მთავარი » 2010 » ივნისი » 27 » *****
9:02 PM
*****
სიყვარულს შეუძლია ხატის წინ დაგაჩოქოს,
წმინდათა-წმინდა სანთელი განთებინოს;
სიყვარულს შეუძლია ღმერთის წინაშე,
წმინდა სიყვარულის ლოცვა გათქმევინოს,
სიყვარულს შეუძლია ვინმე მოგანატროს,
თუნდაც ახლოს იყოს შენთან;
სიყვარულს შეუძლია მიწაზე მცხოვრები,
მაღლა აიყვანოს ღმერთთან;
სიყვარულს შეუძლია ცამდე აგაფრინოს,
მოულოდნელად მიწაზე დაგცეს;
სიყვარულს შეუძლია ტკივილი მოგაყენოს
და ეს ტკივილი ბოლომდე დაგრჩეს;
სიყვარულს შეუძლია მწარედ აგატიროს,
ცრემლი მოგადინოს თვალზე;
სიყვარულს შეუძლია ჩუმად აგამღეროს,
დაგსვას და საოცარი ლექსი გაწერინოს;
სიყვარულს შეუძლია … ბევრი რამ შეუძლია,
პატარა სასმისი ხელში გაჭერინოს,
გსურდეს დიდი გრძნობით დალიო სადღეგრძელო
და ეს სადღეგრძელო ლექსად გათქმევინოს!
კატეგორია: სადღეგძელო | ნანახია: 733 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]