მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » დრონი..10..end..
1:16 PM
დრონი..10..end..
როდესაც ფიქრები ერთმანეთში ირეოდნენ შემოდგმის ფოთლებივით..მაშინ ჩამოწვა ბინდი და საოცრად ააჟრჟოლა მტკვარი..ფიქრები ეს ფიქრები მარტოობის..მარტოობის..როდესაც ბოლო იმედი გადაიწურა,როდესაც არანაირი ნათელი არ მოჩანდა და დაიღალა ბრძოლით..ცხოვრებასთან ბრძოლით..ვიღაც დაინახა..ის ისევე ტიროდა როგორც ის..მაგრამ..უფრო სხვანაირად..უფრო მწარედ და უფრო ღრმად სულისჩამწველ კივილამდე..როდესაც იმედის ბოლო ნაპერწკალი გაქრა..ქვითინმა ააჟრჟოლა სიჩუმის სიმღერა და აატივტივა არარსებული მდინარის ტალღები..,,

რა გატირებს მიუახლოვდა ლერი უცნობ ქალს რომელიც არავის არ აქცევდა ყურადღებას მის ირგვლივ..
-არაფერი..
-მითხარით..იქნებ მოგეშვათ..
ქალის ცრემლები მტკვარში ჩაეშვნენ და რგოლები შექმნეს..რგოლები ნელ ნელა ქრებოდნენ..ქრებოდნენ..ქრებოდნენ..
მერე მტკვარმა შეისუნთქა მისი ცრემლით სული..შეისუნთქა და თვითონაც ატირდა..ატირდა და ატივტივდა როგორც გული ტივტივებს დროზე და ბოლოს ჩერდება..სამუდამოდ ჩერდება..
-სახლიდან გამომაგდეს....გოგონა ისევ დადუმდა..
-რატომ? ლერიმ ხელი გოგონას მხარზე დაადო..გოგონას არც კი გამოუხედავს..
-ორსულად ვარ...ეს თქვა თუ არა გოგონა მწარედ ატირდა ისევ..
ლერი გოგონას მოეხვია და დაწყნარება ცადა..
-კი მაგრამ არავინ გყავს?
-მყავდა და იძულებული გავხადე დავევიწყებინე..მე ის მოვკალი და ალბათ არასდროს მაპატიებს ამას..
-შემომხედე! ლერიმ გოგონა მოატრიალა და..ეს ნია იყო..ნია მაგრამ ეს არ გავდა იმ ნიას რომელიც უწინ იყო..რომელიც უწინ კაშკაშებდა..ეს ნია სხვა იყო..სხვა..მისი თვალები დაღლილიყო და გამქრალიყო მასში რაღაც საოცარი უწინდელი ნათება..
-ლერი..წაიჩურჩულა გოგონამ... მერე უნდოდა ჩახუტებოდა..მოფერებოდა.. "უფლება არ მაქვს თვალებში ჩაგხედო...მერე ისევ ატირდა ნია..
-მოდი აქ,,სულელო... ლერიმ ნია გულზე მიიკრა... "რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდა... მომენატრე..როგორც არასდროს ისე მომენატრე..
-ლერი..ლერი..მაპატიე...გემუდარები..სულელი ვარ..სულელი..
-თვალებში შემომხედე ნია..გიყვარვარ?
-გელოდი..იმდენი ხანი გელოდი,მელანდებოდი,ოცნებებში მესახებოდი..რატომ..რატომ ვარ დემონი..რატომ..
-ჩემო ანგელოზო..ჩემო ერთადერთო ანგელოზო..ნუ,ნუ ტირიხარ.არ მომწონს როცა ტირიხარ..აქ ვარ,აქ.. არასდროს წავალ..სულ აქ ვიქნები და როცა დაღამდება მე გაგინათებ გულს..როცა გათენდება მაშინ დავაბნელოთ მზე..შენ ხომ დედოფალი ხარ..დედოფალი.. სადაც არ უნდა იყო,რასაც არ უნდა აკეთებდე..რა ჯანდაბაც არ უნდა გააკეთო..მე შენთან ვიქნები..
-რა ვუყო ამ ბავშვს? ტიროდა ნია და არ ჩერდებოდა..
-ბავშვი ჩვენია..შენია..მე შენ მიყვარხარ და შენი შვილიც მიყვარს..ნუთუ არ გესმის..
ესე,ღამის ორი სილუეტი ანათებდა ღამეს..მტკვარი კი მოედინებოდა და ტირილის ხმას ითვისებდა..მიჰქონდა მარტოობა და ცრემლების სიმღერა..

