცდებოდი მაგრამ განვკითხავდი მუდამ სხვას. ღმერთო, მაპატიე, ბევრმა მიღალატა და მეც ვუღალატე სანაცვლოდ... ღმერთო, მაპატიე ყოველი სიმდაბლე მეტს აღარაფერს აღარ გთხოვ! ვიცი, შენ მოწმე ხარ იმ შეცდომებისა ყოველ ნაბიჯზე რომ ვტოვებდი ... და გთხოვ, მაპატიე, რომ ასე ამაყად შენგან პატიებას მოველი... ღმერთო, მაპატიე ყოველი სიცრუე, სიცრუის მსხვერპლი ვარ მე თვითონ... ახლა შენს წინაშე სიმართლით წარვსდექი ამიტომაც მჯერა - შემინდობ!Share
|
|
გაბრაზებულა ჯიუტი გული სულში ტკივილი ჩაუთესია .ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით , უცებ მომკალი უკეთესია. ისე საშინლად მომენატრე რომ, ფიქრები მტრედად შემომესია, უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია. არ შემილია მე ლექსი ვწერო, აღიარება ჩემი წესია.როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება , არ ვარსებობდე უკეთესია!!!!Share
|
|
ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი, ცრემლი ამ თვალებს ისევ ასველებს. ვწევარ და ვფიქრობ; კიდევ როდემდე, სევდა როდემდე არ დამასვენებს? დავხუჭავ თვალებს და მაინც გხედავ, თვალებს გავახელ და შენ დამხვდები, მოგონებებში ჩავიძირე და საკუთარ აზრებს არ ვეთანხმები. შენ ისე ცივი, ისე შორი ხარ, აზრი არა აქვს შენზე ოცნებას, მე რომ მოვუყვე შენს მუქ თვალებზე, ალბათ ცხრათვალა მზეც გაოცდება. მოვითვლი დღეებს, უკვე რამდენი, მართლაც რამდენი ხანი გავიდა...Share
|
|
♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥Share
|
|
ქუჩაში წვიმდა.. ღამე გაჩერდა.. ბიჭი გოგოსთან საქმეს არჩევდა.. ბიჭმა აკოცა გოგო გაიქცა... სადღაც უფსკრულთან გოგო წაიქცა.. არ ინძრეოდა, არ ტოკდებოდა.. ბიჭს კი შიშისგან ცა მორეოდა.... თვალს არ ახელდა ბიჭი ტიროდა... გოგო უგონოდ ღმერთს უღიმოდა... დრო გადიოდა ბიჭი ნატრობდა.... ცა გახსნილიყო, მას გაათბობდა.... მაგრამ გოგონა არ ინძრეოდა... იქაურ სიზმრებს ებრძოლებოდა... და სანატრელი მომენტიც დადგა... გაიგო ლოცვა მდუმარმა ქარმა... გათენდა ერთი უბრალო დილა... ბიჭს კი გოგონას საფლავი დახვდა...Share
|
|
ვინ მოთვლის ყველა ტკივილს რაც შენდამი განმიცდია? ვინ შეკრიბავს ყველა იმ ცრემლს რაც კი შენთვის დამიღვრია? ან ვინ მომცემს იმის იმედს, რომ გათბება ისევ გული? ვინ მეტყვის, რომ ამ ჩემს ბაღში გაიხარებს სიყვარული?Share
|
|
იყო დრო როცა მე შენ მიყვარდი, სუყველაფრის და მიუხედავად, არ დავინანე მე შენთვის სული და მეყვარები იცოდე მარად, იყო დრო როცა ვიყავით ერთად, მე შენ მიყვარდი უზომოდ მაგრად, მემახსოვრება მე ის წუთები როდესაც შენთან ვიყავი ლაღად........ მე შენ მიყვარდი!!!!გესმის???!!!1 Share
|
|
|