12:12 PM ერთხელ .......... | |
ერთხელ გამიტყდა ძველი სათამაშო: ძალიან მეწყინა, ხელი ეტკინა, ალბათ... ერთხელ გამიწყრა მასწავლებელი: "უზრდელი ხარო”–მომახალა, არც ისე წყნარად. ერთხელ ვეჩხუბე ბავშვობის მეგობარს გაუგებრობა... ჩემი ბრალი არ იყო მართლაც, ერთხელ ვეაჩხუბე ბავშვობის მეგობარს და იმის შემდეგ არ მინახავს, გამქრალა სადღაც. ერთხელ დამიბლაგვეს გრძნობა საზარი, ერთხელ სიყვარულს სილა გავაწანი(ვიყავი მთვრალი), ერთხელ მოვტაცე უსასრულობას ნორჩი სხეული მხოლოდ, მხოლოდ?! ერთხელ შევცოდე... უფალს ჩავხედე თვალებში ჟინით ერთხელ ვინატრე გაგება და ნაყინი მარწყვით ერთხელ შევცდი... არა მრავალჯერ, იყოს თუნდ ასე, ერთხელ მივხვდი სიზიფე ვარ და ისევ `მაგრამ:” ერთხელ, ყველაფერი ეს იყო ერთხელ, როცა ანგელოზმა თვალები გამისწორა, როცა სიძულვილმა რისხვით გადმოხეთქა, | |
|
სულ კომენტარები: 0 | |