***
-შეგიძლიათ შეხვიდეთ.. ექიმმა სათვალე გაისწორა და ლერი პალატამდე მიაცილა..."არ გადაღალოთ..
პალატაში ნია ფერწასული იწვა და უამრავი კათეტერი ეკეთა ვენებზე.. ნარკოტიკებმა ის სულ დააბეჩავეს ,,
-ნია..გაიღვიძე.. წაუჩურჩულა ლერიმ.. ნიამ თვალები მძიმედ გაახილა და ლერის თვალებში ჩახედა..
-ლერი...მაპატიე ლერი..
-რა გაპატიო...ლერის ტირილი მოუნდა,მერე ნია შეეცოდა და თავი შეიკავა..
-მაპატიე რომ მელოდი..Cemi samyaros საბოლოო წამში...მინდა მოვასწრო ყველაფრის თქმა..თუნდაც არაფერი არ იყოს სათქმელი..
-რეებს ბოდიალობ გოგო..მწარედ გაეცინა ლერის..
ნიამ ლერის სახეზე ხელი მოუსვა..მოეფერა როგორც ზეცა ეფერება ღრუბლებს განთაიდისას...
-მე შენში მიყვარს ჩემი ფიქრები..ჩემზე ოცნება..მე შენ მიყვარხარ როგორც უკუნი განთიადისას..სისხლისფრად მიმოიქცევა სხეულში და გყინავს.. ანათებ..ანათებ და არ ქვრები..ჩემო მზეო..გოგონამ გაიღიმა და ლერის თვალებში ჩახედა..
არაფერი არ მოჩანდა ლერის თვალებში..სიცარიელე..სიცარიელე და კვლავ სიცარიელე....
-შენ ჩემი მთვარე ხარ ნია..
-შენ კი მზე..
-ორივე ღამეს ანათებს..მაშინ ჩვენც გავანათოდ და ნუ ჩამოგტირია ეს სახე..
-ლერი..უკვე გვიანია...როდესაც ზეცაში ბოლო ვარსკვლავი ჩაქვრება..მთვარეც ქვრება..უმთვარეო ღამე ნანახი გაქვს ლერი?
-არა..და არც მინდა ვნახო..
-მეც არ მინდა ვნახო ბევრი რამ მაგრამ..თვალები ხედავენ და გულსაც ტკივა..იცი რა არის სამყაროს ბოლოს ლერი?
ლერიმ თავი დახარა და არაფერი არ უპასუხია..
-სამყაროს ბოლოს მზეა ლერი..მზე....
ხმა გაისმა..გული უფრო და უფრო სწრაფად ძგერდა...ნია იღიმოდა და სადღაც წყვდიადის აჩრდილს უღიმოდა...
-მიყვარხარ ლერი.....ნიამ ლერის ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა..აკოცა..ისე ნაზად აკოცა თავისი ცივი ყინულივით ტუჩებით..მერე კი მაგრად მოუჭირა ხელი ლერის..
-ლერი..დაგელოდები..მე იქ ვიქნები და როცა ირგვლივ ყველა გაქრება და დაღამდება..მთვარე გაანათებს და შენც შემომხედავ..შემომხედავ და იცი?გეტყვი რომ მიყვარხარ..ისევ გეტყვი და წამომყევი..
გულმა იტივტივა დროის ტალღებზე და ბოლოს გაჩერდა..გაჩერდა როგორც ცხოვრება ჩერდება კოცნისას წამიერად..გაჩერდა როგორც ფიფქები ჩერდებიან ზეცაში ნისლისას..გაჩერდა და აღარ უფეთქია...
/,,,/,,,,,/,,/,,/,,,,,,,,,,,/,,,.......,...../.../.........................................

ლერიმ კი შეხედა მას ბოლოჯერ..მის თეთრ კამკამა სხეულს..თუმცა უკვე გვიანი იყო..ძალიან გვიანი..გული უკვე დაიღალა..დაიღალა რეალობით და გაქრა..ჩაქვრა ჩაქვრა..
-ნუ წახვალ ნია..ნუ დამტოვებ..წაიჩურჩულა ბოლოს და ცრემლები გადმოყარა...არავინ ხედავდა როგორც უწინ..არავინ,მხოლოდ ნიას უსულო ცივი თვალები მასზე შეჩერებული..წამი გაჩერებულიყო გულთან ერთად და თვალებიც გაშეშდა..მიაშეშდა უსასრულოდ მოელვარე ნათებას რომელიც ნელ ნელა ცრემლებით სახეზე ადნებოდა..

სიცოცხლის ბოლო წამებში,დრომ არ იკადრა გაჩერება და მაინც გააქრო ის...თუმცა დატოვა მისი შვილი,პატარა გოგონა რომელსაც ლერი ზრდიდა შვილივით..უყვარდა და მისთვის მამა იყო..მამა..ნამდვილი მამა..ბოლოს,ყველაფრის ბოლოს ისიც გაქრა...გოგონაც მო შორდა ლერის,გათხოვდა და თავისი ცხოვრება ქონდა..იშვიათად თუ მოაკითხავდა თავის მოხუც მამას სოფელში..
სადღაც შორს,შორეულ ღამის ფიქრებში ოცნებები დაფრინავდნენ და ვარსკვლავებს ანათებდნენ..სადღაც შორს სამყაროს დასასრულში მზე ანათებდა უმადურ სამყაროს თავისი ნაზი სხივებით და ათრთოლებდა სადღაც შორს..წყაროს ნაპირას ახალგამოჩეკილ ჩიტუნიას ბარტყს..

მოხუცი იჯდა სადღაც შორს,ძალიან შორს და მოკამკამე წყაროს ჩასცქეროდა..დრო გადიოდა..გადიოდა..გადიოდა..მიყვებოდნენ ფიქრები და მოგონებები წარსულზე რომლის დაბრუნებაც შეუძლებელი იყო..
წყალში ფოთოლი ჩავარდა,მერე მთვარემ შეცურა წყაროში და აირეკლა მისი მოთეთრო ნათება..მოხუცის თვალებში მთვარემ გაანათა და საოცრად გაუნათა თვალები..თვალები,ტანჯული თვალები... მაშინ შეხედმა მოხუცმა მთვარეს და გაანათა..სადღაც შორს მთვარესთან ერთად გაანათა...
სულ ბოლოს მზეა ნია..მზე... ნელა წაიჩურჩულა მოხუცმა და დახუჭა თვალები..გაფრინდა და დაისვენა..დაისვენა ტკივილისგან..მთელი ცხოვრება მის ირგვლივ ყველა ქრებოდა..ეხლა თვითონაც გაქრა და აღარასოდეს არ დაინახავს სხვის სიკვდილს რადგან დრო დაამარცხა.სიკვდილით დაამარცხა დრო და გაყვა მთვარეს..
სადღაც შორს,მთვარის იქით,ფოთლები შრიალებდნენ და ორი სილუეტი განთიადს უმზერდა..
-გავანათოთ ღამე მზეო?
-გავანათოთ..
-რა არის ბოლოს ლერი?
-ბოლოს მზეა ნია..
და ამ ფიქრებში,ამ მოგონებებში..დედამიწაზე მდინარე ჩუხჩუხებდა და მოხუცის სახეს ასხივებდა..მთვარე ირეკლავდა სამყაროს და ბოლოს შეხედა მას..ვისზეც მუდამ,ესე ნაზად და მალულად ოცნებობდა,,,
და როდესაც დრო გაჩერდება,სული იმეფებს ხოლო აქ,ამ სამყაროში
"დრონი მეფობენ და არა მეფენი.."

მადლობას ვუხდი ჩემს მკითხველებს..იმედია მოგეწონათ..

კატეგორია: ისტორიები | ნანახია: 669 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]